რატომ არ შეიძლება ბავშვის ამ პოზიციაში ჯდომა?
რატომ არ შეიძლება ბავშვის ამ პოზიციაში ჯდომა?
დედებო და ბებიებო, ყურადღება! ყველაფერი უფრო სერიოზულადაა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

თუ თქვენს პატარა ბავშვს და უყვარს "ბაყაყის" (W-ს) პოზაში ჯდომა, მიაქციეთ ყურადღება, რადგან ამ დროს ზიანდება როგორც ხერხემალი, ასევე ფეხებიც.

ამერიკის ბავშვთა პედიატრიის ცენტრის მონაცემებით, თუ ბავშვს არ მიექცა სათანადო ყურადღება და ხშირად ზის ამ პოზაში, მას არასწორად განუვითარდება მენჯ-ბარძაყის სახსარი, ტერფის შესახსრება და ხერხემალი. ამ დროს კუნთები არასწორად ვითარდება, რამაც მომავალში შეიძლება პრობლემა შეუქმნას ბავშვს სიარულის, სირბილის და წვრილი მოტორიკის
განვითარებაში.

3.jpg
რატომ უყვართ ბავშვებს ასეთ მდგომარეობაში ჯდომა?
მათთვის ასე ჯდომა მოხერხებულია და მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომაც შეუძლიათ საათობით ისხდნენ ამ მდგომარეობაში. მშობლის მოვალეობაა გადააჩვიოს ბავშვი ასეთ ჯდომას.
0 - копия.jpg
როდესაც ბავშვი თამაშობს იატაკზე, საუკეთესო ფიზიოლოგიური მდგომარეობა - ე.წ. თურქული ჯდომაა.

კიდევ ორი მდებარეობა, რომელშიც არ შეიძლება ბავშვის უყურადღებოდ და დიდი ხნით დატოვება - ეს არის ერთ ფეხზე დაყრდნობით ჯდომა და ფეხების წინ გამოწეული მდგომარეობით ჯდომა.

რეაბილიტოლოგი, ეკა გორგოშიძე:
- როდესაც ბავშვი ზის "w“ (იგივე „ბაყაყის“) პოზაში, მას მობრუნებული აქვს მენჯ-ბარძაყის სახსრები შიგნითა მხარეს. ამ ექსტრემალურმა მდებარეობამ შეიძლება
გამოიწვიოს დეტონაცია მუხლებსა და ტერფებში. სახსრების დატვირთვა უარყოფითად იმოქმედებს მომავალში ბალანსსა და კოორდინაციაზე. ასეთმა მდებარეობამ შეიძლება ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს როგორც ბარძაყის, ასევე მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრის სიმაგრეზე, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ ბავშვი სიარულის დროს ტერფებს აბრუნებდეს შიგნითა ან გარეთა მხარეს.
თუ ბავშვს დაჭიმული აქვს კუნთები (ჰიპერტონუსი), “w”პოზა აიძულებს კუნთებს კიდევ უფრო დაიჭიმოს, რაც უარყოფითად მოქმედებს ნებისმიერ ბავშვზე მაშინაც კი, თუ მისი კუნთები სუსტია ან საშუალო ტონუსშია. წაახალისეთ ბავშვი, მოიგონეთ სახვადასხვა აქტივობები იმისათვის, რომ გაზარდოთ ბავშვის კუნთური ძალის მოცულობა.

წაახალისეთ ბავშვი, ნუ დატოვებთ დიდი ხნით სათამაშოებთან მჯდომარე პოზიციაში, დრო და დრო ავარჯიშეთ, აცოცეთ შვედურ კედელზე და ახტუნავეთ. ეს საყურადღებოა!!!



3807
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?