"ოჯახში მე-8 შვილი ვიყავი, ამიტომ კარგად ვიცი მრავალშვილიანი ოჯახის დადებითი და უარყოფითი მხარეები..." რამდენი ბავშვი უნდა იყოს ოჯახში? რატომ სურთ ახალგაზრდა წყვილებს ბევრი შვილი? ღირს კი ნერვიულობა იმაზე, რომ არ ხარ „სუპერ“ დედა? უკრაინელი ფსიქოლოგი და პედაგოგი პოლინა ტეპლიაკოვა საუბრობს ამ თემაზე:
ოჯახში მე-8 გავჩნდი. ამიტომ კარგად ვიცი მრავალშვილიანი ოჯახის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
1. რთულია ემოციური კონტაქტის შენარჩუნება.
დედა რეზინის არ არის. მისთვის რთულია ჩაეხუტოს დღეში ათჯერ თითოეულ ბავშვს. რთულია დღის ბოლოს თითოეულს დაუთმო დრო იმის შესაკითხად, თუ რა მოხდა დღის მანძილზე მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო, რა აწუხებს. თუ ერთი ბავშვი ავად არის, სხვებისთვის უკვე რთულია ყურადღების მიქცევა და რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით მეტი ავადმყოფობს მაშინაც კი, თუ ოჯახი ჯანმრთელ ცხოვრების წესს მისდევს.
2. დედისთვის რთულია ბოლომდე იყოს შრომისუნარიანი, როგორი ოპტიმისტიც მქონეც არ უნდა იყოს ის.
დედაჩემი ძალიან ენერგიული ქალია. ჩვენი ნაბიჯების ტემპები მხოლოდ ახლა გათანაბრდა, როცა მე სპორტით ვარ დაკავებული, ის კი 69 წლის გახდა. ახლა გაცილებით კარგად გამოიყურება, ვიდრე 20 წლის წინ. და გაცილებით მშვიდად.
3. ასევე მნიშვნელოვანია ოჯახის მატერიალური მდგომარეობა.
თუ თქვენ ხართ ბანკირი, ან მისი ცოლი - მაშინ არ არსებობს პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც თქვენი გოგონები გაიზრდებიან, ისინი დაკავდებიან ბიზნესით და არა მეცნიერებით ან ხელოვნებით (რათა დაეხმარონ ოჯახს). მეორე მხრივ, ეს საკმაოდ აწრთობს ადამიანს. თუმცა ძალიან ბევრი ვიცი შეძლებული მრავალშვილიანებიც, უბრალოდ მზად უნდა იყოთ, რომ ბიუჯეტი პროპორციულად იზრდება.
4. მრავალშვილიან ოჯახში მოზრდილობის ასაკის შვილებისგან აუცილებლად მოისმენთ კითხვას: "რატომ გამაჩინე საერთოდ?" მზად ხართ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად? თქვენთვის მნიშვნელოვანია გმირობა? იქნებ ხერხია ქმრის შენარჩუნებისათვის? ყოველ ბავშვს აქვს სურვილი, ელოდონ მხოლოდ მას. მხოლოდ ის იყოს მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული თავისი მშობლებისათვის. ამიტომ რამდენიც უნდა გყავდეთ, თითოეულმა აუცილებლად უნდა იგრძნოს, რომ ის მშობლისთვის გამორჩეული და საყვარელია, რომ მას ელოდებოდნენ სწორედ და არ დაიბადა "შემთხვევით", "ბიჭის ძებნაში" და ა.შ.
5. განსაკუთრებით გაუჭირდებათ უფროსებს.
მშობლის მოვალეობების გადაბარება - ეს არის მათთვის ერთდროულად ყველაზე რთულიც და ყველაზე საპასუხისმგებლოც. ზოგიერთისთვის ეს კარგ გამოცდილებად იქცევა, სხვა კი საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ თავად ასე არ მოექცევა თავის შვილს...
ერთი სიტყვით - იზრდებოდე მრავალშვილიან ოჯახში - არ არის იოლი. თუმცა!!!! ამას აქვს ბევრი დადებითი მხარე მოზრდილობის ასაკში, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით სულ უფრო და უფრო იზრდება:
1. თქვენს შვილებს ეყოლებათ ბევრი გულშემატკივარი. საუბარია როგორც ფინანსურ (რა თქმა უნდა, თუ თქვენ ჩადეთ რესურსი მათში - სწავლა), ასევე მორალურ მხარდაჭერაზე.
დროთა განმავლობაში თითოეული მიხვდება თავის როლს და თუ რატომ დაიბადა ასეთი რიგითობით.
2. ისინი გაიზრდებიან საკმაოდ ღიები და დამოუკიდებლები.
3. პატარებს ყველაზე მეტად გაუმართლებს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობს ამას. უფროსების მაგალითზე ნაკლებ შეცდომას დაუშვებს უმცროსი. ისინი ყველა უფროსს ეყვარება, მათზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული ყოველთვის (ისინი ხომ პატარები არიან). მათაც ყველა ეყვარებათ - უპირობოდ!
4. მათ ეცოდინებათ, როგორ იურთიერთონ თავიანთ შვილებთან. ეყვარებათ ისინი. მათ ხომ ერთმანეთი გაზარდეს!
5. გეყოლებათ ბევრი შვილიშვილი და არასოდეს დარჩებით მარტო.
6. თქვენი შვილები დამოუკიდებლები იქნებიან.
7. ოჯახური დღესასწაულები რაოდენობრივად კორპორატიულ საღამოებს დაემსგავსება - ეს ხომ ბედნიერებაა!
ასევე იხილეთ: ინტერვიუ 10 შვილის დედა მაკა ხოხონიშვილ-ვასაძესთან
რა უნდა მოიმოქმედოთ მანამ, სანამ გადაწყვეტთ მესამე ან მეოთხე ბავშვის გაჩენას:
1. გაიაროთ კონსულტაცია ფსიქოთერაპევტთან;
2. გაიცნოთ მრავალშვილიანი ოჯახის მშობლები და მათი პრობლემები.
3. კიდევ ერთხელ დაფიქრდით იმაზე, შეძლებთ თუ არა თქვენი მზრუნველობისა და სიყვარულის მეოთხესა თუ მეხუთე ბავშვზე გადანაწილებას. ყოველი ბავშვი ითხოვს თავის წილ სითბოსა და სიყვარულს, რომლის დეფიციტი არ უნდა შეუქმნათ მას.
4. გახსოვდეთ, რომ თითოეულ ბავშვს უნდა გამოუყოთ პერსონალური დრო ურთიერთობისთვის (ჩახუტება, სიყვარული, განცალკევებული საუბრები). კარგად აწონ-დაწონეთ თქვენი ემოციური რესურსები.
დედებო, გადაიკითხეთ ჩემი შეხედულებები. განსაკუთრებით პუნქტი, სადაც საუბარია ემოციურ კონტაქტზე ბავშვეთან. წადით და მშვიდად ჩაეხუტეთ თქვენს თითოეულ პატარას.
და კიდევ - მე არ ვარ მრავალშვილიანი ოჯახის წინააღმდეგი. ბავშვები დიდი ბედნიერებაა. მიხარია, თუკი კარგად ართმევთ თავს ოთხი და მეტი შვილის აღზრდას. არც იმაზე იღელვოთ, თუ არ ხართ მრავალშვილიანი დედა. ნებისმიერი რაოდენობის ოჯახი მნიშვნელოვანი და უნიკალურია! მიყვარხართ ყველა!
P.S. ნამდვილად არ ვთვლი, რომ მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვები წარუმატებლები არიან. ასევე არ ვთვლი, რომ ჩემი ოჯახი პრობლემურია - ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ ერთმანეთით. ვიმეორებ - ეს მძლავრი რესურსია. ვამაყობ ჩემი ოჯახით. ასევე ვთვლი, რომ ჩემი გამოცდილება არ არის მაგალითი ყველა ოჯახისათვის. თუ თქვენ მარავალშვილიანი დედა ხართ - არ გამინაწყენდეთ, გადაიკითხეთ მრავალრიცხოვანი ოჯახის დადებითი პუნქტები.
დედაჩვენი ოლგა ნამდვილი გმირია! დედა, შენ მაქსიმუმი გააკეთე იმისათვის, რომ ჩვენ სიამაყით გვეთქვა: „დიახ, ჩვენ მრავალშვილიან ოჯახში დავიბადეთ!"