როგორ მოვუაროთ სათამაშოებს - ეს ყველა დედამ უნდა იცოდეს
როგორ მოვუაროთ სათამაშოებს -  ეს ყველა დედამ უნდა იცოდეს

თუ სახლში ბავშვია, სათამაშოების მთაც იქვე დგას. ეს მთა, გარდა იმისა, რომ დიდ ადგილს იკავებს, მიკრობების ბუდეცაა. ერთი შეხედვით უვნებელმა ფუმფულა დათუნიამ ბავშვი შეიძლება სტაფილოკოკით ან ნაწლავური ინფექციით დაავადოს. ამ დროს დედას ვერ გაუგია, რამ "აწყინა" მის შვილს... რა თქმა უნდა, ყველა სათამაშოსგან ყოველდღ ავად არ ხდებიან ბავშვები, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ მიკრობების წყაროს გაუვნებელყოფა კარგი საქმე იქნება. ამიტომ, სათამაშოები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ.

ჭუჭყიანი - ყუთში
რა თქმა უნდა, ყოველი ძირს
დაგდების შემდეგ სათამაშოს გარეცხვა საჭირო არაა. ამიტომ, დადგით ყუთი, რომელშიც გასარეცხ სათამაშოებს ჩაყრით ხოლმე. თანაც გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა მატერიის სათამაშო განსხვავებულ რეცხვას საჭიროებს.

პლასტმასისა და რეზინის სათამაშოები
1-2 კვირაში ერთხელ სათამაშოები საპნიან-სოდიანი წყლით გარეცხეთ (სამ ლიტრ წყალზე 1 ჩ/კ თხევადი საპონი და 1 ს/კ სოდა).
კარგად გაავლეთ წყლით, შემდეგ მდუღარე გადასხით და კარგად გაამშრალეთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ყველა რეზინის სათამაშო ვერ გაუძლებს ამგვარ აბაზანას.
დამდუღრვას (5-10 წუთით მაინც) აუცილებლად საჭიროებს კბილების სავარჯიშო სილიკონის, რეზინის ფიგურები.
თუ სათამაშოების ბანაობის დრო არ გაქვთ, გარეცხეთ სარეცხის მანქანში 50-60- გრადუსზე.
mshoblebi
რბილი სათამაშოები
სწორედ ისინი არიან მტვრისა და ბატერიების დამგროველები. თუ ბავშვს სათამაშოსთან ერთად უყვარს დაძინება, იგი კვირაში
1-2-ჯერ უნდა გარეცხოთ.
სათამაშოები სპეციალურ ტომარაში მოათავსეთ და დელიკატურ რეჟიმზე გარეცხეთ. რეცხვისთვის გამოიყენეთ საბავშვო სარეცხის ფხვნილი. დამატებით გაავლეთ.
გარეცხილი სათამაშოები კარგად გააშრეთ.
გაფრთხილება! თუ სათამაშოს მტვრის ტკიპები გაუჩნდა, პოლიეთილენის პაკეტში მოათავსეთ და 3-5 საათით მაცივრის საყინულეში გააჩერეთ.


mshoblebi


ხის სათამაშოები
იწოვენ სარეცხ საშუალებებში შემავალ ნივთიერებებს, ისინი ბავშვის შამპუნით ან სარეცხის ფხვნილით უნდა გარეცხოთ, უკიდურეს შემთხვევაში, ძმრის სუსტი ხსნარით (თუ ბავშვს მასზე ალერგია არა აქვს).
ხის სათამაშოები საპონიან წყალში დასველებული ჩვრით გარეცხეთ და კარგად გაამშრალეთ.
გაფრთხილება! გაშრობისას მოარიდეთ ხის სათამაშო გამათბობელს და მზის პირდაპირ სხივებს.
mshoblebi
ელექტრო სათამაშოები
არ შეიძლება მათი წყალში გარეცხვა. მისი პლასტიკური ნაწილი საპნის ჩვრით გაწმინდეთ.
რადიომიმღებიანი სათამაშოები ან პლუშის ცხოველები რამდენიმე საათით მაცივრის საყინულეში მოათავსეთ (მანამდე გამოიღეთ ელემენტები).
გაყინვის შემდეგ თამაშოებში ჩადეთ ელემენტები და რამდენიმე საათი დააცადეთ, რომ მექანიზმი "აზრზე მოვიდეს".
გაფრთხილება! თუ პლუშის ელექტრისათამაშო ძალიან დაბინძურდა და გაყინვა და გაწმენდა არ შველის, ამოაცალეთ ელექტრობლოკი, ამოავსეთ შიგთავსი სინტიპონით და კარგად გარეცხეთ სათამაშო.
ბანაობის სათამაშოები
კვატები, ბურთები და მისთანები, რომლებიც რეგულარულად "ბანაობენ" ბავშვთან ერთად, აპკით მუქი იაფრებიან. ეს აპკი ობად გადიქცევა. სააბაზანოს სათამაშოები საპნიან და ძმრიან წყალში უნდა გარეცხოთ და კარგად გაამშრალოთ.


1331
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი