უნდოდა, შვებულების წინ მსუბუქად გაერუჯა კანი, რათა ერთბაშად არ დამწვარიყო მზეზე... მას უნდოდა, შვებულების წინ მსუბუქად გაერუჯა კანი, რათა ერთბაშად არ დამწვარიყო მზეზე. იგი კანარის კუნძულებზე აპირებდა დასვენებას.
24 საათის განმავლობაში 2-ჯერ იმყოფებოდა სოლარიუმში, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა. სოლარიუმში მეგობართან ერთად წავიდა, შემდეგ გადაწყვიტა მეორედაც მისულიყო სეანსზე, რათა თანაბრად გადანაწილებული ჰქონოდა რუჯი. როდესაც სახლში დაბრუნდა, გონება დაკარგა, ძირს დავარდა და თავი დაარტყა იატაკზე. გულის წასვლის მიზეზი დაადგინეს - ძლიერი გაუწყლოვნება. საბედნიეროდ, სახლში იმყოფებოდა მისი გოგონა, რომელმაც სასწრაფო დახმარება გამოიძახა. საავადმყოფოში კომის მდგომარეობაში შეიყვანეს მას შემდეგ, რაც ზურგზე ძლიერი დამწვრობის კვალი აღმოუჩინეს.
დაზარალებული იძულებილი გახდა გადაედო შვებულება.
სალონის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ქალმა უგულვებელყო უსაფრთხოების წესები. კეროლაინი ამბობს, რომ ეს არ იყო მისი პირველი ვიზიტი სოლარიუმში, რომ ის ადრეც სტუმრობდა სალონს გასარუჯად. "არ მინდა, რომ ასეთი რამ კიდევ დამემართოს".
კეროლაინი პირველად 8 წუთით შევიდა სიანსზე, ხოლო მეორეჯერ - 10 წუთით. სპეციალისტები პირველ და მეორე სეანსებს შორის 48 საათიან შუალედზე საუბრობენ. ასევე საჭიროა მოთმინება და იმის ცოდნა, რომ ფერი ერთბაშად არ დაეტყობა კანს. "პირველ ვიზიტზე თანამშრომლები აცნობენ სოლარიუმში რუჯის მიღების წესებს. ბევრი ითვალისწინებს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც არღვევენ წესებს. სამწუხაროდ, კეროლაინმა იგნორირება გაუკეთა ჩვენს მითითებებს", - თავს იმართლებენ სალონის თანამშრომლები.
ამასთან, ულტრაიისფერი დასხივება, რისი საშუალებითაც იღებენ რუჯს მომხმარებლები, დიდი ხანია კანის სიმსივნის -მელანომის მიზეზად დასახელდა. ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სოლარიუმი ერთ- ერთი საშიში ჩვევაა თამბაქოს მოხმარების შემდეგ. კვლევებმა, რომლებიც 2016 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, დაამტკიცა, რომ ათწუთიანი სოლარიუმის პროცედურა 2-ჯერ უფრო ხშირად იწვევს კანის სიმსივნეს, ვიდრე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე შუადღეს მიღებული რუჯი. ბევრ სპორტდარბაზსა და სალონში დგას სოლარიუმი, რომელსაც არავინ აკონტროლებს.
Cancer Research UK-ის მონაცემებით, ბოლო ათწლეულის მანძილზე, ავთვისებიანი მელანომით დაავადებულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა.
იყავით ფრთხილად!