ექსპერტები გვთავაზობენ უნიკალურ წესებს, რომ კარგი ადამიანი გაზარდოთ...
თანამედროვე ცხოვრების რიტმი გვიბიძგებს იქითკენ, რომ გამოვუმუშავოთ ბავშვებს მიზანდასახულობა და ჟინიანობაც. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს არ უნდა გადაიხაროს სისასტიკესა და ამბიციურობაში. თუმცა ამ გზით მიიღწევა მატერიალური დოვლათი - ეს კი ადამიანს სინამდვილეში თურმე უბედურს ხდის.
როგორ? - იკითხავთ თქვენ, - კი მაგრამ, წამატებული ყოფნა ცუდია?
კარგია, მაგრამ არა ნევროზისა და გარშემო მყოფთა უნდობლობის ფასად. ექსპერტები გვთავაზობენ აღზრდის 11 წესს:
1. აჩვენეთ მაგალითი
აკონტროლეთ, თუ რას ლაპარაკობთ ბავშვების თანდასწრებით, მათ ყველაფერი ესმით. თუ თქვენ მეზობელს პირში უცინით, ხოლო ზურგს უკან მას "სახედრად" მოიხსენიებთ, ბავშვი მიხვდება, რომ არ ხართ გულწრფელი.
2. მოიხადეთ ბოდიში, როდესაც დამნაშავე ხართ
თუ ბავშვს უსამართლოდ მოექეცით, აუცილებლად მოიხადეთ ბოდიში. ეს გაამყარებს თქვენდამი ნდობას და ის უფრო მეტად დარწმუნდება საკუთარ ძალებში. "ე.ი. შეცდომის დაშვება არ არის საშიში. მე მაფასებენ, როგორც ადამიანს".
3. იყავით კეთილი მის მიმართ
ყოველთვის გამოხატეთ თქვენი უკამყოფილება მათი ქმედებების მიმართ. თითქოს ეუბნებით: "ძალიან მიყვარხარ, მაგრამ არ მომწონს, რომ ცუდად იქცევი".
4. იზრუნეთ საკუთარ თავზე
თუ თქვენ მოუწესრიგებელი ხართ, თქვენი შვილისგან ნუ ელოდებით წესრიგს და პირიქით...
5. გამოყავით დრო მხოლოდ ბავშვებისთვის
მოწყდით კომპიუტერს, გამორთეთ პლანშეტი. გამოუყავით ბავშვებს დღეში 1 საათი მაინც. ერთად შეარჩიეთ ორგანიზაცია, სადაც შეძლებთ დაეხმაროთ სხვა ადამიანებს. აგრძნობინეთ თავი საზოგადოებისთვის საჭიროდ წევრად. პარკებისა თუ სანაპიროს დასუფთავებაც კარგი იდეაა.
7. გაზარდეთ თქვენი თვალთახედვა
დაპატიჟეთ სახლში ან წადით ბავშვთან ერთად ისეთ ვინმესთან, ვინც არ ცხოვრობს ისე, როგორც თქვენ: ბავშვი გამორჩეული უცნაურობებით, მრავალშვილიანი ოჯახი, სხვა სოციალური წრის წარმომადგენელი და სხვ.
8. ისაუბრეთ ემპათიაზე
ეს არის ადამიანის უნარი უთანაგრძნოს სხვებს და გაიგოს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
9. ისწავლეთ სხეულის ენა
დაეხმარეთ ბავშვს, თვალი მიადევნოს და გამოიცნოს ადამიანის ინტონაცია, პოზა, მიმიკა, როდესაც ადამიანი შეშინებულია ან ცდილობს დაფაროს თავისი ნამდვილი ემოციები.
10. დაეხმარეთ გაიგოს, თუ რას გრძნობს თვითონ
გამოკითხეთ თუ რას გრძნობს რთულ სიტუაციებში? წყენას, შურს, სიბრაზეს თუ იმედგაცრუებას. რაც უფრო მეტი იცის თავის ემოციურ პალიტრაზე, მით უფრო ადვილია მისთვის სხვადასხვა ემოციის გაკონტროლება.
11. შეიძინეთ შინაური ცხოველი
ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. მიეცით საშუალება მანაც თანაბრად გაინაწილოს ეს პასუხისმგებლობა თქვენთან ერთად.
ასევე იხილეთ: "თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ - ის სხვათა განკითხვას სწავლობს" - მარია მონტესორის განუმეორებელი რჩევები აღზრდაზე