ცარიელ ბოთლებს არა მარტო წყლის, რძის, წვენის, ღვინისა თუ ძმრის შესანახად ვიყენებთ მაცივარში პლასტმასის ბოთლით წყლის შენახვა ჩვეულებრივი ამბავია. მინერალური წყლის ცარიელ ბოთლებს არა მარტო წყლის, რძის, წვენის, ღვინისა თუ ძმრის შესანახად ვიყენებთ. ეს შეცდომაა. სინამდვილეში ერთხელ უკვე გამოყენებული ბოთლი საკვების შესანახად აღარ გამოდგება. ზედმეტად ცივი ან ცხელი შიგთავსი, სინათლეზე დიდხანს ყოფნა, საკვებთან ხანგრძლივი კონტაქტი, ჟანგბადი - ეს ყველაფერი პლასტმასს თანდათან "აძველებს". შედეგად მავნე ნივთიერებების გამოყოფა იწყება, რომელიც ამ ჭურჭელში მყოფ პროდუქტშიც გადადის. შესაბამისად, წყალი (ან ნებისმიერი საკვები), რომელსაც მალ-მალე ვიღებთ მაცივრიდან და ხში-ხშირად მივირთმევთ, მავნე ქიმიური ნივთიერებებით არის დაბინძურებული.
როდის არ არის მავნებელი პლასტმასის ბოთლში მოთავსებული წყალი? როცა ის ჰერმეტულადაა დახუფული. როგორც კი ბოთლს ვხსნით და შიგნით ჟანგბადი ხვდება, პლასტმასის ქიმიური შემადგენლობაც იცვლება და მასში მყოფი სითხისაც.
ევროპა ცდილობს უარი თქვას პლასტმასის ბოთლებზე და მათ ნაცვლად მინის ან კერამიკის ჭურჭელი გამოიყენოს. ეს არა მარტო ჯანმრთელობისთვის, გარემოსთვისაც სასარგებლოა.
იხილეთ ასევე: რომელია ყველაზე სახიფათო ჭურჭელი