თუ არ გინდათ, რომ რამდენიმე წელში თქვენს შვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს, ეს სტატია წაიკითხეთ ცნობილია, რომ ონლაინ-აუქციონ ებეის ტექნიკურმა დირექტორმა თავისი ბავშვები ისეთ სკოლაში მიიყვანა, სადაც არ იყენებენ ჩვეილ ახალ ტექნოლოგიებს და ძველებურად კალმებითმ ფანქრებით, თიხითა და პლსატილინით ასწავლიან ბავშვებს. ასევე მოიქცნენ სხვა ტექნოლოგიური გიგანტების თანამშრომლები – გუგლის, ეპლის, იაჰუს. იმ სკოლებში, სადაც მათი შვილები სწავლობენ, არც ერთი კომპიუტერი არ არის. არ არის ეჯრანი და მათი გამოყენება აკრძალულია კლასებში, სახლშიც შეზღუდული აქვთ კომპიუტერი თუ სხვადასხვა გაჯეტი – მობილური ტელეფონი, პლანშეტი, აიფონი და ა.შ. ისიც ცნობილია, რომ სტივ ჯობსის შვილებს არ ჰქონდათ აიფონი.
რატომ არ უყვართ ამ ადამიანებს ეს ტექნოლოგია და რატომ არიდებენ ბავშვებს იმას, რაც თავად ყველაზე უკეთ იციან?
მეტყველების განვითარების შეფერხება
ინგისელმა ლოგოპედმა სალი უორდმა ათი წელი მიუძღვნა კვლევას, რომელმაც უჩვენა, რომ ბავშვების 20%-ს ცხრა წლის ასაკში უკვე აღმოუჩინეს განვითარების დაგვიანება, თუ მათი ძირითადი "ძიძა" ტელევიზორი და კომპიუტერი იყო. მათი უმრავლესობა სამი წლის ასაკში მთელი წლით ჩამორჩებოდა თანატოლებს მეტყველების განვითარებით.
ემოციებზე კონტროლის დაკარგვა
ბოსტონის უნივერსიტეტის პედიატრი ჯენი რადესკი ამბობს, რომ გაჯეტების აქტიური გამოყენება ადრეულ ბავშვობაში ხელს უშლის ემპათიის (თანაგრძნობის უნარის), ურთიერთობის უნარებისა და პრობლემების ერთად გადაწყვეტის უნარის განვითარებას. სენსორული ეკრანები არ აძლევენ ბავშვს საშუალებას, განავითარონ მოტორიკა, მამოძრავებელი უნარები, რომელთა გარეშე გაცილებით რთულია მათემატიკისა და სამეცნიერო დისციპლინების ათვისება. ბავშვები, რომლებსაც ელექტრონული მოწყობილობებით ამშვიდებენ, ვერ სწავლობენ თავიანთი ემოციების მართვას.
მარტოობა
გერმანიაში მოსახლეობის 57%-ის გამოკითხვამ ცნობილ მკვლევარ ჰორსტ ოპაშოვსკის მისცა საშუალება დაესკვნა, რომ ახალი მულტიმედიური შესაძლებლობები არის მარტოობა მანქანასთან ერთად, და არა პროგრესი კომუნიკაციის სფეროში.
ამ ყველაფრის გარდა, არაერთხელ გამოვლენილა გაჯეტებთან ურთიერთობის დროს ალერგიების ფაქტები, ასევე ბავშვების სტრესების, გადაღლილობის, თავის ტკივილების და ა.შ.