მეთოდი, რომელიც ხის ზედაპირიანი სამზარეულოების ცხიმისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ, გამოცდილი დიასახლისების პრაქტიკიდანაა ბოლო დროს ძალიან ბევრი ოჯახი ხის ან ხით დაფარულ ე.წ. "ლამინატის" სამზარეულოს ამჯობინებს. ამ ფაქტურების ერთგვარი ნაკლი ისაა, რომ ცხიმის ლაქები აჩნდება და მათი მოცილება არც ისე ადვილია. მეთოდი, რომელიც ხის ზედაპირიანი სამზარეულოების ცხიმისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ, გამოცდილი დიასახლისების პრაქტიკიდანაა. მისი მომზადება ძალიან იოლია - მხოლოდ სოდა და მცენარეული ზეთია საჭირო.
სოდა და ზეთი ერთმანეთს შეურიეთ პროპორციით 1,5:1. ათქვიფეთ, რომ არაჟნის სისქის მასა მიიღოთ.
ამ მასაში რბილი ქსოვილი დაასველეთ და ცხიმით დალაქავებულ ადგილი მსუბუქი ზეწოლით გახეხეთ. შემდეგ სუფთა ჩვრით სოდის ნამცეცები გადაწმინდეთ და... სულ ეს არის.
ხის ფაქტურა იძენს ბზინვარებას, თითქოს ახალივითაა.
ეს მკვებავ-გამწმენდი პროცედურა თვეში მაქსიმუმ 2-ჯერ გაიმეორეთ. ამით არა მარტო სისუფთავეს შეინარჩუნებთ, არამედ დაიცავთ სამზარეულოს გამოშრობის ან დანესტიანებისგან. ამ წესით შეგიძლიათ ხის ნებისმიერი ნივთი გაწმინდოთ, მათ შორის, შესასვლელი კარი ან სურათის ჩარჩოები.
იხილეთ ასევე: როგორ უნდა გააქროთ მაცივრიდან უსიამოვნო სუნი
ყველაზე მარტივი და პრაქტიკული საშუალება ნიჟარის გასასუფთავებლად და სუნის გასაქრობად
როგორ უნდა გააკრიალოთ გაზქურა უმარტივესი მეთოდით - ხეხვისა და ფხეკის გარეშე