ხანგრძლივი შენახვის ვადის მქონე პროდუქცია ყოველგვარი წესის დაცვის გერეშე ინახება საწყობებში თვეების განმავლობაში ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, სადაც აშკარად ჩანს, როგორ დაძვრება მოზრდილი მატლი ცნობილ საბავშვო ნამცხვარში. ვიდეომ დედები მართლაც რომ შოკში ჩააგდო, რადგან, როგორც წესი, ასეთ ნამცხვრებს ბავშვებს ხშირად გაუხსნელად, შეფუთულსვე ვაძლევთ. მათ კი ისე შეიძლება შესანსლონ, რომ ზანტად მოძრავი მატლი ვერც შენიშნონ.
როგორც ჩანს, ხანგრძლივი შენახვის ვადის მქონე ესა თუ ის პროდუქცია ყოველგვარი წესის დაცვის გერეშე ინახება საწყობებში თვეების განმავლობაში და საკვებად უვარგისი ხდება. ამიტომ ვხვდებით შიგადაშიგ მატლებსა და ჭიებს ფაფებში, ნამცხვრეულში და ა.შ.
ამ ვიდეოს გავრცელებით კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ნებისმიერ ადამიანს და მით უმეტეს, მშობელს, რომ ნუ შეიძენთ ბავშვისთვის პროდუქტს გარევაჭრობის ადგილებში ან ისეთ მაღაზიებში, რომლებიც მოუვლელად, უსუფთაოდ გამოიყურება. მათი საწყობები ამ დროს გაცილებით უარეს დღეშია. პროდუქციის ყიდვისას აუცილებლად დაინტერესდეს გამოშვების თარიღით, ვადებით და შენახვის პირობებით, ხომ არ არის შეფუთვა გახუნებული, ზედმეტად დამტვერილი ან გახსნილი. ამით თავიდან აიცილებთ მსგავს
ვიდეოს სანახავად დაკლიკეთ მთავარ ფოტოზე
მატლი "ჰერკულესის" ბურღულში - რომელი ბურღულია ყველაზე სანდო?