"მშობლების ბრალია, ადევნებული არიან ამ ცნობილ სახელებს...” მუსიკოსმა მაია კაჭკაჭიშვილმა ცოტა ხნის წინ საკუთარი სტუდია გახსნა და სწორედ ამ ფაქტს მოაყოლა პოსტი, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ბევრი მშობელი და მუსიკოსი დაეთანხმა, რომ მართალს ამბობდა და იმედი გამოთქვეს, რომ იქნებ მომავალი სიტუაცია ამ მხრივ ცოტათი მაინც შეიცვალოს. გთავაზობთ მაიას პოსტს და რამდენიმე კომენტარს:
"რამდენიმე მშობელს ჰქონდა სურვილი, გადმოეყვანა ბავშვი სხვა სტუდიებიდან, სადაც წლები დადიოდნენ, ჩემს სტუდიაში... ბავშვებს არანაირი მუსიკალური მონაცემი არ გააჩნიათ და ძალიან მიკვირს იმ სტუდიების ხელმძღვანელების, ამდენი წელი მშობლებს რომ ატყუებენ და გადასახადს ბედნიერად ხარჯავენ. ჩემი აზრით, ეს ბოროტებაა! ხარისხი მირჩევნია რაოდენობას, ესაა ჩემი კომენტარი".
მაიას სტატუსს რამდენიმე ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის იყო ცნობილი გიტარისტი ხვიჩა მაღლაკელიძე: "მშობლების ბრალია, ადევნებული არიან ამ ცნობილ სახელებს, ჰგონიათ თავად უსხედან ბავშვებს. ამიტომაა, წლებია არ ვხსნი სტუდიას. ჩემი სახელი დავარქვა და სხვა პედაგოგს როგორ ვანდო მოსწავლე? ისევ სახლში ჩემთან ინდივიდუალურად, ჩაისთან და დაჭრილ გათლილ ვაშლთან ერთად მირჩევნია.ცოტა იყოს და ნაღდი”.
რამდენიმე მშობლის კომენტარები კი ასეთი იყო:
”მე ვიცი მშობლები, რომლებსაც ათასობით დაუხარჯიათ სტუდიაში, თუმცა იციან, რომ ბავშვს სმენა არ აქვს... იქნებ იმღეროს მომავალში - იმის იმედით”.
”ისე, ხშირად მშობლებს უფრო უნდათ...”
”როგორ გინდა აუხსნა ეგეთს, რომ შვილს სმენა არ აქვს და ნუ შეტენის ძალით მუსიკაზე...”