რატომ უნდა იცოდეს ბავშვმა ბევრი ლექსი და როგორ დავამახსოვრებინოთ ლექსი ადვილად
რატომ უნდა იცოდეს ბავშვმა ბევრი ლექსი და როგორ დავამახსოვრებინოთ ლექსი ადვილად
რატომ უნდა ვასწავლოთ პატარებს ლექსები? ლექსები ბავშვებს ფანტაზიას უვითარებენ, მათი ზეპირად წარმოთქმა კი თავდაჯერებულობას მატებს ბავშვებს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბავშვის ემოციურ მდგომარეობასა და მეხსიერებას შორის მჭიდრო კავშირია. ამიტომ ბავშვის გონებას დიდ სამსახურს გაუწევთ, თუ ახალ-ახალ ლექსებს შეასწავლით და ამით მეხსიერებასაც გაუვარჯიშებთ.
გარდა ამისა, ლექსების თქმა ბავშვს თავის წარმოჩენასაც ასწავლის - ამ უნარის გარეშე ხომ ჩვენს საუკუნეში წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
არსებობს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა დაამახსოვრებინოთ ბავშვს ლექსი ადვილად
• თქვენ თვითონ ხმამაღლა კითხულობთ ტექსტს რამდენჯერმე;
• შემდეგ ბავშვი კითხულობს გამოთქმით;
• აუცილებლად ეძებთ ტექსტში უცხო
სიტყვებს და უხსნით მათ მნიშვნელობას;
• ბავშვი კიდევ ერთხელ კითხულობს ლექსს - ნელა და აზრიანად;
• აჩვენეთ ლექსის ავტორის პორტრეტი და მოუყევით რაიმე საინტერესო მისი ბიოგრაფიიდან;
• ყურაღება მიაქციეთ ილუსტრაციებს და კიდევ ერთხელ ხმამაღლა წაიკითხეთ ლექსი;
mshoblebi
ილუსტრაციებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. ის უადვილებს ტექსტის აღქმასა და დამახსოვრებას. თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ლექსი და ის წიგნი, სადანაც ლექსს ვუკითხავთ პატარას, მისთვის საინტერესო და მიმზიდველი იყოს.
ერთ-ერთი ბოლო ლექსების კრებული პატარებისთვის პოეტ ნათია ჯანაშიასა და მხატვარ ნანა მელქაძის ერთობლივი ნამუშევარია.
„ენოტის რემონტი“ ახლახან გამოჩნდა წიგნის მაღაზიების თაროებზე და 40-ზე მეტ ლექსს მოიცავს. ბალიშა ყდა და მკვრივი, მუყას ფურცლები პატარა ასაკის ბავშვისთვის ნამდვილად შესაფერისი ფორმატია. ამას ემატება ულამაზესი, დატვირთული ილუსტრაციები, რომელიც ბავშვის ფანტაზიას კიდევ მეტად შეასხამენ ფრთებს.
mshoblebi
ფოსტალიონი კუ, მეეზოვე მურია, დურგალი აქლემი და ბიზნესმენი ტურა მართლა შეაყვარებენ თავს ბავშვებს თავიანთი მხიარული ისტორიებით.
mshoblebi
სამწუხაროდ, თანამედროვე ბავშვებს ხშირად აღარ ასწავლიან ლექსებს. იშვიათად შეხვდებით მოსწავლეს, რომელმაც ბევრი ლექსი იცის. უმეტესობა ბაღის ასაკში „ასრულებს“ ლექსებთან ურთიერთობას.
არადა, მშობლებს და პედაგოგებს უნდა ახსოვდეთ, რომ ლექსი ბავშვს ადრეულ ასაკშივე უფართოებს თვალსაწიერს და მისი განვითარების უძველესი და კარგად აპრობირებული მეთოდია.


რა წავუკითხოთ ბავშვებს და როგორ შევაყვაროთ კითხვა - ცნობილი მწერლის რჩევები
16001
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
0
წიგნი 48 გვერდიანია და 40-ზე მეტი საბავშვო ლექსი შედის. :)
21:24 / 30-01-2018
0
3 მუყას ფურცლები?
17:18 / 19-01-2018
მსგავსი სიახლეები