საიდან ამდენი ძალადობა სკოლებში? აი, აქედან!
საიდან ამდენი ძალადობა სკოლებში? აი, აქედან!
მეგი კავთუაშვილი თავის ბლოგში ამჯერად კიდევ ერთ აქტუალურ თემას, სკოლებში ძალადობას ეხმიანება:

"გორში 14 წლის ბიჭმა თანაკლასელი გოგონა გააუპატიურა.
ასე ამბობენ სკოლაში, თუმცა თბილისში ჩატარებული ექსპერტიზის დაკვნა თვალით არავის უნახავს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე გოგონას ოჯახი სავარაუდო მოძალადეს უჩივის, მაგრამ ბიჭის ასაკის გამო, კანონი მის მიმართ ლოიალურია. შედეგად, „მოძალადეც“ და „მსხვერპლიც“ ისევ ერთად დადიან სკოლაში, ისევ ერთად სხედან გაკვეთილზე. სკოლას უფლება არ აქვს მოზარდებს გაკვეთილებზე დასწრება აუკრძალოს. თუმცა დირექციას არც რეკომენდაცია გაუცია შინ სწავლის მეთოდზე გადაიყვანონ ბავშვები.

სკოლის დირექტორს პირადად
ვესაუბრე და მომხდარი არ უარუყვია, თუმცა ამბობს, რომ შემთხვევა საგაკვეთილო საათებში არ მომხდარა და საქმის დეტალებს არ იცნობს. კითხვაზე, მუშაობენ თუ არა 14 წლის მოზარდებთან ფსიქოლოგები, დირექტორი მპასუხობს, რომ ფსიქოლოგი არ ჰყავთ და ტელეფონს თიშავს.

მთელი სოფელი შეძრულია მომხდარით, ოჯახები ერთმანეთს გადაემტერნენ. სკოლა კი სადაც ამბის მთავარი გმირი 14 წლის გოგო და 14 წლის ბიჭი ყოველდღე სავალდებულოდ დადიან, სახიფათოდ დუმს. დირექტორმა ამ თემაზე საუბარი ყველას აუკრძალა. მათ შორის, შეძრწუნებულ მასწავლებლებსაც, რომლებისთვისაც რეკომენდაციები არავის მიუცია, როგორ მოიქცნენ ამ ვითარებაში. რა უპასუხონ მერხებიდან მომზირალ ათობით დაბნეულ თვალს.

გაჩუმდითო, თქვა დირექტორმა და გაისუსა სკოლა. მოზარდებს კითხვები
აქვთ, მაგრამ თემა ტაბუდადებულია. უფროსები მზად არ არიან სასაუბროდ. ყველა მასწავლებელს საგანგებოდ აეკრძალა მოსწავლეებთან და მშობლებთან ზოგადი საუბრები ძალადობაზე. დირექტორს ფსიქოლოგების ხსენებაც არ უნდა და მიზეზად გამოძიების მიმდინარეობას ასახელებს… განაგრძეთ კითხვა
410
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?