როგორ ხდება სკოლებში ბულინგის ფაქტის აღრიცხვა და რა ნაბიჯები იდგმება ფაქტის გამოვლენის შემდეგ?
ბულინგის თემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის გამოვლენის ფაქტებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით. შესაბამისად, უამრავ ადამიანს უჩნდება კითხვა, თუ როგორ შეიძლება დაიცვას ბავშვი ჩაგვრისგან და მასზე განხორციელებული ძალადობისგან, ვის მიმართოს დახმარებისთვის და საერთოდ ღირს თუ არა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი.
გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რამდენად მწვავედ დგას ბულინგის პრობლემა სკოლებში, მნიშვნელოვანი იქნება იმის გაგება, რა ქმედით ნაბიჯებს დგამს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არსებული პრობლემის დასაძლევად.
mshoblebi.ge-ს კითხვებს პასუხობს მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი შორენა ზედგინიძე.
- ჩვენი, როგორც მანდატურის სამსახურის მთავარი ამოცანაა, თუ იქნება ბავშვზე ძალადობის რაიმე შემთხვევა დაფქისირებული, ეს იქნება მოსწავლეებს შორის ძალადობის ფაქტები თუ მასწავლებლების მხრიდან ბავშვების მიმართ ძალადობა, პირველადი იდენტიფიკაციის შემდეგ, მოახდინოს მანდატურმა რეაგირება და მიიღოს შესაბამისი ზომები. რას ვგულისხმობთ შესაბამისისი ზომების მიღებაში - პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ივსება გადამისამართების ფორმა და იგზავნება სოციალური მომსახურების სააგენტოში. ეს არის ერთი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვმუშაობთ. თუკი არის ბავშვზე ძალადობის შემთხვევა, ჩვენ აუცილებლად ვატყობინებთ სოციალური მომსახურების სააგენტოს. არის ასევე მეორე ფორმაც - შიდა რეფერირების საშუალებით, ვამისამართებთ ბავშვს ჩვენს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში, რა თქმა უნდა, სკოლის დირექციასთან და მასწავლებელთან, დამრიგებელთან და მშობელთან შეთანხმებით.
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციტივით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ბაზაზე ფსიქოლოგიური ცენტრი ამოქმედდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების 7 ცენტრი (თბილის- ალექსიძის ქ.#1, ბათუმი- პუშკინის ქ.#15, გორი-მშვიდობის ქ.#2, თელავი - ნადიკვარის ქ.#23, ფოთი-26 მაისის ქ. #7, ქუთაისი - რუსთაველის ქ.# 1 (მერიასთან), რუსთავი - ბალანჩივაძის ქ. #8). ისინი ფსიქოლოგების, ბავშვთა ფსიქიატრებისა და სოციალური მუშაკებისაგან არის დაკომპლექტებული და კვალიფიციურ ფსიქო-სოციალურ მომსახურებას უწევს ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე 6-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებსა და მათი ოჯახის წევრებს. ცენტრში ხვდებიან სკოლიდან გადმომისამართებული ბავშვები, თუმცა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იმატა თვითდინებამ და თვითონ მოგვმართავენ მშობლები და მოჰყავთ ბავშვები. ეს მომსახურება არის სრულიად უფასო. ადრე მშობლები თავს იკავებდნენ, შვილის ფსიქოლოგთან მიყვანისგან, ჩვენი მონაცემების მიხედვით, ორი წელია იმატა მომართვიანობამ. რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მშობლებმა გაიგეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისარგებლონ ცენტრის მომსახურებით.
- დიდ ქალაქებშია ნამდვილად ცენტრები, თუმცა ვცდილობთ, რომ სოფლებშიც ისარგებლონ ჩვენი მომსახურებით. მაგალითად, ქუთაისში თუ არის ცენტრი, მის გარშემო არსებულ იმერეთის სოფლებს ვცდილობთ გავუწიოთ მომსახურება. თუკი ვერ ხერხდება სკოლიდან შესაბამისი მომართვა, ან მშობელი გვთხოვს დახმარებას, გვაქვს იმის რესურსი, რომ მივიდეთ უშუალოდ სკოლაში, მოვახდინოთ ფაქტის აღრიცხვა და შეფასება, დაველაპარაკოთ მშობელს, ვნახოთ თვითონ ბენეფიციარი და უკვე ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რა მიმართულება მივცეთ ბულინგის მსხვერპლს, ვატაროთ ცენტრში. მოკლედ, პირველად შეფასებას ვაკეთებთ და მერე უკვე ვგეგმავთ სამუშაო პროცესს ბავშვთან,როგორ უნდა წავრმართოთ. მარტო ბავშვზეც არ არის აქ საუბარი. როგორც გამოცდილებიდან ვნახეთ და ვიცით, ფსიქოლოგების მარტო ბავშთან მუშაობა შედეგს ვერ მოგვცემს, აუცილებლად უნდა იყვნენ ამ პროცესში მშობლები ჩართულები.
- ფსიქოლოგი მუშაობს მშობლებთან, მშობლების ჯგუფთან და ვასწავლით მათ სიტუაციის მართვას, იმისათვის, რომ სწორად მიიღონ გადაწყვეტილება, სწორად აღიქვან მათი შვილის ქცევა. თუ დაუშვათ მშობელი ხელს აფარებს შვილს და ამბობს, რომ მისი შვილი არ დააშავებდა და ასეთი სახის ქცევას არ ანიჭებს სათანადო მნიშვნელობას, ასეთ დროს უნდა გავაგებინოთ, რომ მის შვილსაც სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება. ბულერთანაც და ბულინგის მსხვერპლთან, ორივესთან უნდა იმუშაოს ფსიქოლოგმა. სხვანაირად სასურველი შედეგი ვერ დადგება. ამიტომ სკოლებში მიდიან ფსიქოლოგები და რეკომანდაციებს აძლევენ პედაგოგებს, მშობლებს, რათა იცოდნენ, როგორ მართონ ბავშვები.
- ჩვენთან ცენტრში ვერ ვიხსენებ ასეთ ფაქტს, თუმცა სკოლებში ასეთი ფაქტები ფიქსირდება და შესაბამისი რეაგირებაც ხდება. უბრალოდ ჩვენს კონპეტენციას სცილდება იმიტომ, რომ ჩვენი უფლებამოსილება არ არის სკოლის პედაგოგს ოქმი შევუდგინოთ. თუმცა ფაქტს აუცილებლად ვაფიქსირებთ. თუ ასეთი ფატქი ფიქსირდება, ჩვენი პირველადი ამოცანაა, სკოლის დირექტორს ვაცნობოთ ამის შესახებ. შემდეგ კი, ეს ინფორმაცია უცილებლად მიეწოდება განათლების სამინისტროს, რომ მათი მხრიდანაც მოხდეს რაეგირება.
- იშვიათად ამბობენ, თუმცა მანდატურებს აქვთ გავლილი ისეთი ტრენინგი, რომ მიხვდნენ, როდის არის ბავშვი მშობლის ძალადობის მსხვერპლი და ამოიცნონ ძალადობის ნიშნები.
- თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში ვლინდება. თუმცა უფრო მეტად მაინც გარადატეხის ასაკში მყოფ ბავშვებში გვხდება ეს ფაქტები. უფრო მე-5 კლასიდან მე-9, მე-10 კლასებში. ძირითადად იმ ასაკის ბავშვებში ხდება, როცა თავის დამკვიდრებას ცდილობენ, პროტესტის გრძნობა უჩნდებათ. ზუსტად ამ ასაკის ბავშვების მშობლებთან გვაქვს უმეტესად სარეკომენდაციო ხასიათის შეხვედრები.
- მუშაობის პროცესში რა თქმა უნდა ხდება დაკვალიფიცირება. პირველად ხდება კონსულტაცია და შემდეგ გადაწყვეტს უკვე ფსიქოლოგი რა მიმართულებით იმუშაოს ბავშვთან. აქ უკვე განსაზღრულია რა ტიპის ბულინგთან აქვს საქმე. ასევე ფსიქოლოგი განსაზღვრავს საჭიროებისამებრ, რა დრო უნდა დაეთმოს ბავშთან მუშაობას.
- ძირითადად ჰქონდათ ასეთი შეხედულებაც. თუმცა ჩვენ გვაქვს ახლა პროექტი დაწყებული - "ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობა და პრევენცია". ეს ტრენინგი ტარდება მასწავლებლებისთვის და მასზე დასწრება სავალდებულოა. პირველ ეტაპზე რამდენიმე სკოლაში გადავამზადეთ მასწავლებლები საპილოტედ და ახლა უკვე ინტესიურად დაიწყება ამ ტრენინგების ჩატარება ყველა სკოლაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სკოლებისთვის შევქმენით უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო, რომელშიც საფრთხეები დაყოფილია დონეებად, და მათ შორის არის ერთ-ერთო საფრთხის დონედ განსაზღვრული ბულინგი. ეს წიგნი არის მასწავლებლებისთვის და სკოლის დირექციისთვის. ამ სახელმძღვანელოს დახმარებით ეცოდინებათ, საფრთხის შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედონ და ვის შეატყობინონ ამის შესახებ. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ 458 სკოლაში ვართ 1300 მანდატურით წარმოდგენილი. შესაბამისად, სკოლებში სადაც არ ვართ, გვინდა, რომ ეს სახელმძღვანელო შევიტანოთ.
- რა თქმა უნდა, როცა ვიწყებთ მუშაობას ბავშვთან, რომელიც ჩვენი მომსახურებით სარგებლობს, აუცილებლად მივყვებით ბოლომდე. როგორც კი დასრულდება მასთან მუშაობა, ფსქიოლოგის გადაწყვეტილებით, მერე ხდება მონიტორინგი. ამის შესახებ სკოლის მანდატურს ვაცნობებთ, რომ დააკვირდეს, როგორ გრძობს ბავშვი სკოლაში ხომ არ ექნება ისევ პრობლემები.
- თუ მე ვსაუბრობ სტატისტიკაზე და ბულინგის ფაქტების რაოდენობაზე, უნდა ვისაუბრო მხოლოდ იმ 458 სკოლიდან, რომელშიც მანდატურის სამსახური მუშაობს. გამომდინარე იქიდან, რომ 458 სკოლიდან, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ნახევარი თბილისშია და ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მეტი ფაქტები თბილისში ვლინდება. ამიტომ გაგვიჭირდება იმის თქმა გამოკვეთილად, სად უფრო მეტი ბულინგის შემთხვევები ფიქსირდება, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ხშირად ბულინგის მსხვერპლი არც ამბობს საკუთარი პრობლემის შესახებ.
2013 წელს ჩამოყალიბდა ფსიქოლოგირი მომსახურების ცენტრი და იმავე წელს თუ იყო, ვთქვათ, 1000 ბენეფიციარი, 2015-ში შეიძლება გვყოლოდა 3000 და ეს მატება ვიღაცისთვის ნიშნავს, რომ ბულინგის ფაქტები გაიზარდა, სინამდვილეში ბულინგის ფაქტები კი არ გაიზარდა, ცნობადობა გაიზარდა ცენტრის მიმართ. შეიძლება წინა წლებში უფრო მეტი ფაქტი ვლინდებოდა, მაგრამ მომართვიანობა იყო უფრო ნაკლები. უფრო მეტად კი არ ხდება ძალადობა სკოლებში, უბრალოდ მანამ არ იყო ასეთი ცენტრი და ფაქტების შესახებ ნაკლებად იყო ცნობილი. თუ ვამბობთ, რომ ბოლო ორი წელია მომართვიანობა გაიზარდა ცენტრებში, ამას ვერ აიღებ იმის საზომად, რომ სკოლებში გაზრდილია ძალადობის ფაქტები.
- თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის გამოცდილებას ვითვალისწინებთ ამ კუთხით. ჩვენ ასევე მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ამერიკის მანდატურთა ასოციაციასთან. 2012 წლიდან ყოველწლიურად ჩამოდიან წელიწადში ერთხელ ამერიკელი ინსტრუქტორები და ვამზადებთ მანდატურებს მათთან. ერთკვირიანი ინტენსიური კურსი აქვთ და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, მათ შორის ბულინგის თემაზეც. ასე რომ, ძირითადად ჩვენ ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებული შტატების მანდატურთა ეროვნულ ასოციაციასთან და, რა თქმა უნდა, ვიღებთ მაგალითს სხვა განვითარებული ქყვენების გამოცდილებიდანაც.
- კონტროლს ყველა ერიდება. კონტროლი არავის არ უყვარს. საქართველოში განსაკუთრებით, 2012 წლიდან ცვლილებები შევიდა მანდატურის სამსახურის დებულებაში და მანდატურს ჩამოერთვა უფლებამოსილება გააკონტროლოს საგაკვეთილო პროცესი და მათ შორის მასწავლებელიც. შესაბამისად, ჩვენ უფლებამოსილებაში არ შედის, რომ მანდატურმა გააკონტროლოს მასწავლებელი ან მითითებები მისცეს საგაკვეთილო პროცესის ჩატარების, რაღაც ნორმები დაუწესოს მას. თუ რაღაც განსაკუთრებული ფაქტი არ მოხდა, არ ვერევით მათ საქმიანობაში. ჩვენი ძირათადი მიზანია თანამშრომლობა მასწავლებელთან და სკოლის დირექციასთან. რაც შეეხება თვითონ კონტროლს, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები გაჟღერდა და იცვლება რამდენიმე პუნქტი, რაც ითვალისწინებს დაქვემდებარების საკითხს, რას ნიშნავს დაქვემდებარება, აქამდე მანდატური ექვემდებარეობდა მანდატურის სამსახურს ასევე სკოლის დირექციას, ახლა ცალსახად მეტი უფლება მიენიჭა მანდატურის სამსახურს და მანდატური დაექვემდებარება მხოლოდ მანდატურის სამსახურს. ეს ნიშნავს, რომ სკოლის გვერდის ავლით ექნება სრულიად ინფორმაცია იმის შეასხებ, თუ რა ხდება სკოლაში უსაფრტხოების კუთხით.
- მე როგორც მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი კია არა, როგორც დედა ვურჩევდი მშობელს, თუკი ბავშვს რაიმე ნიშნები აქვს ძალადობის, ეს იქნება ფიზიკური თუ მორალური, ხმა აიმაღლოს აუცილებლად. ეს არ ნიშნავს ვინმეს დაბეზღებას თუ კი იტყვი, რომ ასეთი ფაქტი ხდება. ასევე ვეტყვი მათ, რომ დახმარების აღმოსაჩენად არსებობს ფსიქოლოგიური მომსახურების ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება მათ და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ 0800000088 ნომერზე.
რუსკა კილასონია