"ამის გამო აბიტურიენტი გაუფრთხილებლად მოიხსნება გამოცდიდან" - მაია მიმინოშვილი გამოცდების წინ აბიტურიენტებს მიმართავს
"ამის გამო აბიტურიენტი გაუფრთხილებლად მოიხსნება გამოცდიდან" - მაია მიმინოშვილი გამოცდების წინ აბიტურიენტებს მიმართავს
შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის წინ, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მი­მარ­თავს.

„პირ­ველ რიგ­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ვურ­ჩევ­დი, რომ ნუ ინერ­ვი­უ­ლე­ბენ, ეს ხელს უშ­ლით მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ავ­ლი­ნონ თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი; მაქ­სი­მა­ლუ­რად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი დავ­ხვდე­ბით. უმორ­ჩი­ლე­სად ვთხოვ ყვე­ლას, ამ დარ­ჩე­ნილ რამ­დე­ნი­მე დღე­ში არა­ერ­თხელ შე­ვიდ­ნენ სა­კუ­თარ გვერ­დზე და შე­ა­მოწ­მონ, რო­მელ სა­ათ­ზე და რო­მელ სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში უნდა მი­ვიდ­ნენ. დაგ­ვი­ა­ნე­ბა უმ­ტკივ­ნე­უ­ლე­სია ჩვენ­თვი­საც და მათ­თვი­საც. ზედ­მეტ ნივ­თებს ნუ მო­ი­ტა­ნენ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­კაც­რე იქ­ნე­ბა ტე­ლე­ფო­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. აბი­ტუ­რი­ენტს თუ ტე­ლე­ფო­ნი
აღ­მო­აჩ­ნდა, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად, გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე, იხ­სნე­ბა სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი­დან და რაც მთა­ვა­რია, მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა წარ­მო­ა­ჩი­ნონ“, - მი­მარ­თავს მი­მი­ნოშ­ვი­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი 2 ივ­ლი­სი­დან იწყე­ბა.
1966
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
.
0
ტელეფონი ქონდეთ გამორთული. რა სისულელეა რაა. ევროპის რომელ საგამოცდოზე რიცხავენ ტელეფონის შეტანის გამო კარგით რაა
12:28 / 01-07-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```