ვინ არიან და როგორ განმარტავენ ლექსის "ორი ღორის" ავტორები მათ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და როგორ მოხვდა ეს ლექსი სახელმძღვანელოში?
 ვინ არიან და როგორ განმარტავენ ლექსის "ორი ღორის" ავტორები მათ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და როგორ მოხვდა ეს ლექსი სახელმძღვანელოში?
რამდენიმე დღეა, არ წყდება კამათი პირველკლასელებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში შეტანილ ლექსზე. მრავალსტროფიანი ლექსი "ორი ღორი" საყოველთაო განხილვის საგანი გახდა. უამრავი ადამიანი აღშფოთებულია, რატომ უნდა ასწავლონ ბავშვებს, "ასეთი პრიმიტიული" ლექსი, თანაც "დედალ-მამალ ღორზე". იხილეთ ლექსი

გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ლექსის შინაარსის მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება თვალშისაცემი გახდა, გადავწყვიტეთ, თავად ავტორების აზრი მოგვესმინა და ქალბატონ ლელა ქისტაურს დავუკავშირდით, რომელიც არის სახელმძღვანელოს ავტორთა ჯგუფის წევრიც. ლექსის თანაავტორია ასევე პაატა პაპავა.

- რა გითხრათ? ეს ერთ-ერთი
რიგითი სასწავლო ტექსტია. მას არც რაიმე განსაკუთრებული კონცეპტუალური დატვირთვა აქვს ამ სახელმძღვანელოში. ტექსტი თავდაპირველად დავწერეთ ე.წ. picture book-ისთვის (დიდფორმატიანი სურათებიანი წიგნი), სადაც ძირითადი ამბავი ნახატებითაა გადმოცემული და ახლავს სახალისო, გამეორების ქარგაზე აგებული ტექსტი. მან დეკოდირებაში უნდა გაწაფოს დამწყები მკითხველი. სწორედ ამიტომ, მასში სიუჟეტიც მარტივია, მიზანმიმართულად ძალიან ხშირად მეორდება სიტყვები, ფრაზები. რაიმე მაღალმხატვრულობაზე ტექსტს, ცხადია, არანაირი პრეტენზია არ აქვს. ის საუკეთესოდ ასრულებს თავის ძირითად მეთოდოლოგიურ დანიშნულებას - ბავშვებმა ზედმეტი სტრესის გარეშე, სახალისო გზით ისწავლონ კითხვა.
გარდა ამისა, ის იძლევა მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების გავარჯიშების საშუალებას, ანგრევს სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ცხოველის მიმართ და ა. შ. მან თანამშრომლობასა თუ ერთმანეთზე ზრუნვის სიკეთეზე უნდა დააფიქროს მოსწავლე (შემთხვევით არაა
შეტანილი თავში - "სოფელი ასე შენდება". ასე შენდება ქვეყანა: ოჯახიდან იწყება სახელმწიფოს მშენებლობა პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილებით, ერთმანეთზე ზრუნვით...). ამიტომ ვფიქრობთ, რომ ლექსის წაკითხვისას ღირებულებებში პრობლემა არ უნდა იყოს. სტერეოტიპულ, გახევებულ, ჩაკირულ-ჩაცემენტებულ რწმენა-წარმოდგენებსა და არაკრიტიკულ აზროვნებაში უფრო ვხედავთ პრობლემებს.

ხაზგასმა ხდებოდა ტექსტის ზომაზეც. დაინტერესებულ ადამიანს თავად შეუძლია ნახოს, რომ ეს ტექსტი გადანაწილებულია რამდენიმე გაკვეთილზე და ერთობლივად არ მიეწოდებათ მოსწავლეებს, ცხადია, არც არავინ მის დაზეპირებას სთხოვს ბავშვებს.
mshoblebi

- როგორ მოხვდა ლექსი გამომცემლობის სახელმძღვანელოში?


- თავის დროზე ლექსის ტექსტი დაიწერა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ G-PriEd--ის ფარგლებში. ამ პროექტს USAID საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად ახორციელებდა საქართველოს 600-მდე სკოლაში. საბოლოოდ, G-PriEd--მა მასალები საჩუქრად გადასცა სამინისტროს და ყველა ავტორს შეეძლო მათი გამოყენება წიგნებში. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ამ ლექსის შეტანა სასწავლო სახელმძღვანელოში.


- ლექსის ავტორები ელოდით ასეთ გამოხმაურებას, თქვენი აზრით, რას ემსახურება ატეხილი აჟიოტაჟი?

- სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. ის რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. კონკურსზე განაცხადის წარდგენის შემდეგ წიგნს ასწორებდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტისგან შემდგარი კომისია (სულ 200-მდე ექსპერტი თუ რეცენზენტი იყო ჩართული ამ საქმეში). შესწორების პროცესში ჩვენთვის არავის, არცერთ ექსპერტს არ მიუთითებია ამ ლექსზე. სახელმძღვანელოს ავტორებმა სრულად გავითვალისწინეთ ის შენიშვნები თუ რეკომენდაციები, რაც ექსპერტებს ჰქონდათ, მათ შორის იყო ისეთებიც, რომლებსაც მაინცდამაინც არ ვეთანხმებოდით. საბოლოოდ, წიგნი მთლიანად მოვარგეთ დაახლოებით 80-კრიტერიუმიან შეფასების სქემას. შესაბამისად, ის მაღალი ქულებით შეფასდა. რაიმე რომ ეთქვათ ამ ტექსტზე, ალბათ გავითვალისწინებდით კიდეც კონკურსის პირობებიდან გამომდინარე. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ყველა ტექსტი თუ სავარჯიშო, რაც სახელმძღვანელოშია შეტანილი, არაერთგზის არის მოსინჯული სხვადასხვა საკლასო ოთხში. თუ დააკვირდით, მასწავლებლები წერდნენ საკუთარ საინტერესო გამოცდილებაზე, როგორ იყენებენ ან გამოიყენებდნენ მომავალში ამ სასწავლო რესურსს. ტექსტის სახელმძღვანელოში მოხვედრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, რაც სამინისტრომ 3 აგვისტოს ჩვენს წიგნს, რომელშიც ეს ტექსტია შესული, მოხსნა ორი დღის წინ მინიჭებული გრიფი (დაინტერესების შემთხვევაში გაეცანით სამინისტროს #56-ე და #61-ე ბრძანებებს) და მიზეზად გია მურღულიას საკმაოდ არაკომპეტენტური დასკვნა წარმოგვიდგინა. (დასკვნის საპასუხო ღია წერილი) . აღნიშნული დასკვნის საპასუხოდ, მე დავწერე ღია წერილი შემფასებლის სახელზე, რასაც მისი მხრიდან მოჰყვა ამ ლექსის ქვეყნის სამსჯავროზე გამოტანა მანიპულატორული, მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლის ემოციების აგორებაზე ორიენტირებული პოსტით. საბოლოოდ კი კიბერბულინგის კლასიკურ მაგალითამდე მივედით.

- სახელმძღვანელოს გრიფი მოეხსნენა, რა ბედი ეწევა მას?

- ვერ გეტყვით. გრიფირების პროცესში ძალიან ბევრი ხარვეზი რომ იყო, ახლა უკვე თავად უწყება აღიარებს აუდიტის სამსახურის საქმეში ჩაბმით. იმედია, საბოლოოდ გაირკვევა არსებული გაუგებრობა და ეს მაგალითიც სამომავლოდ გასათვალისწინებელ შემთხვევად დარჩება ბევრისთვის. ჩვენ დახმარებისთვის მივმართეთ USAID-ისა და ევროკავშირის (EU) ოფისებსაც. ვნახოთ. ავტორებს იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რამდენიმეთვიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგი მივა მთავარ ადრესატთან - ბავშვებთან. მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ახალი, სახალისო, მათ ინტერესზე მორგებული, ავთენტური ტექსტებით შედგენილი, მრავალფეროვანი სავარჯიშოებით შევსებული სახელმძღვანელოები.

რუსკა კილასონია

გარდა ამისა, ის იძლევა მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების გავარჯიშების საშუალებას, ანგრევს სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ცხოველის მიმართ და . . მან თანამშრომლობასა თუ ერთმანეთზე ზრუნვის სიკეთეზე უნდა დააფიქროს მოსწავლე (შემთხვევით არაა შეტანილი თავში - სოფელი ასე შენდება“. ასე შენდება ქვეყანა: ოჯახიდან იწყება სახელმწიფოს მშენებლობა პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილებით, ერთმანეთზე ზრუნვით...). ამიტომ ვფიქრობთ, რომ ლექსის წაკითხვისას ღირებულებებში პრობლემა არ უნდა იყოს. სტერეოტიპულ, გახევებულ, ჩაკირულ-ჩაცემენტებულ რწმენა-წარმოდგენებსა და არაკრიტიკულ აზროვნებაში უფრო ვხედავთ პრობლემებს.

ხაზგასმა ხდებოდა ტექსტის ზომაზეც. დაინტერესებულ ადამიანს თავად შეუძლია ნახოს, რომ ეს ტექსტი გადანაწილებულია რამდენიმე გაკვეთილზე და ერთობლივად არ მიეწოდებათ მოსწავლეებს, ცხადია, არც არავინ მის დაზეპირებას სთხოვს ბავშვებს.

13843
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (20)
nnnnn
0
ვაიმე , რა მიამიტი სახეები აქვთ ორივეს.
16:14 / 31-08-2018
რუსა
9
მე ძალიან ეფექტიანად ვიყენებ კონკრეტულად ამ რესურსს, მე მგონი ბავშვებს კი არა უფროსებს გვაქვს მოსმენის, გაგების და გააზრების პრობლემა.მადლობა იმ რესურსებისათვის, რომლებიც ჯიპრაიდის პროგრამის ფარგლებში დარიგდა სკოლებში.
18:23 / 24-08-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```