"დაფასთან მდგომ ბავშვს სკოჩავდნენ და საოცრებებს ასწავლიდნენ..." - რა მოხდა მანავის საზაფხულო ბანაკში
"დაფასთან მდგომ ბავშვს სკოჩავდნენ და საოცრებებს ასწავლიდნენ..." - რა მოხდა მანავის საზაფხულო ბანაკში
რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა ბადრი დავითურის განცხადება, რომელმაც ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას აცნობა საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავის სამხედრო ბაზაზე არსებულ სპორტულ შემეცნებით საზაფხულო ბანაკში მომხდარი ფაქტის შესახებ.

როგორც მშობელი განმარტავს, აღნიშნულ ბანაკში ბავშვებს უტარდებოდათ "ლექციის მაგვარი გაკვეთილები", რომელიც მიდრეკილი იყო გარყვნილებისკენ. მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამ შემთხვევით დავინტერესდით, გახდა განცხადებაზე თანდართული ფოტო, სადაც სკოტჩებით პირაკრული და ხელებშეკრული მოსწავლეები ჩანან. ბავშვის მიმართ ასეთი მიდგომა, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. ამიტომ ვეცადეთ, გაგვერკვია,
სინამდვილეში რა მოხდა და რა დგას ბავშვების მიმართ ამ უცნაური მოპყრობის მიღმა. 

გთავაზობთ ამონარიდებს წერილიდან:

"მოგახსენებთ, რომ დაბა ფასანაურის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ჩემი შვილი სკოლის ხელმძღვანელმა და დუშეთის ე.წ. რესურს ცენტრმა ა/წ 27 ივლისს გააგზავნეს საგარეჯოს რ-ნი სოფ. მანავის სამხედრო ბაზაზე არსებულ სპორტულ შემეცნებით საზაფხულო ბანაკში ერთი კვირით. სადაც მათივე თქმით ბავშვებს ექნებოდათ შესაძლებლობა მიეღოთ განათლება. ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება.
როგორც მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნულ ბანაკში სულიერების ასამაღლებელი ფაქტორები არ გამოვლენილა, პირიქით: ბავშვი ამბობს, რომ უტარდებოდათ ლექციის მაგვარი გაკვეთილები, რომელიც მიდრეკილი იყო მრუშობისკენ, გარყვნილებისკენ და უკუღმართობისკენ.
როდესაც ერთ-ერთი წამოდგა და თქვა: “ეს დაუშვებელიაო”, ლექციის ავტორებმა, ორმა ქალბატონმა მკაცრი
ტონით მიმართა, რომ არასწორად ფიქრობდა და უნდა დამჯდარიყო, ხოლო ჯგუფის ლიდერმა კი უთხრა: არ შეწინააღმდეგებოდა მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაატოვებინებდნენ ბანაკს. ესეთი დაშინება იყო ჩემი შვილის და ალბათ სხვა ბევრი ბავშვის გაჩუმების მიზეზი.
ეს ქალბატონები, რომლებიც ვერ გავარკვიე საიდან იყვნენ, დუშეთის რესურს ცენტრის თანამშრომელმა კითხვაზე, თუ ვინ უკითხავდა ამ ლექციებს ბავშვებს მიპასუხა, რომ: მგონი, გაეროს წარმომადგენლები იყვნენო...

ზემოთ აღნიშნული ქალბატონები ბავშვებს ათამაშებდნენ, კერძოდ: ეკითხებოდნენ ჯგუფს:

1) სიგარეტის მოწევა შეიძლება?

თუ მიიღებდნენ პასუხად არა, არ შეიძლება, დაფასთან გაყვანილ ბავშვს პირზე აკრავდნენ “სკოჩს” და ა.შ...

...ასევე დაფაზე ჩამოწერეს 15 კითხვა. აქედან იმ კითხვებს წარმოგიდგენთ რაც ბავშვმა გაიხსენა.

ვისთან ერთად იმგზავრებდით?

1) გერმანელ რეპერთან.

2) ათეისტთან, რომელიც თავის იდეებს ავრცელებს

3) ფემინისტთან

4) რუს მეძავ ქალთან ერთად

რომელიმე კითხვის არჩევის შემთხვევაში უსვამდნენ უამრავ კითხვას, რას გააკეთებდი? რატომ გინდა მასთან ერთად მგზავრობა? და ა.შ.

...მე როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვფიქრობ ამ ბანაკების ასეთი ფორმით არსებობა სახიფათოა გარდატეხის ასაკში მყოფთათვის. მათ მშობლებთან შეუთანხმებლად ჩაატარეს ასეთი გარყვნილების შემცველი ლექცია, მე ვადასტურებ, რომ დაირღვა ჩემი და ჩემი შვილის უფლებები, რომ გვცოდნოდა ამის შესახებ, ბავშვს არ გავუშვებდი ბანაკში. ჩემი შვილი 14 წლისაა ჯერ და ამ პრეტენზიის წარმოთქმისას სკოლის დირექტორმა ასეთი პასუხი გამცა: “ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავო, მადლობის მაგიერიაო? ეგ ლექცია ერთხელ ჩაუტარდაო და მორჩაო”.

ასეთივე წერილით მივმართე საპატრიარქოსაც და მოგმართავთ თქვენც, რადგან სხვა გზა, სხვა ხსნა არსად ჩანს, ბოდიშის მოხდით მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუშალოთ ჩვენი მომავალი თაობების გარყვნას".


mshoblebi

mshoblebi

mshoblebi.ge აღნიშნული განცხადების ავტორს, ბანაკის სასწავლო პროგრამაში მონაწილე ბავშვის მშობელს ბადრი დავითურს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, ამ დროის განმავლობაში (წერილი 10 აგვისტოს არის დაწერილი) თუ მიიღო რომელიმე ადრესატისგან პასუხი:

- რა რეაგირება მოჰყვა თქვენს განცხადებას?

- კონკრეტული პასუხები ვერ მივიღე. პირიქით, აქეთ შემომიტიეს, ფასანაურის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა და ბანაკის ადმინისტრაციამ, რომ გავჩუმებულიყავი. ის ბავშვებიც დამიპირისპირდნენ და აგრესიულები იყვნენ ჩემ მიმართ, რომლებიც უკვე რამდენჯერმე იყვნენ აღნიშნულ ბანაკში. მოგეხსენებათ, საპატრიარქოსაც მივმართე, 3 სექტემბრიდნ დაიწყებს კანცელარია მუშაობას და ველოდები მათ რეაგირებას.

- ვისი ეგიდით ტარდებოდა სწავლება საზფხულო ბანაკში?

- დუშეთის რესურსცენტრს რომ დავურეკე, არაფრის აზრზე არ იყვნენ. მხოლოდ ის მითხრეს, რომ გაეროს წარმომადგენლებმა ჩაუტარეს გაკვეთილები. ვერ გავიგე, კონკრეტულად ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან უნდა გამოეთხოვათ პროგრამა, რითაც იხელმძღვანელეს ბანაკში, თუმცა არც ის გამოუთხოვიათ ჯერ.


ასევე მივმართეთ ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას, რომლის თავჯდომარის სახელზეც დაწერა მშობელმა განცხადება, იმის გასარკვევად, თუ მოახდინეს რაიმე რეაგირება აღნიშნულ განცხადებაზე.

- მივედით შესაბამის უწყებაში და ეს წერილი გავაცანით. უწყების ოფიციოზმა გასკოჩვის ფაქტი უარყო, თურმე ეს მხოლოდ ცალკეული ბავშვის ფანტაზიის ნაყოფია, დანარჩენი 99.99% თურმე აღფრთოვანებულია ბანაკებით. დებატების ბოლოს შეგვპირდნენ, რომ საკითხს მაინც გამოიძიებდნენ და დაუკავშირდებოდნენ წერილის ავტორს და ბავშვს. უკვე მერამდენე დღეა ველით მათ ზარს უშედეგოდ, - აცხადებენ ბავშვთა უფლებების დამცველ საზოგადოებაში.

რუსკა კილასონია
1892
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
სოსო
0
ეს თუ სიმართლეა და დარწმუნებული ვარ,რომ სიმართლეა,ამაზე დიდი განგაშია ასატეხი და გამოსაძიებელი ყველაფერი,თუმჩა იმაშიც დარწმუნებული ვარ,რომ ხელისუფლება ყველაფერს მიჩქმალავს და ხელს დააფარებს,შემდეგ კი კიდევ უფრო უარესსაც გაგვიკეთებს.
17:13 / 27-09-2018
.
2
ბანაკები იყო საბჭოთა პერიოდში წესრიგიც იყო და სიმხიარულეც ეხლა ვის უნდა ანდო ამდენი კერხო სკოლა დაწესებულება ვის რა აღზრდის კონცეპტი აქვს არ იცი. ამიტომ უნდა იყოს ყველა სასწავლებელი და ასეთი ბანაკები საჯარო მთავრობა უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფო და არა ვიღაც კერძო არასამთავრობო! ყველასათვის სავალდებულო კანონი !აიკრძალოს კერძო სასწავლებლები დაექვემდებაროს მთავრობას კანონი იყოს ყველასთვოს .და უფრო ნათელი გახდება ყველაფერი
13:06 / 09-09-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```