რამდენმა აბიტურიენტმა ვერ ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში?
რამდენმა აბიტურიენტმა ვერ ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში?
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ უნივერსიტეტში ჩასარიცხად ქულები არ ეყოთ, 482-ია.

ამასთან, 39 000-ზე მეტი აპლიკანტიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა ან გამოცდაზე არ გამოცხადდა დაახლოებით 12 000 მათგანი.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ჩარიცხული აბიტურიენტების რაოდენობა წელს 1%-ით გაიზარდა.

ამასთან, მისივე თქმით, უნივერსიტეტებში 14 569 ადგილი ვაკანტური დარჩა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

"ინტერპრესნიუსი"
965
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```