რამდენიმე დღის წინ მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილედ სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ნინო შატბერაშვილი დაინიშნა, სოციალური მუშაკი, საერთაშორისო სოციალური კეთილდღეობის სპეციალისტი. სამაგისტრო ხარისხი აქვს დაცული კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადოქტორო კი - 5 ევროპულ უინივერსიტეტში. გარდა იმისა, რომ ნინო შატბერაშვილს დიდი გამოცდილება აქვს სოციალურ სამსახურში მუშაობის კუთხით, ის ასევე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
- ამ სისტემაში ორი დღეა მოვედი და ჯერ რა შთაბეჭდილებაც მანამდე მქონდა, იმისაგან განსხვავებული უცებ ვერ შემექმნება. ჩემთვის უმთავრესია სკოლაში უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვების პრობლემები არც სკოლის შენობაში იწყება და არც მთავრდება. ამიტომ აუცილებელია იმის გარკვევა, რა ხდება ბავშვების ირგვლივ, როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ. რა ხდება სახლში, თემში, სადაც ბავშვები ცხოვრობენ. მხარდაჭერა სჭირდება ყველას, როგორც ბავშვს, მშობელს, ასევე სკოლის ადმინისტრაციას და თანამშრომლებს. ქმედითი ღონისძიებები უნდა გატარდეს მანამ, სანამ რამე მოხდება. მომხდარზე რეაგირება არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მექანიზმიც უნდა იყოს უდავოდ ეფექტური, მაგრამ მანამ უნდა ვიზრუნოთ ბავშვებზე და იმაზე, თუ როგორი დამნდობი და შეთამაშებულები უნდა იყვნენ თანატოლებთან. ამ ყველაფერს კი სჭირდება ადგილზე ინტენსიურად მუშაობა.
მხოლოდ ის არ კმარა, რომ ბავშვი ჩვენი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში გადმოვამისამართოთ. ოჯახების პრობლემაც არის, მათაც უჭირთ სიტუაციის მართვა, როცა საქმე ბავშვს ეხება, შესაბამისად აბსოლუტურად ყველას ერთობლივი მობილიზებაა საჭირო. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რაღაც პროლემები შენობის, სკოლის კედლებშია ჩაბუდებული და იმის იქით არ უნდა ვეძებოთ მიზეზები. იმ აზრისგანაც შორს ვარ, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ პროლემების აღმოსაფხვრელად. ბავშვებსაც და მშობლებსაც სჭირდებათ ემოციური ინტელექტის განვითარება, რათა მიხვდნენ, რა იწვევს ბავშვში აგრესიულ ქცევას. დამოუკიდებლად მარტო მოაგვარონ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა პრობლემა, ეს ზედმეტი წნეხი იქნება მათთვის. ისე კი, რაც უფრო განსწავლულები იქნებიან და რაც უფრო მეტ გადამზადების კურსს გაივლიან, ეს უფრო მეტად ეფექტურს გახდის მანდატურის სამსახურის საქმიანობას. მე პირადად რომელ სკოლებთანაც მქონია ურთიერთობა, მანდატურებზე საყვედურები არ მსნენია. ძირითადად კარგად თანამშრლომლობენ სკოლის ადმინისტრაციასთან. ცხადია, საერთო სურათს მათი მუშაობისას ვერ შევაფასებ, რადგან არ მაქვს ყველა სკოლაზე ინფორმაცია, თუ როგორ თანამშრომლობს სკოლის ადმინისტრაცია და მანდატურის სამსახური.
- გეთანხმებით და ნამდვილად ამ კუთხით არის სამუშაო ძალიან ბევრი. თუ ბავშვს ინტერესი არ აქვს სასწავლო პროცესის მიმართ და მისი აკადემიური მოსწრების ხარისხი დაბალია, ამის გამომწვევ მიზეზებზეა აქცენტები გასაკეთებელი. ამიტომაც ვამბობ, რომ სკოლებში უნდა შეიქმნას რაღაც ინტეგრირების ველი, ვთქვათ სოციალური მუშაკი ადგილზე მუშაობდეს და შეათამაშოს ეს ბავშვები მათი ინტერესების გათვალისწინებით. მშობლებიც უნდა მიიზიდონ სკოლაში. მათ შვილებთან ერთად უნდა დაგეგმონ, როგორი სკოლა უნდათ. თუ სკოლაშია ბულერი ან თუნდაც უყურადღებო ბავშვი, მათთან სამუშაო მექანიზმები უნდა შეიქმნას.
- ამ ეტაპზე საქართველოს რვა ქალაქში ფუნქციონირებს აღნიშნული ცენტრები, ორში კი იგეგმება გახსნა. ამ სამსახურში მოსვლამდეც მქონდა ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი კარგი სპეციალისტია დასაქმებული. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მეტად უნდა გავაქტიურდეთ. მშობლების ინფორმირებულობაც აუცილებელია. ამ საკითხსაც სჭირდება ხელის შევლება, რომ ყველამ იცოდეს, რა მომსახურებას უწევს ბავშვებსა და მშობლებს მანდატურის ფსიქოლოგიური მომსახურებს ცენტრები. ასევე უნდა ვიმუშაოთ იმაზე, როგორ დავძლიოთ სტიგმები. ბევრს ჰგონია, რომ ბავშვის ფსიქოლოგთან მიყვანა ცუდია და ბავშვს, რომელსაც ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება, ნაკლი აქვს.