- აბსოლუტურად რეაბილიტირებადია უმრავლეს შემთხვევაში. ეს არ არის მედიკამენტური მკურნალობა, ეს არის ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. ასეთ დროს არ გვჭირდება მედიკამენტური მკურნალობა და არც ე.წ. ტვინის გამხსნელები გვჭირდება, ეს ისედაც მითიური ჯგუფია, სურვილი შეიძლება გვაქვს, მაგრამ რეალურად არც არსებობენ "ტვინის გამხსნელი" საშუალებები. არსებობენ გონების სავარჯიშოები.
ტვინს სჭირდება საკვები. პირველი ხუთი წელიწადი ბავშვის ტვინი სტრუქტურულად იზრდება და საშენი მასალა ესაჭიროება. 5 წლის მერე იწყება უკვე არსებული სტრუქტურების განვითარება. ფაქტობრივად, ტვინი განვითარებას არ აჩერებს მთელი ცხოვრების მანძილზე. ცალკეული უნარების ცვეთა ხდება და მათი ჩანაცვლება ახალი უანრებით. საკვები საშენი მასალა ტვინს მუდმივად სჭირდება. სრულფასოვანი კვება, ცილოვანი ცხიმოვანი პროდუქტებით. ომეგა 3-ის მჟავები ეხმარება ტვინს ფუქნციონირების შენარჩუნებაში, მაგრამ ხატოვნად ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის ხარისხიანი აგური ტვინისთვის, მაგრამ ხომ დამეთანხმებით, რომ მარტო აგური არ არის საკმარისი. ტვინს სჭირდება სავარჯიშოები და გონებრივი დატვირთვა.
- ტიკი და ე.წ. წიკი ერთი და იგივე ნამვილად არ არის. ტიკი სამედიცინო ტერმინი და კონკრეტული სამედიცნო მდგომარეობის შემადგენელი ნაწილია. აი, ე.წ. წიკები კი, რომლის გამოვლინებაც სხვადასხვანაირია, შეიძლება იყოს აკვიატებული ჩვევაც, მაგალითად ცხვირში თითის თამაში, თითის წოვა და ა.შ. ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ რიტუალური ტიპის ქცევაზე, რაც ახირებად და აკვიატებად აქვს ადამინს ქცეული, თუნდაც მარჯვენა ფეხით სახლში შესვლა და სხვა. მაგრამ ის მოტორული ტიკები, რომლებიც არის სამედიცინო მდგომარეობა, მიუხედავად სახელების მსგავსებისა, ცოტა სხვა რამეა. ე.წ. წიკები, როგორც წესი არაროგანული ტიპის დაზიანებაა, ეს არის ვიღაცისგან დასწავლილი, მიბაძვითი ან აკვიატებული ქცევა. ე.წ. წიკების გამომუშავება უკავშირდება ზედმეტად მონოტონური სამუშაოს შესრულებას, როდესაც მოწყენილები ვართ და ამ ფორმით ვცდილობთ დრო გავიყვანოთ, ან პრიქით, როდესაც შფოთვასთან დაკავშირებულ აქტივობასთან გვაქვს საქმე. ბანალური თითის წვალება, თითის ცხვირში ტაკება, ფრჩხილების კვნეტა - ეს არის ასაკობრივი შფოთვის გამოხატულება, რომელსაც "ეშველება“ იმით, თუ სხვა მხრივ მოვაწესრიგებთ გარემოს, ვისწავლით მათი ემოციების მართვას, ეს ჩვევები უკან დაიხევენ. ცალსახად ის მიდგომა, რომ ბავშვებს მივცეთ შენიშვნა, მითუმეტეს ხელზე დავარტყათ, ვაიძულოთ რაღაცების გაკეთება, ცუდი არჩევანია. რაც უფრო გავუმახვილებთ ასეთ ჩვევებზე ყურადღებას, მათი სურვილი უფრო მძაფრდება. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები სტიმულებზე რეაგირებენ. ასეთ შემთხვევებში პოზიტიური განმტკიცება გვჭირდება, ცუდი ჩვევის სანაცვლოდ რომ რამეს დაიმსახურებს, ბავშვზე კარგად მოქმედებს. არ არის აუცილებელი ეს საჩუქარი მატერიალური იყოს. მეორე მხრივ ვურჩევთ მშობლებს, რომ უშუალოდ იერიში არ მიიტანონ ბავშვებზე, როგორმე ყურადღება უნდა გადავატანინოთ და ჩავანაცვლოთ სხვა ქცევით. ვთქვათ აიღოს სათამაშო, პლასტილინი. სამწუხაროდ, გარკვეული მდგომარეობების გამო, მშობლები ვერ იცლიან, რომ ამ მამოტივირებელ ქცევებზე იმუშაონ. თუმცა ბავშვი ყველაფერს გრძნობს და აფასებს, თუ ის ავად არის, მის გარშემო ყველა იკრიბება და მობილიზდება, შენიშვნის მისაცემად ყველა იცლის, მაგრამ როცა ის არაფერს აშავებს და თავისთვის თამაშობს, მას ყველა იგნორირებას უკეთებს. ბავშვები ყურადღების მისაქცევად განზრახ არ ავლენენ მავნე ჩვევებს. პატარა დაგეგმილად არ იქცევა ასე, მოზარდები კი შესაძლოა წინასწარი განზრახვით იქცეოდნენ ცუდად, ესეც არ არის გამორიცხული.
ინკლუზიური განათლების პროგრამა და ადაპტირებული ტოლერანტობის განვითარება უნარშეზღუდული თანატოლის მიმართ, ერთ-ერთი გამოწვევაა პედაგოგებისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ არ უნდა დაიჩაგროს ტიპიური განვითარების ბავშვი. ჩვენ მასში ვანვითარებთ ტოლერანტობას, ემპათიას, ზრუნვას თანატოლზე, მაგრამ თუ მეგობარს სკამი გაუსწორა, კოვზი მიაწოდა, ჭამაში დაეხმარა, ამისთვის მანაც უნდა დაიმსახუროს ყურადღება, მანაც უნდა მიიღოს შექება. სხვა შემთხვევაში განცდა აქვს, რომ, მხოლოდ მეორეს ამჩნევენ.
- ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება. გასეგებია, რომ მშობლებს ერთი შეხედვით კეთილი განზრახვა აქვთ, შვილს აარიდონ საფრთხე და ისეთ თანატოლთან მეგობრობა ააუკრძალონ, რომელიც მასზე ცუდ გავლენას მოხადენს, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. ჩვენ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ თავის დაცვა და არა მეგობრების და თანატოლების გარიყვა. თუ თქვენს შვილს თანატოლი აწუხებს, ბავშვმა უნდა უთხრას, რომ მისი ასეთი ქცევა წყინს. ის, რომ ჩვენ შვილებს ავუკრძალოთ თანატოლებთან ურთიერთობა, იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსებს პატარებს ქცევა არ მოგვწონს, არის არასწორი. თან ასეთ მიდგომას ხშირ შემთხვევაში პატარები არ ემორჩილებიან. პრობლემა ბავშვის გარიყვით არ უნდა გადავწყვიტოთ, პირიქით ჩავუღრმავდეთ ამ მიზეზებს და გავიგოთ, რატომ ვერ უგებენ პატარები ერთმანეთს. თუ ჩვენ შვილებს პატარაობიდან ვუკარნახებთ ვინ აირჩიონ მეგობარად, ეს პირველ რიგში მათ დააზარალებთ. ვიღაცისთვის მიუღებელი თანატოლი, შესაძლოა თქვენი შვილისთვის იყოს ძალიან თბილი და მეგობრული ადამიანი.
რუსკა კილასონია
ბავშვების ორი კატეგორია, რომელიც ყველაზე ხშირად ხვდება ნევროლოგთან
რა უშლის ბავშვს სწავლაში ხელს - თამარ გაგოშიძე მშობლებისთვის აქტუალურ პრობლემაზე