მიიღებენ თუ არა სკოლაში ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი პირველ იანვრამდე უსრულდებათ
მიიღებენ თუ არა სკოლაში ბავშვებს, რომლებსაც  6  წელი  პირველ იანვრამდე უსრულდებათ
საკანონმდებლო ორგანოში 402 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია მიიღეს. ინიციატივა ეხება პირველკლასელთა სკოლაში მიღების წესს.

"ვითხოვთ, შევიდეს ცვლილება "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში, კერძოდ, სკოლაში მიიღებოდნენ ის ბავშვები, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. ან/და მიღება იყოს ინდივიდუალური, ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის და მისი შეფასების, გამოცდის/გასაუბრების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც არ უშვებს გამონაკლისს, უამრავი ბავშვის უფლებები იზღუდება,“-აღნიშნულია პეტიციაში.


პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით კი პეტიციის განხილვა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს დაევალა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნულ პეტიციაზე როდის და რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებენ და შევა თუ არა კანონში ცვლილება.

ინფორმაციისთვის, მოქმედი კანონმდებლობით, სკოლაში მიიღებიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთაც 15 სექტემბრამდე უსრულდებათ 6 წელი.
3691
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
2
სექტემბერში დაბადებული ბავშვები მაინც მიიღეთ სულ მინიმუმ
21:02 / 16-04-2019
ნინო
0
19 სექტემბერს ხდება მართუნა 6 წლის.ბავშვი წერს,კითხულობს,ცეკვავს,იცის ევროპის ქვეყნები დედაქალაქებით...და რა მიზეზი ვუთხრათ რო კიდე ერთი წელი ბაღში უნდა იაროთქო?როცა მისი ყველა ჯგუფელი სკოლაში წავა?დანაშაულია რო 4 დღით გვიან მოევლინა ქვეყანას?იქნებ იცით ვინმემ გამოსავალი...ფაქტია რო ადრე თუ გვიან ეს კანონი შეიცვლება და იმ დროს 5 და 7 წლის ბავშვი ერთ კლასში რომ იქნება, არ დაიჩაგრებიან ორივეეე?
11:36 / 12-04-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?