"ქართლის ცხოვრების ქრონიკები" - წიგნი, რომელიც თქვენმა შვილებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ
"ქართლის ცხოვრების ქრონიკები" - წიგნი, რომელიც თქვენმა შვილებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ
"თუ ისტორია დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენი ცხოვრების სათავეც, ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და თუ ასეა - რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი?.. ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისას ისტორიას ივიწყებს", – ამას ილია ამბობდა. მას მერე თითოეული ქართველისთვის მისი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელობა არათუ შეცვლილა, კიდევ უფრო გამძაფრდა. განსაკუთრებულად აუცილებელია, ადამიანმა ბავშვობიდან გაიგოს და შეიყვაროს თავისი ქვეყნის ისტორია. ჟურნალ "ისტორიანის" ახალი პროექტი უფროსებთან ერთად სწორედ მოზარდ თაობას და მათ მშობლებს დააინტერესებთ. 1 ოქტომბრიდან "ისტორიანთან"
ერთად გამოვა წიგნების ახალი სერია - ვახტანგ ჭელიძის "ქართლის ცხოვრების ქრონიკების" შვიდტომეული. ამ ნაწარმოების განსაკუთრებული ხიბლი ის არის, რომ ავტორს ოსტორიული ცნობები მხატვრულად აქვს მოთხრობილი, რაც წიგნს უფრო მარტივად და საინტერესოდ საკითხავს ხდის. ეს სწორედ ერთ-ერთია იმ წიგნთა შორის, რომელიც თქვენმა შვილებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ.
"ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიის თანამედროვე ენაზე წაკითხვის საშუალება არ ჰქონდათ. ამიტომ, მამამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს ისტორია ბავშვებისა და სტუდენტებისთვის გასაგებ ენაზე საინტერესო კუთხით გადმოეტანა ფურცლებზე, თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს წიგნი ყველა თაობას ერთნაირად უყვარს და აინტერესებს, მან მხატვრულ-დოკუმენტური ნაწარმოები შექმნა და დაარქვა "ქართლის ცხოვრების ქრონიკები მოთხრობილი ვახტანგ ჭელიძის მიერ". სათაურითვე გვითხრა, ეს ფაქტობრივად საქართველოს ისტორიის ქრონიკაა, რომელიც მე გიამბეთო", - ამბობს ვახტანგ ჭელიძის ვაჟი, დავით ჭელიძე.

წიგნის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ
4408
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები