რომელი წიგნების წაკითხვას ურჩევენ ბავშვებს ცნობილი ადამიანები
რომელი წიგნების წაკითხვას ურჩევენ ბავშვებს ცნობილი ადამიანები

წიგნის კითხვისთვის შეუფერებელი სეზონი არ არსებობს, მაგრამ ზაფხულის არდადეგები საამისოდ მაინც უფრო კომფორტულია. სკოლის მოსწავლეები, და უფრო მეტად უფროსკლასელები, გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, სასწავლო წლის დასასრულს ელოდებიან, რომ თავიანთი ლიტერატურული აზრის ფორმირებისთვის არდადეგები ნაყოფიერად გამოიყენონ. ამიტომ, თქვენთვის ფილოლოგები და მწერლები ზაფხულზე წასაკითი წიგნების სიას ადგენენ:

გია მურღულია: ძალიან საინტერესო იქნება, ჩემი აზრით, ვურჩიოთ მოსწავლეებს, რომ გაეცნონ,
  1. ორჰან ფამუქის "მე მქვია წითელი“.
  2. სალმან რუშდის "ფლორენციელი ჯადოქარი“- ვისაც აინტერესებს სათავგადასავლო ელემენტებით გაჯერებული ტექსტები, შეუძლია ეს წიგნი ნახოს.
  3. ასევე, მოსწავლეებს ვურჩევდი, გაცნობოდნენ  მწერალ ქალს, კეტრინ ელ პორტერს და მის ვრცელ მოთხრობას "შუადღის ღვინოს".
რა თქმა უნდა, ქართული მწერლობა არ უნდა დარჩეთ ყურადღების მიღმა. ძველ თაობას მეტ-ნაკლებად ყველა იცნობს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან საინტერესო თანამედროვე მწერლები გვყავს. ასევე, ვურჩევდი უფროსკლასელებს, რომ გასცნობოდნენ მოთხრობის კულტურას.
mshoblebi
ვურჩევდი, რომ მოსწავლეები გაცნობოდნენ გამომცემლობა "პალიტრა L-ის " მიერ გამოცემულ წიგნების სერიას - "მოსწავლის არჩევანი“. აქ ძალიან საინტერესო წიგნებია. ასევე გამოცემულია ცნობილ მწერალთა მოთხრობების სერია, დაახლოებით 30-მდე წიგნი, და ძალიან საინტერესოდ შერჩეული მოთხრობებია. ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უნდა, რომ სწრაფად გაეცნოს ამა თუ იმ მწერლის შემოქმედებას და სიამოვნებაც მიიღოს.

ლევან ბერძენიშვილი:
უფროსკლასელებს ვურჩევ,
წაიკითხეთ კლასიკიდან
  1. ჰომეროსის "ილიადა" და "ოდისეა“,
  2. ვერგილიუსის "ენეიდა“.
  3. ახლებიდან შეიძლება წაიკითხოთ უილიამ გოლდინგის "ბუზთა ბატონი" - ეს ძალიან საინტერესო წიგნია, თან ბავშვებზეა და ვფიქრობ, დაინტერესდებით.

ლევან ბრეგაძე:
"ერთადერთი, რაც შემიძლია ვურჩიო ბავშვებს, ეს არის: ზაფხულშიც და ზამთარშიც იკითხონ გამოჩენილი ადამიანების შესახებ დაწერილი წიგნები.

ანა კორძაია-სამადაშვილი: მოსწავლეებს, უფროსკლასელებს, ვურჩევდი, წაიკითხონ
  1. არჩილ ქიქოძის "სამხრეთული სპილო",
  2. აკაკი ბაქრაძის "მწერლობის მოთვინიერება",
  3. ორჰან ფამუქის "ჩემი უცნაური ფიქრები"
  4. ჯორჯ მარტინის "სატახტოთა თამაში".

ჩვენ პერიოდულად კიდევ მოგაწვდით რეკომენდაციებს, რომ ზაფხულის არდადეგები თქვენთვის შემეცნებითი და საინტერესო იყოს.

თამარ იაკობაშვილი

altრომელი წიგნების წაკითხვას ურჩევენ ზაფხულში თინეიჯერები თავიანთ თანატოლებს

altრომელ ასაკში რომელი წიგნები უნდა წაიკითხოს ბავშვმა - სია ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით


10387
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
გიორგი.
0
რჩევებიდან სჩანს, შენი მზაკვრობა ქართველი ახალგაზრდების მიმართ. გამოგრჩა "საბა'-ს მწერლები. იცოდე ჩაგიშვებ მამუკა ხაზარაძესთან. ვაი შენს პატრონს?
23:18 / 07-07-2019
ნათია
1
ურჩიეთ ბავშვებს წაიკითხონ ოთარ ჭილაზე და გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება, ეს რაღაცას მისცემს ბავშვებს, თქვენ გემოვნებაზე ნუ ურჩევთ, ურჩიეთ იმის მიხედვით რას მისცემს ეს წიგნი ბავშვს.
13:03 / 03-07-2019
მარი
5
ორჰან ფამუქი რა მწერალია, თავად უწიგნური, რუსთაველს არ ვიცნობო, საქართველოში დაიტრაბახა.
10:51 / 27-06-2019
გიორგი
0
აი, არ ვიცი რა... ენეიდა... კარგი ნაწარმოებია,მაგრამ პოემა რა წასაკითხია ვერ ვხვდები უფროსკლასელისთვის... ორჰან ფამუქი - გარეკლამებული გაურკვეველი კულტურის და მსოფლმხედველობის.. ბუზთა ბატონი მოსაწყენი საოცრად,,, თუ ჩამოყალიბებული ანტიკომუნისტი არ ხარ ბაქრაძის მწერლობის მოთვინიერება რატომ დაგაინტერესებს - ამ თაობამ სულ არ იცის ვინ იყო ლენინ-სტალინ-მარქს-ენგელსი
20:32 / 26-06-2019
123
2
მაგარი რჩევებია
10:43 / 21-06-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?