"მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ"- რას წერს ლევან ბერძენიშვილი სკოლებში იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" დაბრუნებაზე
"მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ"-  რას წერს ლევან ბერძენიშვილი სკოლებში  იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" დაბრუნებაზე
"სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ბახტაძის თქმით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს "დედა ენას".

ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" დაბრუნების საკითს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი:

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება
არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!", - წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

8925
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (24)
dddd
0
ირაკლიიიიიი!!!!! შენს ეზოში ბნელაააა,არც გათენდება.გვიანაა დაწერილი ვეფხისტყაოსანი და შენნაირმა უვიცებმა რა ენაზე უნდა იკითხოთ...ლგპდ ხაარ და ვეღარ გშველი
16:44 / 22-09-2019
ნინო
0
ამ კაცის აზრი ვინმეს აინტერესებს?
14:20 / 12-09-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?