ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია, ჩარიცხვები კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აგვისტოს ბოლომდე გამოქვეყნდება. სტუდენტებსა და აბიტურიენტებს აინტერესებთ, როდის დაიწყება სწავლა სხვადასხვა უნივერსიტეტში.
გთავაზობთ უნივერსიტეტების სიასა და სწავლის დაწყების თარიღებს ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -16 სექტემბერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 7 ოქტომბერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი- 23 სექტემბერი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 16 სექტემბერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 23 სექტემბერი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 9 სექტემბერი აგრარული უნივერსიტეტი- 16 სექტემბერი თავისუფალი უნივერსიტეტი - 9 სექტემბერი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი ( სეუ) - სწავლა სავარაუდოდ 23 სექტემბერს დაიწყება, თუმცა ჯერ დაზუსტებული არ არის. საქართველოს უნივერსიტეტი - 16 სექტემბერი კავკასიის უნივერსიტეტი - სწავლა პირველკურსელთათვის 9 სექტემბერს იწყება, მეორე- მესამე- მეოთხე კურსელთათვის კი 2 სექტემბერს. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი - 16 სექტემბერი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - პირველკურსელთათვის სწავლა 16 სექტემბერს იწყება, მეორე-მესამე-მეოთხეკურსელთათვის კი - 2 სექტემბერს. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) - 16 სექტემბერი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - პირველკურსელთათვის სწავლა 23 სექტემბერს დაიწყება, მეორე-მესამე-მეოთხე კურსელთათვის კი - 9 სექტემბერს.
თამარ იაკობაშვილი