"ქართულ ენაში წელს ეროვნულ გამოცდაზე ბარიერი 70-დან 9 ქულა იყო... სამარცხვინო სისტემის მიზანი უნივერსიტეტებისა და ბიუჯეტის შევსებაა"
"ქართულ ენაში წელს ეროვნულ გამოცდაზე ბარიერი 70-დან 9 ქულა იყო... სამარცხვინო სისტემის მიზანი უნივერსიტეტებისა და ბიუჯეტის შევსებაა"
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა და, შესაბამისად, ყველა აბიტურიენტმა გაიგო საკუთარი შედეგი ჩარიცხვებისა და გრანტის შესახებ. წელს რამდენიმე საგანში ბარიერმა მნიშვნელოვნად დაიწია. მათ შორის ქართულში. პირველ ვარიანტში გამსვლელი 9 ქულა გახდა 70 ქულიანი ტესტიდან. მშობლიური ენის გამოცდაში ასეთმა დაბალმა ბარიერმა საზოგადოებაში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი, ნიკ ხუროშვილი, პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ნახევარი საათის წინ შემხვდა პოსტი, რომლის ავტორსაც უკვირდა, რომ წელს ეროვნულებზე ქართული ენისა და ლიტერატურის
გამოცდის ბარიერი 70-დან 9 ქულა იყო. ყურადღება არც მიმიქცევია, ჩავთვალე, რომ პროვოკაციული ფოტოშოპი იყო, სანამ ორიოდე წუთის შემდეგ თავად არ დავრწმუნდი.
დიახ, ქართულ ენაში წელს ეროვნულ გამოცდაზე ბარიერი იყო 9 ქულა 70 დან !
გამოცდების ეროვნული ცენტრი, როგორც ჩანს, არ კმაყოფილდება ისედაც სამარცხვინო 25% იანი ბარიერით და ვითომ ერთნაირი სირთულის ტესტებში გათანაბრებით "რთულ ვარიანტს" პოულობს და ბარიერი 18 დან 9 ქულამდე დაჰყავს.
ესა ჩვენი საგამოცდო სისტემა? სადაც ოთხი ერთნაირი სირთულის ტესტის შედგენა არ შეუძლიათ, სადაც ყოველ წელს ვითომ რთულ ვარიანტს 8 - 9 ქულას უმატებენ და აბიტურიენტებს არათანაბარ პირობებში აყენებენ.
დღევანდელმა ამ მონაცემებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სამარცხვინო საგამოცდო სისტემა გვაქვს, რომლის მიზანი
არა აბიტურიენტების თანაბარ პირობებში ჩაყენება და ადეკვატური შეფასებაა, არამედ უნივერსიტეტებისა და ბიუჯეტის შევსება."

mshoblebi


აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა:

  • "ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამსვლელი ქულა 50%-ზე დაბალი არ უნდა იყოს. აი სირცხვილია!"
  • "ჩემი აზრით, გათანაბრების სისტემა საერთოდ არ უნდა არსებობდეს. საორგანიზაციო ჯგუფს აქვს 1 წელი ეროვნულებამდე. ამ 1 წელში როგორმე უნდა შეძლონ და მოიფიქრონ ერთნაირი სირთულის 4 ტესტი. ზუსტად იდენტური სირთულის შეიძლება ვერ იყოს, მაგრამ იმდენად განსხვავებული როგორ უნდა შექმნა, რომ 8-9 ქულა მოუმატო ზოგიერთ აბიტურიენტს?! ერთია ის, რომ ზოგს ამდენი ქულა ემატება და მეორე ის, რომ სწორედ ამ გათანაბრების წყალობით 70 ქულიდან ერთ-ერთ ვარიანტში ბარიერი არის 9 ქულა... გამოცდები ცოდნას კი არა იღბალს გიმოწმებს, ვისაც უკეთესი იღბალი აქვს იმას მოემატება 10 ქულა და როცა ისიც არ იცი, მოხვდები თუ არა უნივერსიტეტში, მოულოდნელად გრანტსაც კი აიღებ... სირცხვილია."
  • "გვეშველება რამე?"- წერენ სოციალურ ქსელში მომხმარებლები.

alt2020 წელს აბიტურიენტებს 4-ის ნაცვლად 3 სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ

alt"გალაკტიონს ვერ შევბედე" – აბიტურიენტები, რომლებმაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უმაღლესი შედეგები აჩვენეს



2936
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
u. t.
0
მთავარია პროფტექნიკური სასწავლებელი. ამის გარეშე საქართველოს არაფერი ეშველება.
17:48 / 13-09-2019
ლალუკა
0
მერე ასეთ დებილ სტუდენტს პრეტენზია აქვს სამსახურს ვერ ვშულობო, თორემ ტყუილად ვახდევინე მშობელს ფულიო იმას კი არ ამბობს.
09:31 / 12-09-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```