2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება სამ სავალდებულო საგანში მოუწევთ:
ქართული ენა და ლიტერატურა უცხოური ენა მათემატიკა/ისტორია მესამე გამოცდა დამოკიდებულია კონკრეტულ მიმართულებაზე, რასაც აირჩევენ აბიტურიენტები. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე ისინი მათემატიკას ჩააბარებენ, ხოლო ჰუმანიტარულზე - ისტორიას.
ცნობილია ისიც, რომ სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებები საგამოცდოდ ოთხი საგნის ჩაბარებას ითხოვენ. ესენია:
ქართული ენა და ლიტერატურა უცხოური ენა ბიოლოგია მათემატიკა/ფიზიკა/ქიმია 2020 წლის გამოცდებზე ზოგადი უნარები სავალდებულო საგანთა სიაში აღარ იქნება. თუმცა, უნივერსიტეტებს უფლება აქვთ, თავად მოითხოვონ გარკვეულ მიმართულებებზე ზოგადი უნარების სავალდებულო საგნად ჩაბარება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამართლის პროგრამაზე ზოგადი უნარები სავალდებულო საგნად დატოვა.
ზოგადი უნარების არჩევა შეუძლიათ შემდეგ მიმართულებებზე:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საერთაშორისო ურთიერთობები. სავალდებულო საგნებთან ერთად, აბიტურიენტებს შეუძლიათ აირჩიონ გეოგრაფია ან ზოგადი უნარები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი. სავალდებულო საგნებთან ერთად, აბიტურიენტებს შეუძლიათ აირჩიონ ზოგადი უნარები ან ლიტერატურა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი. სავალდებულო საგნებთან ერთად, აბიტურიენტებს შეუძლიათ აირჩიონ: ზოგადი უნარები, ლიტერატურა ან სამოქალაქო განათლება. საქართველოს უნივერსიტეტის პროგრამებზე: ბიზნესის ადმინისტრირება, ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი), ეკონომიკა, საჯარო მმართველობა და ტურიზმი - აბიტურიენტებს შეუძლიათ აირჩიონ ჩამოთვლილი საგნებიდან ერთ-ერთი: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა. უფრო ვრცლად, რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოუწევთ 2020 წელს აბიტურიენტებს, იცილეთ ბმულზე
თამარ იაკობაშვილი
2020 წელს აბიტურიენტებს 4-ის ნაცვლად 3 სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ
ვინ აიღო მათემატიკის გამოცდაში მაქსიმალური ქულა და რას ამბობენ წლის წარმატებული აბიტურიენტები