მშობლები ხშირად დარდობენ, რომ მათი შვილები სწავლის პროცესში დიდხანს ვერ ახერხებენ კონცენტრაციას და სჭირდებათ შესვენება. ცნობილი ფსიქოლოგი, ტატიანა ჩერნიგოვსკაია ამბობს:
- ჩვეულებრივ, ითვლება, რომ თუ სწავლის პროცესში ბავშვს რაღაც ასტკივდა - ეს ცუდია, სწავლის დროს გართობაც ცუდია, შესვენებაც ცუდია, თუ ეძინება, ეს ხომ მთლად კატასტროფაა - მსგავსი მიდგომა არასწორია. თუ ფიქრობთ, რომ სწავლის დროს ბავშვის სურვილი, შეისვენოს იმის ნიშანია, რომ ის ვერაფერს იმახსოვრებს, ცდებით. პირიქით, ეს ტვინს აძლევს შესაძლებლობას, რომ მარტივად შეისრუტოს ინფორმაცია.
თუ რაღაც აუცილებლად უნდა ისწავლოთ მომდევნო დღისთვის, უმჯობესია, სწრაფად წაიკითხოთ და წახვიდეთ დასაძინებლად. ტვინი ძირითადად მუშაობს მაშინ, როცა გვძინავს.
იმისათვის, რომ ინფორმაცია დიდხანს გვახსოვდეს, საჭიროა დრო და ასევე გარკვეული ქიმიური პროცესები, რომლებიც სიზმრის დროს ხდება.
მუდმივი დაძაბულობა, რომ რაღაცას ვერ ასწრებთ, გეშინიათ შეცდომების დაშვების და წუხართ, რომ არაფერი გამოგდით - ყველაზე უარესია, რაც კი შეგიძლიათ საკუთარ თავს გაუკეთოთ.
ნუ შეგეშინდებათ შეცდომების. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სწავლის პროცესი არა მხოლოდ მაგიდასთან, არამედ სულ მიდის ჩვენს ცხოვრებაში. თუ ადამიანი მხოლოდ საწერ მაგიდასთან ზის და იზეპირებს ინფორმაციას, ცოდნა მაგიდასთანვე დარჩება და არც ცხოვრებაშიც არაფერში გამოადგება.
"ბავშვის მთავარი უბედურება მისი მშობლების ამბიციებია" - ტატიანა ჩერნიგოვსკაია მშობლების როლზე