"საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს ბოდიში მოახდევინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს... ჩადით და მხარი დაუჭირეთ მას" - ღია წერილი განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს
"საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს ბოდიში მოახდევინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს... ჩადით და მხარი დაუჭირეთ მას" - ღია წერილი განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს
ბატონო მიხეილ, მოგეხსენებათ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს საჯარო ბოდიში მოახდევინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს იმის გამო, რომ ქორწინების მიზნით არასრულწლოვანი გოგონას მოტაცება გააპროტესტა. დარწმუნებული ვარ, ისიც მოგეხსენებათ, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა, მაგრამ გარდა იმისა, რომ არასრულწლოვანი გოგონების მოტაცება ძალაში რჩება, ასევე კვლვაც ჩვეულებრივი ამბავია ადამიანის თემის მიერ შეჩვენება.

ეს კარგი და სამაგალითო მასწავლებელი, ჰამიდ სადიხია. ადამიანი, რომელმაც გაბედა და მავნე ტრადიციას წინ აღუდგა, გააპროტესტა ის, რის
გამოც უამრავი გოგონას ცხოვრება ჯოჯოხეთად ქცეულა, იმის წინააღმდეგ წავიდა, რის გამოც, ძალიან ბევრი ნიჭიერი და რეალიზებული მოქალაქე დაკარგა საქართველომ, ამ სწორ მოქალაქეობრივ ნაბიჯს კი თემი დაუპირსპირდა, ალბათ 21-ე საუკუნის შიშით ვერ გაბედეს, თორემ ეგებ ქვებითაც ჩაექოლათ.

როგორც ცნობილი გახდა, მასწავლებელი გაკვეთილიდან გაიყვანეს და ისე მოახდევინეს ბოდიში, თან საჯაროდ ეუბნებოდნენ, რომ ასეთ სამარცხვინო ადამიანს მასწავლებლობის უფლება არ აქვს. ვიდეო გადაიღეს და მთელ სოფელში გაავცელეს, ვითომდა ნახეთ, როგორ სამაგლითოდ დავსაჯეთ ტრადიციის შეურაცხმყოფელიო. ტრადიციას და გნებავთ კანონს, თუ ადამიანისთვის სიკეთე არ მოაქვს, მაშინ ის ტრადიცია დასავიწყებელი, ხოლო კანონი შესაცვლელია.

დავიწყება რთულია, თუ ვინმე ჰამიდისნაირი არ გამოჩნდა, თუკი გამოჩნდა, მაშინც რთულია, რადგან თემი აღუდგება წინ და ძნელია
მარტო დაუპირსპირდე ხალხს, იმ ხალხს, რომელიც ბრამდ მისდევს ყველა ტიპის ტრადიციას და სურვილიც არ აქვს, ახალი ტრადიცია დანერგოს, ისეთი, რომლითაც ცხოვრება ყველასთვის მშვენიერი იქნება.
იხილეთ სრულად
1056
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნინა
0
სანამ პოლიცია აქტიურად არ ჩაერთვება და სამაგალითოდ არ დაისჯებიან დამნაშავეები, ასეთ გაუკუღმართებულ ტრადიციებს გადაშენება არ დაემუქრებათ.
14:51 / 17-10-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?