სამინისტროს ცნობით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სულ 306 შემთხვევაა რეგისტრირებული.
სექსუალური ძალადობის 306 რეგისტრირებული შემთხვევა:
- 114 პირი მხილებულია არასრულწლოვანზე ძალადობაში.
- 38 პირი - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.
2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 127 პირს, რომელთაგან 101 პირი მხილებულია არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 26 პირი - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.
2019 წლის 9 თვეში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში მხილებულ იქნა 39 პირი, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში - 16 პირი.
შსს-ს ცნობით, 2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.
გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან:
• ოჯახის წევრი/მშობელი - 53%
• დაზარალებული ბავშვი - 8%
• სოციალური მომსახურების სააგენტო - 6%
• მანდატურის სამსახური - 6%
• სკოლა - 4%
• მეზობელი - 3%
• ბავშვზე
• არასამთავრობო ორგანიზაცია - 1%
• სხვა - 18%
შსს მიმართავს საზოგადოებას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.