"სკოლაში ბავშვებს „სეკრეტ სანტა“ არ უნდა ათამაშონ, რადგან ყოველთვის იქნება გულისწყვეტა" - რას ფიქრობენ მშობლები სკოლაში "სანტაობაზე"
"სკოლაში ბავშვებს „სეკრეტ სანტა“ არ უნდა ათამაშონ, რადგან ყოველთვის იქნება გულისწყვეტა" - რას ფიქრობენ მშობლები სკოლაში "სანტაობაზე"
წინასაახალწლო პერიოდში სკოლებსა თუ ბაღებში სადღესასწაულო განყობის შექმნას მეტნაკლებად ყველა ცდილობს. ბოლო დროს უფროსებთან ერთად, უკვე პატარებმაც დაიწყეს “სეკრეტ სანტას“ თამაში. ამ თემაზე ერთ-ერთმა მშობელმა მოგვწერა და შემდეგ მის წერილს არანაკლებ საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა:

  • "ჩემი შვილი საჯარო სკოლაში სწავლობს. მე-5 კლასის მოსწავლეა. წელს მასწავლებლის ინიციატივით მოსწავლეებს შესთავაზეს ეთამაშათ „სეკრეტ სანტა“, ბავშვებსაც გაუხარდათ ეს ამბავი და მეც, როგორც მშობელმა, უარი არ ვუთხარი შვილს, რომ ეთამაშა, ან რატომ უნდა მეთქვა უარი. ისე კი ვფიქრობდი, რომ ეს თამაში გულისწყვეტას გამოიწვევდა. მოკლედ, ბევრი რომ
    არ გავაგრძელო, აღმოჩნდა ისე, რომ საჩუქრები ზოგს შეხვდა ზოგს -არა. ზოგსაც არ მოეწონა, რადგან სსხვა თანაკლასელს უფრო ძვირადღირებული და ლამაზი მოუტანა „სეკრეტ სანტამ“, ზოგს კი უბრალოდ, მშობლისთვის თქმა და საჩუქრის მოტანა დაავიწყდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მშობლების ნაწილმა არ ჩათვალა საჭიროდ ბავშვისთვის საჩუქარი გაეყოლებინათ, ან არ არის გამორიცხული, არ ჰქონდათ საშუალება და ამიტომ ვერ მოახერხეს. ჩემი გოგონაც საჩუქრის გარეშე დარჩა. ცხადია, გული დაწყდა არაფერი რომ არ შეხვდა, ერთმა საერთოდაც ძირს დააგდო საჩუქარი, მე ეს არ მჭირდებაო... აქ აღზრდის პრობლემასთან გვაქვს საქმე... თუმცა ამაზე არ ვწერ ახლა ამ წერილს. ვფიქრობ, რომ სკოლაში ბავშვებს „სეკრეტ
    სანტა“ არ უნდა ათამაშონ, რადგან ყოველთვის იქნება გულისწყვეტა, უფროსებისგან განსხვავებით ბავშვები ემოციებს ვერ თოკავენ და თანაკლასელებზე ბრაზდებიან. ეს ჩემი მოკრძალებული აზრია და ბუნებრივია, თავს არავის ვახვევევ".
  • "თამაშის მომხრე ვარ, მაგრამ ინიციატორი ვალდებულია, ორგანიზებულად მართოს ეს პროცესი. აუცილებელი არაა სითბო ძვირად ღირებული საჩუქრებით გამოვხატოთ, სხვა საშუალებებიც არსებობს. შარშან ერთ-ერთ სკოლაში თავმომწონე დამრიგებელმა ვაშლების იდეა "აიტაცა", მინისტრს მხარი ავუბიო, თავის კლასს ვაშლები მიართვა, ბავშვებმა ვაშლები უმცროსი ასაკის ბავშვების წინ "დააგემოვნეს", პატარები ნერწყვს ყლაპავდნენ, ვაშლები კი ზუსტი რაოდენობით იყო. როცა პატარების დამრიგებელმა მოკრძალებული საყვედური გამოთქვა, ვაშლების ინიციატორმა უკმეხად მიახალა, რომ ეს მინისტრის ინიციატივა იყო და ის "სიახლეს"არ ჩამორჩა. ნებისმიერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქმეს სჭირდება მართვა, რათა ის არ განვითარდეს არასწორი მიმართულებით".
  • "ვეთანხმები იმ აზრს, რომ მშობლები შეთანხმდნენ, ეს არც არავის გაამდიდრებს და არც გააღარიბებს. მარტო ამ ქალბატონის შვილი არ დარჩენილა უსაჩუქროდ, ჩემიც დარჩა. ეს არის ჩვეულებრივი ბულინგი. დასცინიან მათ, ვინც ვერ მიიღო საჩუქარი, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე. ან აიკრძალოს ან გააკონტროლოს დამრიგებელმა, რომლის უშუალო მოწოდებითაც ტარდება ეს თამაში".
  • "მოსახლეობაში ძირითადად ნეგატივი ჭარბობს ყველას და ყველაფრის მიმართ. "სეკრეტ სანტა" არის ნებაყოფილობითი გასართობი და თუ მონაწილეობა გსურთ, მასზე არ უნდა მობილიზდეთ და მხოლოდ რიგით გასართობად უნდა მიიღოთ. ამას თამაშობენ დიდები და ზოგჯერ ფლირტის სახეს აძლევენ, ხოლო პატარები დაახლოებით ერთგვაროვან სათამაშოებს უცვლიან ერთმანეთს. საზღვარგარეთ, ყველა ნორმალურ სკოლაში მასწავლებელი და მშობლები თანხმდებიან და ყველა დაახლოებით ერთი ღირებულების საჩუქარს, მაგალითად 5 დოლარიანს ყიდულობს. ამისთვის მობილიზება და ყურადღების გამახვილება სრულიად მიუღებლად მიმაჩნია. ადამიანებო მეტი პოზიტივით და ხალისით მიუდექით ყველაფერს და გახსნილად იცხოვრეთ. ცხოვრება ძალიან მარტივი რამ არის და ნუ ართულებთ. მიულოცეთ ერთმანეთს".
  • "სეკრეტ სანტა არის მოფიქრებული ეიჩარის მიერ თანამშრომლებს შორის ურთიერთობის დალაგებისთვის. ბავშვებში იძლევა უკუეფექტს. რომ გაიგოთ რატომ, მიხვდებით რა სისულელეა როცა ბავშვებს ათამაშებენ".
  • "ორგანიზება უნდა ყველაფერს, ჩემი შვილიშვილი მესამე კლასელია და გადასარევად ჩატარდა მათ კლასში, მასწავლებელი და მშობლები შეთანხმდნენ საჩუქრის ღირებულებაზე და ყველას ძალიან გაუხარდა,  ბავშვები ერთმანეთის მადლიერნი იყვნენ, არავის მიუღია განსაკუთრებული საჩუქარი და არც არავინ დაჩაგრულა,ეს ყველაფერი მასწავლებლის დამსახურებაა მშობლებთან ერთად".
  • "არ უნდა ითამაშონ, დღეს ჩემს შვილს სეკრეტ სანტამ 2-ლარიანი მანქანა მოუტანა, როცა სხვებს კარგი საჩუქრები შეხვდათ და მთელი დღე ტიროდა, ისე დაწყდა გული. ფასზე არ არის, მაგრამ ბავშვს ვერ აუხსნი, რომ მის სანტას ფული არ ჰქონდა მეტი და ამიტომ შეხვდა ასეთი საჩუქარი".
  • "არ უნდა ჩატარდეს ეს თამაში სკოლაში... პირიქით, შესაძლებელია შეკრიბონ ტანსაცმელი, ტკბილეული და ერთად წაუღონ გაჭირვებულ ოჯახებსა და ბავშვთა სახლებს... გაიზიარებენ მათ წუხილს და აღარ ექნებათ ამოუწურავი მოთხოვნილებები, ჰქონდეთ ყველაფერი საკეთესო".
  • "ეს იძულებითი სეკრეტ სანტაობა რა უბედურებაა??? სეკრეტ სანტა იმიტომ ჰქვია, რომ მოულოდნელად გაახარო ადამიანი, თან ინკოგნიტოდ და ყოველგვარი სამაგიეროს გარეშე! უკვე რამდენიმე წელია მაქვს ჩემი პატარა შემოწირუობის ჯგუფი და ყოველ წელს ვახარებთ გაჭირვებულ დედიკოებს საახალწლოდ, თან ისე, რომ აზრზე არ არიან, ვინ გამოუგზავნა საჩუქარი და ცოტა თანხა. ყოველთვის სულ მცირედია, 200-300 ლარი და ტკბილეული, დიდხანს ვერ ეყოფათ, მაგრამ ახალ წელს მაინც გადაიტანენ მშვიდად. ესაა სეკრეტ სანტაობა და არა ძალით ადამიანის დავალდებულება, რომ საჩუქარი აჩუქო! სკოლაში ცოტა ტკბილეულიც საკმარისია, ბავშვები ერთმანეთთა მეგობრობენ და მშვენივრად იციან თუ რომელი შიკოლადი უყვარს კლასელს. ასე მჩუქნიდა მე ზეიმზე თოვლის პაპა და არ მახსოვს 1 უკმაყოფილო ბავშვიც კი. ნუ გახდით დღესასწაულს კომერციულს".
  • "ძალიან დამღალა ამ სეკრეტ სანტამ, თამ ერთი შვილი რომ მყავდეს კიდევ ჰო, სამი წელია საჩუქრებს ვატარებთ და ჩემს შვილებს არაფერი მიუღიათ. იმას თუ აკონტროლებს მასწავლებელი, რომ ყველა ჩაერთოს თამაშში, მაშინ ისიც გააკონტროლოს, რომ ყველამ მოიტანოს, თუ არა და საერთოდ არ არის საჭირო. უბრალოსაც ვერ ვყიდულობ, სირცხვილიაო, ბავშვი მეუბნება და წყინს... ხომ შეიძლება საერთოდ აიკრძალოს".
  • "ჩვენ ასეთი შემთხვევა გვქონდა - ბავშვებმა ამოიღეს თავიანთი სახელები და აბუზღუნდნენ, ეს ვინ შემხვდა და ეს ვინ შემხვდაო. მასწავლებელი გაბრაზდა და საერთოდ აღარ ათამაშათ... ანუ ამაშიც კი არჩევენ ერთმანეთს, თუ ვისთვის ემეტებათ საჩუქარი და სანტაობა და ასე ნამდვილად არ შეიძლება. თუ დადებით ემოციებს და ბავშვების კიდევ უფრო დაახლოებას არ უწყობს ხელს ეს თამაში, საერთოდ არ უნდა ითამაშონ".

9003
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
ანანო
0
ან სულ აკრძალონ ან გააკინტროლონ. უნდა ჩატარდეს ე.წ. DIY სტილში. ბავშვებმა თვითონ გააკეთონ საჩუქრები, ძვირადღირებული არ იქნება და გულიც არავის არ დაწყდება.
01:39 / 29-12-2019
ვოოტ
0
და ზასეკრეჩენი რო არ იყოს ეგ სანტა და სახელმწიფომ აჩუქოს 2-3 ლარის შოკოლადი ყველა ბავშვს როგორც უწინ ხდებოდა, რაო ვითომ, დავიქცევით?!... მგონი, პირიქით, ეგებ, ბავშვებს მაინც მოუბრუნდეთ გული ამ ქვეყანაზე...
18:30 / 06-12-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?