განათლებააქტუალური
სპორტის რომელი სახეობა ავირჩიოთ ბავშვისთვის?
სპორტის რომელი სახეობა ავირჩიოთ ბავშვისთვის?
მოგეხსენებათ, ბავშვს ბევრი ენერგია აქვს, ამიტომ აუცილებელია, მას სწორი მიმართულება მივცეთ. თან ისე, რომ პატარა ისეთივე ხალისიანი, მხნე და რაც მთავარია - ჯანმრთელი იყოს.
ყურადღებით დააკვირდით თქვენს შვილს. სპორტის სახეობა, რომელსაც მას შეურჩევთ, მის ხასიათსა და სურვილებს უნდა შეესაბამებოდეს. კომუნიკაბელური, გულღია ბავშვებისთვის გუნდური სპორტის სახეობებია უფრო შესაფერისი. ასეთი სპორტის სახეობები იმ ბავშვსაც გამოადგება, რომელსაც უჭირს თანატოლებთან კონტაქტი. მას კომუნიკაციური შესაძლებლობები განუვითარდება, რადგან გუნდურ სპორტში ბევრი ურთიერთობებია.
ცურვა ყველასთვის შესაფერისია. ამ სპორტის სახეობის წყალობით გამომუშავდება კარგი აღნაგობა და მკვრივდენა კუნთები.
ტანვარჯიში
ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სპორტია. ის
ყოველმხრივ სასარგებლოა, ავითარებს მოძრაობის კოორდინაციას, აღნაგობას. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ტანვარჯიში საბაზო საფეხურია სხვა სპორტის სახეობებისთვის.
სპორტული და თანამედროვე, ქართული ცეკვები ასევე ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა, ბავშვს ხელოვნებისა და იმავე სპორტისადმი სიყვარული განუვითარდეს.
ბოლო დროს მოდურია საბრძოლო ხელოვნება, გოგონებს შორისაც. ამ სპორტის სახეობაში ვითარდება კუნთოვანი სისტემა, კოორდინაცია და სწრაფი რეაგირების უნარი.
საერთო ჯამში ნებისმიერი სპორტის სახეობა სასარგებლოა როგორც ჯანმრთელობისთბის, ისე ხასიათის ჩამოსაყალიბებლად. სწორედ სპორტში გამომუშავდება დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობა. მთავარია, არ დაივიწყოთ, რომ სპორტი ბავშვისთვის სასარგებლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას სიამოვნებით გააკეთებს.


ბეჭდვა