კონსტიტუციის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღების უფლება. საინტერესოა, ფრანგული განათლების მოდელი, რომელიც ყველასგან განსხვავებულია.
ფრანგი მოსწავლეები სკოლაში მთელ დღეს ატარებენ
საშუალო და მაღალ კლასებში ბავშვები დილის 8 საათიდან საღამოს 18 საათამდე სწავლობენ, კვირაში 5 დღის განმავლობაში. ოთხშაბათობით კი შედარებით თავისუფალი გრაფიკი აქვთ, რადგან ნახევარი დღე სწავლობენ.
ზოგადად, ფრანგები აღშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ რამდენიმე ქვეყანა მათ განათლების დონით წინ უსწრებს, ამიტომ ბავშვები მთელი დღის განავლობაში მეცნიერებითა და სხვადასხვა საგნის გაძლიერებული სწავლით არიან დაკავებულნი.
ფრანგულ სკოლებში ერთი გაკვეთილი 45-წუთიანია კი არა, 55 წუთიანი ან ერთსაათიანია. შესვენება კი მხოლოდ 5 წუთიანია, რაც, ფაქტობრივად, ბავშვებს სხვადასხვა საგნის კაბინეტიდან კაბინეტამდე გადასაადგილებლად სჭირდებათ. ისინი ხშირად აპროტესტებენ ამ ფაქტს და ამბობენ, რომ ტუალეტით სარგებლობის დროც აღარ რჩებათ.
თუმცა, მათ ლანჩისთვის 1,5-2 საათი აქვთ გამოყოფილი, რომლის დროსაც შეუძლიათ ჭამონ, გაისეირნონ და დაისვენონ.
თუ მასწავლებელმა შეამჩნია, რომ ბავშვი იწერს, დაუყონებლივ შეატყობინებს მშობელს. თავად კი ფაქტს პირად ფაილში დააფიქსირებს.
თუ შეამჩნევენ, რომ ფინალურ გამოცდაზე ვინმე იწერს, წაართმევენ ნაშრომს და დაატოვებინებენ საკლასო ოთახს.
სკოლის გამოსაშვები გამოცდები ძალიან რთულია, რადგან ის განაპირობებს მოსწავლეების უნივერსიტეტში ჩარიცხვას. ისინი 13 გამოცდას აბარებენ, ზოგიერთს - ორჯერ, ვერბალურად და წერილობით. თუმცა, შეფასების დახვეწილი სისტემაა. თუ რომელიმე საგანში მაღალ ქულას მიიღებენ, მას სხვა საგნის ქულის გაუმჯობესებაც შეუძლია. მიუხედავად სირთულისა, მოსწავლეების 90% მაინც ახერხებს ჩაბარებას და სასურველი უნივერსიტეტის არჩევას.
ყოველი ტრიმესტრის შემდეგ მშობლები ელექტრონულად იღებენ შვილების წარმატებების და ზოგადად, აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციას. მასწავლებლები დეტალურად აღწერენ, რომელ საგანში როგორი მდგომარეობა აქვს მოსწავლეს.
გარდა ამისა, კლასში არსებობს ანონიმური რეიტინგი, რომელსაც მშობლები ეცნობიან. იქ აღნიშნულია ბავშვების მიღწევები თანაკლასელებთან შედარებით.
16-17 ქულა ზედა ზღვრად ითვლება. თუმცა, ამ ქულების მისაღებად საკმარისი არაა მხოლოდ სუფთად და უშეცდომოდ წერა. მათ უნდა შეეძლოთ ანალიტიკური აზროვნება და მოულოდნელი პრობლემების სწრაფად გადაჭრა.
ბავშვები 6 წლის ასაკიდან იწყებენ "დაწყებით" სკოლაში სიარულს. იქ 5 წელს ატარებენ. შემდეგია საშუალო სკოლა - კოლეჯი, სადაც სწავლა 4 წელი გრძელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ საშუალო სკოლიდან ყველაფერი უკუღმა ითვლება. 11 წლის ბავშვები მიდიან მე-6 კლასში, მერე - მე-4-ში და ასე შემდეგ. 18 წლის პირველკლასელები კი სკოლას ამთავრებენ.
ქვეყანა დაყოფილია 3 ზონად, რომელშიც თითოეულ სკოლას არდადეგების სხვადასხვა კალენდარი აქვს შედგენილი. ეს გაკეთებულია საცობების თავიდან ასაცილებლად.
საფრანგეთში მასწავლებლები თითქმის არ აძლევენ მოსწავლეებს საშინაო დავალებას. დაწყებითი სკოლის მოსწავლეები საშუალოდ დღეში საშინაო დავალებებისთვის 10 წუთს ხარჯავენ, ხოლო უფროსკლასელები - ერთ საათს.
რვეულები და წიგნები სკოლაში ინახება, ხოლო მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, მასწავლებლის გარეშე, ერთმანეთს, მაგალითად ესეს წერა შეასწავლონ.
თუ გამოცდა ვერ ჩააბარეს, სირცხვილი არ არის ერთი საგნის მეორედ გავლა. გარდა ამისა, შეიძლება მოსწავლე შემდეგ კლასში გადავიდეს, მაგრამ რთული საგნები მოგვიანებით გაიაროს.
ფრანგი მასწავლებლები თვლიან, რომ ტექნიკაზე დამოკიდებულება ძალიან ბევრს დროს აკარგვინებს მოსწავლეებს. ამიტომ, არა მხოლოდ მობილურები, არამედ პლანშეტი, ციფრული საათები და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებიც აკრძალულია.
ფრანგულ სახელმწიფო სკოლებში არ არის განსაზღვრული სპეციალური სასკოლო ფორმები. ვისაც რა უნდა, ის აცვია. თუმცა სკოლის გარდერობში პიჯაკებისა და ქურთუკების ხშირად ადგილი არ არის გამოყოფილი, ამიტომ ბავშვებს უწევთ, რომ ის კლასიდან კლასში ატარონ.
ფრანგები მსოფლიოში ცნობილი გურმანები არიან. არც სასკოლო მენიუ უჩივის ერთფეროვნებას. თუმცა, მათ შორის არ არის ფუნთუშები და გაზიანი სასმელები. მთლიანი მენიუს შეძენა დღეში მშობლებს 2 ევრო უჯდებათ, ხოლო სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის ყველაფერი ნახევარ ფასადაა.