როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა - ფრანგი მწერლის ორიგინალური რჩევები
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა - ფრანგი მწერლის ორიგინალური რჩევები
ერთხელ ფრანგმა მწერალმა დანიელ პენაკმა მოახერხა ის, რაც ვერ შეძლეს კარგმა სკოლებმა და გამოცდილმა პედაგოგებმა - მოზარდების მთელ კლასს გაუღვივა კითხვის ინტერესი. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაწერა პენაკმა წიგნი "როგორც რომანი". მასში ჩამოაყალიბა ის ათი წესი, რომელიც მოზარდს ეხმარება, საკუთარ თავში მკითხველი აღმოაჩინოს. ძირითადად, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ბავშვს არც უნდა დააძალოთ კითხვა და არც უნდა აუკრძალოს, იკითხოს ისე, როგორც თავად სურს.
ასე ნელ-ნელა შეუყვარდება კითხვა და თანდათან კითხვის წყურვილი და უნარჩვევებიც ჩამოუყალიბდება.
პენაკის
მიერ ჩამოყალიბებული ბავშვის კითხვის წესები
ასეთია:
ბავშვს უნდა დაუტოვოთ უფლება:
  1. არ წაიკითხოს.
  2. გადაახტეს გვერდებს.
  3. არ დაამთავროს წიგნის კითხვა.
  4. გადაიკითხოს .
  5. ხანდახან რეალური წარმოსახვითით ჩაანაცვლოს.
  6. იკითხოს, სადაც გაუხარდება.
  7. იკითხოს, რაც უნდა.
  8. თითი ატაკოს წიგნში სასურველ ადგილებში.
  9. წაიკითხოს ხმამაღლა.
  10. გაჩუმდეს წაკითხულის შესახებ.
55388
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ia
1
სანამ კითხვას ისწავლიან, ყოველ ღამე,წაუკითხეთ ძილის წინ არ დაგეზაროთ!გახადეთ წესად წაუკითხოთ წიგნი!ჩვენ ოჯახში ცუდი მოქცევისთვის დასჯა წიგნის არ წაკითხვა იყო.ეხლა თავად კითხულობენ და ყოველი თავის დამტავრების მერე ან სასაცილო მომემტებს მიზიარებენ,შეიძლება არ მეცალოს ან არ მაინტერესებდეს მაინც ვუსმენ და ვერთვები:)
20:05 / 24-02-2016
n.m.
0
მშობლებო, თუ თავად თქვენ ბევრს კითხულობთ და ოჯახში გაქვთ მდიდარი ბიბლიოთეკა, დამიჯერეთ, თქვენი შვილებიც შეიყვარებენ კითხვას.
20:11 / 21-02-2016
myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები