განათლებააქტუალური
"ოროსან მოსწავლეს, 50 კაცში ტელეფონს რომ ამოიღებდა და პატრულში დარეკავდა, მთელ ქვეყანას ვამჯობინებდი"
"ოროსან მოსწავლეს, 50 კაცში ტელეფონს რომ ამოიღებდა და პატრულში დარეკავდა, მთელ ქვეყანას ვამჯობინებდი"
მასწავლებელი და ტრენერი მანანა ჯინჭარაძე მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"არ მინდა დაგამძიმოთ, მაგრამ ყველამ აუცილებლად უნდა შევახსენოთ თავს:

- სანამ სამოქალაქო განათლებას უკან მიდევნებული ლამპარის როლი ექნება, - არაფერი გვეშველება;

- სანამ სამოქალაქო განათლებას საათების შევსების როლი ექნება, - არაფერი გვეშველება;

- სანამ სამოქალაქო განათლებას კომპეტენტური ადამიანები არ ასწავლიან, - არაფერი გვეშველება;

- სანამ სამოქალაქო განათლება ყველაზე პირველი საგანი არ იქნება ესთეტიკური ჯგუფის საგნებთან ერთად, - არაფერი გვეშველება;

- სანამ მე და საზოგადოებას, ხელოვნებას, მუსიკას და სპორტს
თავის ადგილს არ მივუჩენთ, - არაფერი გვეშველება;

- სანამ ხელოვნებას ისე ვასწავლით, რომ ტკბობის და კათარზისის შანსს არ ვტოვებთ მოსწავლეებში, - არაფერი გვეშველება;

- სანამ წარმატების განმსაზღვრელი მხოლოდ აკადემიური მოსწრება იქნება, - არაფერი გვეშველება.

- სანამ სამოქალაქო განათლება გამჭოლი კომპეტენცია არ იქნება საგანთა შორის, - არაფერი გვეშველება;

- სანამ ვთვლით, რომ მათემატიკა/სხვა საგანი აუცილებლად უნდა იცოდეს ბავშვმა და არა მოქალაქეობა, - არაფერი გვეშველება;

- სანამ ვთვლით, რომ სამოქალაქო განათლება თამაშის გაკვეთილია და პროექტი არაფერს ასწავლის, - არაფერი გვეშველება;

- სანამ თავად მასწავლებლები და მშობლები არ ვიქნებით კარგი მოქალაქეები, - არაფერი გვეშველება;

- სანამ ფსევდოავტორიტეტები მოძღვრის მანტიას არ მოიშორებენ, - არაფერი გვეშველება;

- სანამ გვგონია, რომ
ის, კერძოდ იმ მასწავლებლის პერსონალური შეცდომა/დანაშაულია, არაფერი გვეშველება;

- სანამ დეკლარატიული ცოდნა არ გადაგვაქვს პირობისეულში, - არაფერი გვეშველება;

- სანამ სიტყვას საქმედ არ ვაქცევთ, - არაფერი გვეშველება.

დავჯდეთ და ვიტრაბახოთ, რომ ცნობილებს ვზრდით.
მე პირადად, და ალბათ ჩემნაირები, ერთ შეუმჩნეველ ოროსან მოსწავლეს, სამადლოდ დაწერილი ქულებით, 50 კაცში ტელეფონს რომ ამოიღებდა და პატრულში დარეკავდა, მთელ ქვეყანას ვამჯობინებდი" - წერს მანანა ჯინჭარაძე.
ბეჭდვა