რომელ ფაკულტეტებს დააფინანსებს სახელმწიფო წელს სრულად - "უფასო" ფაკულტეტების სია
რომელ ფაკულტეტებს დააფინანსებს სახელმწიფო წელს სრულად - "უფასო" ფაკულტეტების სია
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020-2021 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების სია გამოაქვეყნა. ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები აღნიშნულ პროგრამაზე უფასოდ ისწავლიან. ე.წ. უფასო ფაკულტეტებს ყოველწლიურად უამრავი აბიტურიენტი ირჩევს. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ე.წ. უფასო ფაკულტეტები შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტებშია ხელმისაწვდომი. აქვე, მითითებულია, თუ რამდენი ლარია, თითოეული უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი:
  • სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,524,500.00 ლარი;
  • სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 3,966,750.00 ლარი;
  • სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 900,000.00 ლარი;
  • სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,124,000.00 ლარი;
  • სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 967,500.00 ლარი;
  • სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 562,500.00 ლარი;
  • სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 587,250.00 ლარი;
  • სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 659,250.00 ლარი;
  • სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 207,000.00 ლარი;
  • სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 225,000.00 ლარი
ე.წ. უფასო ფაკულტეტებისთვის დაფინანსება ყოველწლიურად 2250 ლარით განისაზღვრება, ხოლო თუ აბიტურიენტი ნაწილობრივი გრანტით ჩააბარებს ე.წ. უფასო ფაკულტეტზე, მაშინ სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პროგრამებზე ადგილები შეზღუდულია და
უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვისაც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე უფრო მაღალი საკონკურსო ქულა აქვთ.

გთავაზობთ, სახელმწიფოს მიერ 2020-2021 სასწავლო წლისთვის სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სიას:
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.


4625
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
მიხო
2
წყალში გადაყრილი მილიონები..........
17:26 / 24-09-2020
ბიბი
0
ჯავახიშვილში გეოგრაფიის ფაკულტეტი დაფინანსებული არ არის? საკვირველი ასეთი დიდი და ფართო მაშტაბიანი ფაკულტეტი
05:38 / 22-08-2020
მსგავსი სიახლეები