ყოფილი კომაროველი, რომელიც მსოფლიოში მე-8 ადგილზეა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლებით
ყოფილი კომაროველი, რომელიც მსოფლიოში მე-8 ადგილზეა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლებით
ნიკა ბირკაძემ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში რიგით მესამე ოქროს მედალი მოიპოვა და ჯამში, სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით მე-8 ადგილზეა მსოფლიოში.
"იგი ყველა დროის 20 საუკეთესო მოსწავლეში შევიდა. მასზე მეტი ოქროს მედალი ინფორმატიკაში მხოლოდ 5 მოსწავლეს აქვს აღებული”- წერს თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ზაზა გამეზარდაშვილი ერთ-ერთ პოსტში. ნიკა 18 წლისაა და კომაროვის სკოლა დაამთავრა.
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს, რაც ქართველი მოზარდის უდიდესი აღიარება გახლდათ. ასეთ ტიტულს მხოლოდ ის მოსწავლეები იღებენ, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2
ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული. ნიკა კი უკვე 3 ოქროს მფლობელია.
წელს 100%-იანი გრანტით თავისუფალ უნივერსიტეტში ჩააბარა, პროგრამირების მიმართულებით. გვიყვება, რომ სწავლის გაგრძელებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გეგმავს. სასურველ პასუხს მარტის ბოლოსთვის ელოდება. მანამდე კი გვიზიარებს, როდის დაინტერესდა ინფორმატიკით და რამ განაპირობა მისი წარმატება:

mshoblebi

- მე-5 კლასში მათემატიკის ოლიმპიადაზე გავედი, რომელსაც საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი ,,მზიური“ ატარებდა. შემდეგ მათ თავის ცენტრში მიმიწვიეს. იქ დავიწყე ინფორმატიკის სწავლა და გამიჩნდა ინტერესი. მერე თავადაც ვწერდი პროგრამებს.

- სხვა საგნებთან როგორი დამოკიდებულება გქონდა?

- სხვა საგნებსაც კარგად ვსწავლობდი. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე.

- როგორ ფიქრობ, რისი დამსახურებაა ამდენი წარმატება შენს ცხოვრებაში?

- პირველ რიგში, იმ მასწავლებლების, რომლებიც მზიურში, წვრთნებზე მასწავლიდა. მათ ალბათ ყველაზე დიდი წვლილი
მიუძღვით. გარდა ამისა, დამოუკიდებლად მეცადინეობა და დიდი შრომა აუცილებელია, რომ წარმატებას მიაღწიო.

mshoblebi

- კიდევ რა ინტერესები გაქვს, თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?

- ფილმების ყურება, თამაშები ძალიან მიყვარს. ხანდახან ვხატავ კიდეც.

- სკოლას რა როლი აქვს წარმატებაში?

- მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში ჩემი წარმატება კომაროვის სკოლის მასწავლებლების დამსახურებაა. ბოლო ოთხი წელია მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში ვიღებ მონაწილეობას და ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მაქვს. გუშინ იყო კიდევ ერთი და შედეგები ჯერ არ ვიცით.

- როგორ ფიქრობ, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახის მხარდაჭერას?

- ოჯახის მხარდაჭერასაც ძალიან დიდი როლი ჰქონდა ჩემს წარმატებაში. მშობლებს დავყავდი ოლიმპიადებზე და კომაროვშიც მათი რჩევით გადავედი. ეს რომ არა, ალბათ საერთოდ სხვაგან ვიქნებოდი ცხოვრებაში. მათემატიკა და ინფორმატიკა სწორედ კომაროვიდან და ოლიმპიადებიდან შემიყვარდა. ამიტომ, მათ დიდი როლი აქვთ ჩემს წარმატებაში.

- ძველი და ახალი წარმატების შესახებ უფრო დეტალურად მოგვიყევი...

- პირველად მეცხრე კლასში გავედი საერთაშორისო ოლიმპიადებზე. მათემატიკაშიც და ინფორმატიკაშიც ვერცხლი ავიღე. შემდეგ იყო ევროპის ოლიმპიადა 15 წლამდე მოსწავლეებისთვის და იქ ინფორმატიკაში პირველ ადგილზე გავედი. შესაბამისად, ოქროს მედალიც ავიღე. მე-10 კლასში ინფორმატიკაში ოქრო ავიღე, მათემატიკაში - ბრინჯაო. იმ წელს ცენტრალური ევროპის ოლიმპიადაზეც ვიყავი და იქაც ოქროს მედალი ავიღე ინფორმატიკაში. მე-11 კლასშიც ოქროს მედალი მოვიპოვე ინფორმატიკაში, მათემატიკაში - ვერცხლი. ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში წელსაც ოქრო ავიღე, მათემატიკის შედეგები ჯერ არ ყოფილა, მაგრამ, სავარაუდოდ, იქაც ოქრო მექნება.

mshoblebi

- როგორ ტარდებოდა ოლიმპიადები, ონლაინ ფორმატია და თქვენ აქიდან მონაწილეობთ თუ სხვადასხვა ქვეყანაში მიდიხართ?

- წინა წლებში ერთი კონკრეტული ქვეყანა ატარებდა და მივდიოდით ხოლმე, წელს ორივე ოლიმპიადა ონლაინ ჩატარდა.

- ამდენი წარმატების შემდეგ გასაკვირი არაა ალბათ, რომ მათემატიკაში ერთიან ეროვნულ გამოცდაში მაქსიმალური 59 ქულა აიღე...

- დიახ, კომაროვში ვსწავლობდი და როგორც გითხარით, საერთაშორისო ოლიმპიადებში ვმონაწილეობდი. იმასთან შედარებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები საერთოდ არ იყო რთული. მგონია, რომ წარმატებისთვის მოკლე გზა არ არსებობს, უნდა იშრომო. ეს ყველაზე მთავარია.
გასულ წელს, როცა ნიკამ მეორე ოქრო მოიპოვა, mshoblebi.ge ნიკას დედას ლელა ნონიაშვილს ესაუბრა.
"თავიდანვე ძალიან ნიჭიერი იყო. სკოლაში მივიდა თუ არა, იმ დღიდანვე გამორჩეული იყო, განსაკუთრებით მათემატიკაში. რომ გითხრათ, თავს იკლავს მეცადინეობით-თქო, არა, ასე არ არის. ვეუბნები, კიდევ კარგი, ნიჭიერი ხარ-მეთქი. როცა მათემატიკურ კონკურსებში დავიწყეთ გამოსვლა, მესამე კლასში იყო და სულ წარმატებები ჰქონდა. მერე კომაროვის სკოლაში გადავიდა... არ არის აქტიური ბავშვი. სულ ვეუბნები, კიდევ კარგი, რომ გაქვს ეს ნიჭი და თავისთავად გამოამჟღავნე ცოდნა-მეთქი. თვითონ რომ რამე ეძებოს, რაღაცები სცადოს, ასეთი არ არის. ყველაფერი თავისთავად მოხდა. რადგან ასეთია, თვითონ იწვევენ ახლა და თავისით მოიტანა ამ წარმატებებმა მისით დაინტერესება." - ამბობდა ნიკას დედა ჩვენი საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში. წაიკითხეთ ეს ინტერვიუ სრულად

თამარ იაკობაშვილი

33127
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (16)
dudu
0
სოსო გეთანხმები ძმობილო რო თერგდალეულები დაბრუნდნენქვეყანაში მაგრამ კარგი დღე რომელს დაადგა. მესმის რომ ნიჭიერი თაობისგან თავდადებას და გმირობას ვიტხოვთ მაგრამ. არ არიან მენციერები ის ხალხი ვინც ქვეყანას წინ გაუძღვებიან ამ დროში. რეალობა ისაა რომ ეს ბავშვი რო უნივერსიტეტს დაამთავრებს ამერიკაში წელიწადში იმდენს შეთავაზებენ ვიდრე საქართველოში 25 წელი მუშაობითაც ვერ დააგროვებს. განა საწყენია რომ არ დაბრუნდება? იქნებ იქედან მაინც დაეხმაროს ქვეყანას ჩვენ მაგაზე ვიფიქროთ თრე აქ რო დაბრუნდე ელემენტარული დაინტერესება მაინც უნდა ქონდეს ამ დაქცეულ ქვეყანაში. თუ არადა მისგან გმირობას რომ ვითხოვთ ადგილობრივ მოზარდებს ქუჩაში ნაგვის დაყრაზე მივცეთ შენიშვნა აქედან ხომ არ დავიწყოთ ხომ არ აჯობებს. უამრავი თინეიჯერი ნაგავს ქუჩაში ყრის გული მიკვდება რომ ვუყურებ. სად იზრდებიან არ ვიცი. დედები დედებს არ გვანან შვილები შვილებს.
18:58 / 16-10-2020
ნანი
0
წარმატებას ვუსურვებ. ყველა ქართველის მიღწევა სახიხარულოა და მედიასაშუალებებმა ბევრად მეტი დრო სწორედ ასეთ მოზარდებზე საუბარს და გადაცემებს უნდა დაუთმონ. როგორც ვიცი, სხვადასხვა სფეროში არიან გამარჯვებული მოზარდები. ახლახანს გავიგე, თურმე, ქართველ გოგონას, მარიამს 2019 წელს 10 წლამდე მოზარდებში, ტაილანდში ჩატარებულ მსოფლიო სილამაზის კონკურსზე გრან-პრი აუღია. ინტერნეტის ერთი მცირე სტატიის გარდა, არსად არაფერი თქმულა. აუცილებელია, ტელევიზიებმა გააშუქონ მსგავსი მოვლენები, გადაცემები მიუძღვნან და მოზარდებსაც მეტი სტიმული მიეცემათ.
12:37 / 16-10-2020
სოსო
0
თერგდალეულებიც წავიდნენ უცხოეთში,მიიღეს განათლება და დაბრუნდნენ საქართველოში.სკოლა და ქვეყანა,ბავშვებს პატრიოტებად უნდა ზრდიდეს,ჩვენთან კი,დასავლეთ ევროპისა და ამერიკის პატრიოტებად ზრდიან.თუ ჭკვიანი და ნიჭიერი ქვეყნიდან გაუშვი,ქვეყანას რომ არაფერი ეშველება,ამას რად უნდა ლაპარაკი?
19:27 / 14-10-2020
ირინა ნერგაძე
0
წარმატებები ნიკა!
07:21 / 14-10-2020
დავით
8
ასეთი ცოდნით საქართველოში ვერ განვითარდები. წადი ამერიკაში , ევროპაში იქ მიაღწიე მწვერვალს. ღმერთმა ხელი მოგიმართოს
12:59 / 10-10-2020
მსგავსი სიახლეები