ვინ აიცრება გრიპის ვაქცინით პირველ ეტაპზე უფასოდ
ვინ აიცრება გრიპის ვაქცინით პირველ ეტაპზე უფასოდ
სახელმწიფომ გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შემოიტანა. ვის ჩაუტარდება პირველ ეტაპზე უფასოდ აცრა, თემაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე:

"გუშინწინ შემოვიდა 25 ათასი გრიპის საწინააღმდეგო, ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც დღეს უკვე თბილისსა და რეგიონებში გაიგზავნა. 135 ათას დოზაზე აქვს სახელმწიფოს კონტრაქტი და დანარჩენი 110 ათასი დოზა 23 ოქტომბრის კვირაში შემოვა. პირველ ეტაპზე 25 ათასი დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე მაღალი რისკჯგუფებისთვის
და პოლიკლინიკებში აიცრებიან. ესენი არიან ორსული ქალბატონები, მოხუცთა და ბავშვთა სახლების ბინადრები, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, ასევ შიდსიანი და ჰეპატიტიანი ავადმყოფები, ვინც მკურნალობაზე იმყოფებიან, დიალიზიანი ავადმყოფები. პირველ ეტაპზე, ვიდრე მეორე დიდი პარტია შემოვა, ეს ჯგუფები აიცრებიან. 23 -ის შემდეგ აიცრებიან სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, 65 წელს ზემოთ ქრონიკული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები. აქტიურად ვმუშაობთ, დამატებით კიდევ სახელმწიფომ 100 ათასი დოზის მობილიზაცია მოახდინოს, რომლის შემოსვლის ალბათობა ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის შუა რიცხვებია. შარშანდელ მოცულობასთან შედარებით, გასამმაგებული იქნება,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

4019
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
nia-s!
0
ნია ეტყობა ყოველთვე იცრება ჯერ გამოუგონარი პრეპარატით. საინტერესოა პრემიერ-მინისტრი იქ რატომ არ იცრება? ალბათ ოპოზიცია უმალავს. ნია შემთხვევით იქ ხომ არ მუშაობ?
10:49 / 08-11-2020
.
3
რა გულკეთილები ხართ? ჯერ აიცრას პარლამენტის ყველა ფეხმძიმე, უფულო და ავადმყოფი (იქ საკმაოდ ბევრნი არიან, განსაკუთრებით ოპოზიციაში) წევრი, მერე ავიცრით ჩვენ. კარგი, რომ იყვეს პარლამენტარს ვინ დაასწრებს უფულო აცრაში? ნია კი მოგზავნილი პროვოკატორია, ჯერ არ გამოუგონიათ და 2 წელი როგორ იცრება.
10:42 / 08-11-2020
მსგავსი სიახლეები