"დამოკიდებულება, თითქოს ისტორია მათემატიკაზე მარტივია, არასერიოზულია" - აბიტურიენტები, რომლებმაც ისტორიაში უმაღლესი ქულები მიიღეს
"დამოკიდებულება, თითქოს ისტორია მათემატიკაზე მარტივია, არასერიოზულია" - აბიტურიენტები, რომლებმაც ისტორიაში უმაღლესი ქულები მიიღეს
დღეს აბიტურიენტებმა კიდევ ერთი ძირითადი საგნის, ისტორიის ქულა გაიგეს. სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრმა მიიღო დაბალი ქულა და ბევრმაც ვერ გადალახა ბარიერი. 
ტრადიციულად, გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებმაც უმაღლესი შეფასება მიიღეს.

ქეთი კვიჟინაძე ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლაში სწავლობდა. მან 60 ქულის აღება მოახერხა და მომავალ აბიტურიენტებს ახლა საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:
mshoblebi
- არაჩვეულებრივი შეგრძნებაა უმაღლესი ქულის მიღება, სიმართლე გითხრათ, ცოტათი ველოდი კიდეც. ისტორია მე-7 კლასიდან განსაკუთრებულად მიყვარს, რაც დიდწილად სკოლის მასწავლებლის დამსახურებაა. ვფიქრობ, წელს იმავე სირთულის საკითხები იყო, როგორიც გასულ წლებში, განსაკუთრებული სირთულე არ შემიმჩნევია.
ყველაზე საყურადღებო დავალება წყაროა, რომელსაც დიდი დაკვირვება სჭირდება. თუმცა, ვფიქრობ, რთული არაფერი არაა, თუ ისწავლი და ბევრს იშრომებ. ისტორიაში ბარიერის გადალახვა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე, მაგალითად, მათემატიკაში, მაგრამ მაღალი ქულის მიღება არ არის მარტივი, რადგან, მინიმუმ, 3-4 საათი მეცადინეობა და ყოველდღიურად გამეორება სჭირდება. ამიტომ, ჩემი აზრით, ის დამოკიდებულება, თითქოს ისტორია მათემატიკაზე მარტივია, არასერიოზული და დაუფიქრებელია. თსუ-ის სოციალურ მეცნიერებებზე, პოლიტიკის განხრით ვაბარებ. სულ 3 საგანი ჩავაბარე, დანარჩენ ორ საგანში უმაღლეს ქულამდე 2-2 ქულა დამაკლდა, სამწუხაროდ.

გიორგი ბრეგვაძემ
კი თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა დაამთავრა. ისტორიაში 59 ქულა აიღო. მაღალი შედეგი აქვს სხვა საგნებშიც. ამბობს, რომ გამოცდაში არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა, არამედ ლოგიკური მსჯელობაც ძალიან მნიშვნელოვანია:
mshoblebi
-
პირველ რიგში, შედეგს შრომისმოყვარეობის ხარჯზე მივაღწიე. მე-11 კლასი ამერიკის შეერთებულ შტატებში გავატარე. იქ FLEX-ის პროგრამით ვსწავლობდი. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, ვემზადებოდი არა მარტო სასკოლო პროგრამით, არამედ ინდივიდუალურადაც. ძალიან კარგად ვიცოდი ჩემი სუსტი წერტილები და ყოველდღიურად ვცდილობდი, შედეგი გამეუმჯობესებინა. საკმაოდ დატვირთული წელი მქონდა და დროის მენეჯმენტი ძალიან დამეხმარა. ინგლისურში თავადაც მყავდა მოსწავლეები. საგანი მასწავლებელმა შემაყვარა და ინტერესი გამიღვივა. დოკუმენტური ფილმების ყურებით ვარ გატაცებული და ესეც ძალიან კარგი საშუალება აღმოჩნდა, რომ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიმეღო და გამოცდაში მსჯელობის ნაწილში დამხმარებოდა. რაც შეეხება ტესტს, ვფიქრობ, შარშანდელთან შედარებით, უფრო საინტერესო იყო. მხოლოდ წლების დაზეპირების შემთხვევაში, სწორ გადაწყვეტილებამდე ვერ მიხვიდოდი. საკითხი სიღრმისეულად უნდა გქონოდა გააზრებული. იყო ორაზროვანი პასუხები, სადაც მარტო ფაქტობრივი ცოდნა კი არა, ლოგიკაცაა აუცილებელი. ძალიან საინტერესო იყო წყაროს ანალიზი და ბრძოლის სქემა იმიტომ, რომ როგორც ვთქვი, ფაქტობრივი ცოდნის გარდა, ანიტურიენტის უნარსაც ამოწმებდა. სხვა საგნებშიც კარგი შედეგი ვაჩვენე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 70-იდან 68 ქულა ავიღე, ხოლო ინგლისურში 79 ქულა 80-იდან.

მარიამ ტურძილაძე
თამარ იაკობაშვილი


alt"სტერეოტიპია, რომ მათემატიკა ბიჭებს უკეთესად გამოსდით, ვიდრე გოგონებს..." - რას ამბობენ გოგონები, რომლებმაც უმაღლესი შეფასება მიიღეს მათემატიკის გამოცდაში


6057
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები