ქალზე ძალადობის 9 მაგალითი ქართულ სასკოლო ლიტერატურაში და მათი გავლენა ზრდასრულ ასაკში
ქალზე ძალადობის 9 მაგალითი ქართულ სასკოლო ლიტერატურაში და მათი გავლენა ზრდასრულ ასაკში
საქართველოში ქალზე ძალადობის თემაზე, ერთხელ უკვე დავწერე, სადაც საუბარი იყო კონკრეტულ შედეგებზე, თუმცა აღნიშნულზე გაცილებით მნიშვნელოვანია ის მიზეზები, რომლებიც მამაკაცებს ძალადობისკენ უბიძგებს. მიმდინარე პერიოდში საკმაოდ დიდია ე.წ. ქალების მორჩილებისკენ მიმართული პროპაგანდა, ისევე, როგორც ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე აზრთა სხვადასხვაობა:

* ერთნი ამაში, ისევ ძალადობის მსხვერპლ ქალებს ადანაშაულებენ და არგუმენტად მოჰყავთ ფაქტი, რომ ქალმა საკუთარი ინიციატივით აირჩია "ასეთ" კაცთან ურთიერთობა;
* მეორენი ისევ ქალებს, ამჯერად დედებს ადანაშაულებენ შვილების მოძალადეებად გაზრდაში;
ეკლესიაც ქალებს მამაკაცებისკენ მორჩილებისკენ მოუწოდებს და ამით კიდევ უფრო ამყარებს სტერეოტიპს მამაკაცებში,
რომ "ურჩი" ქალი – "დასჯას"
იმსახურებს;
* საინტერესო იქნება ვეძიოთ მსგავსი სტერეოტიპების ჩამოყალიბების სათავეები ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, კერძოდ – მიმოვიხილოთ სასკოლო ლიტერატურა, სადაც მოყვანილი სახეები, ქვეცნობიერად ისევ ქალის მორჩილების "დაკანონებას" უწყობს ხელს მამაკაცის ცნობერებაში…

1. დავიწყოთ ქრესტომათიიდან, ყველას კარგად გვახსოვს შუშანიკი, მისი ფრაზა "როდის იყო დედათა და მამათ ერთად ეჭამოს პური", შემდეგ ვარსქენის ძალადობა მასზე და თითქოს არაფერი… ქმარმა საჭიროდ მიიჩნია დაესაჯა ცოლი და ეს ნორმალურია, აქცენტები კი – სულ სხვა თემებზეა დასმული, მიუხედავად წარმომავლობისა, მას არავინ იცავს, რადგან ქმრის გადაწყვეტილებაა და არც არის განხილული სხვისი ჩარევა;
2. აკაკის "გამზრდელი", სადაც ძალადობის მსხვერპლი ნაზიბროლა "ჩუმად ტირის და თავს ახლის ტინის კედელს", ნაცვლად იმისა, რომ თავის დაცვას შეეცადოს, თავსაც თავად გრძნობს დამნაშავედ, მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე იძალადეს. ამ ყველაფრის გაგების შემდეგ კი, სულგრძელი ქმარი "აპატიებს" ყველაფერს და შერცხვენილ ნაზიბროლასთან რჩება;
3. კიდევ უფრო მძაფრ ფორმებშია გამოხატული "ჯაყოს ხიზნებში", მარგოს სახე…ჯაყო სამჯერ ადის ეტლში და ძალადობს მარგოზე, სადაც პირველად ქალი წინააღმდგეგობას უწევს, მეორედ – აღარ აპროტესტებს, ხოლო "მესამე წრეზე" უკვე თავადაც კომფორტულად გრძნობს თავს იმით, რომ მასზე იძალადეს. ის მოძალადე კაცში, ნამდვილ მამაკაცს ხედავს და უყვარდება, ბოლოს კი ისევ მონობით ასრულებს… აღნიშნული ნაწილიდან, თითქოს ლოგიკურად გამოდის, რომ ქალი მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგია, ბოლოს მაინც ეგუება ბედს და უფრო მეტიც, შეიძლება ეს მოვაწონოთ კიდეც, შესაბამისად – ერთხელ ცდა საკმარისი არ არის, მასზე რამდენჯერმეა საჭირო ძალადობა?!
4. "ნატვრის ხე", სადაც ასევე კარგად გვახსოვს მარიტას " სამაგალითო დასჯა" და სასჯელის გამომწვევი მიზეზებიც… გაგრძელება
7627
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ლალი
0
,,ჯაყოს ხიზნებში" მარგოს სახეს სიმბოლური დატვრთვა მისცა ავტორმა - რუსეთის იმპერიის მიერ ნამუსახდილი და ქართველი ინტელიგენციის მხრიდან დაუცველი საქართველოა ეგ და არა უბრალოდ გაუპატიურებული ქალი. ამადაც გაიწირა ჯავახიშვილი. აქ ცალსახად ქალზე ძალადობა კი არ მოგვცა ავტორმა. ნუ შევიყვანთ მკითხველს შეცდომაში. რაც შეეხება მარიტას სახეს (,,ნატვრის ხე"), ზუსტად მაგ გონებრივი სიბეცისა და გაუნათლებლობის წინააღმდეგ მიმართული ტექსტია, რომელიც ყველა სახის მოძალადის მიმართ პროტესტის გრძნობით გამნაწყობდა მკითხველს იმდროინდელი მონური სისტემის სინამდვილეში. ყველა ნაწარმოები ძალადობის მიმართ პროტესტით გამოირჩევა. ეგ მარადიული თემაა, სამწუხაროდ, რომელიც ძველ საუკუნეშიც აწუხებდა მოაზროვნე ქართველს და დღეს მეტად აქტუალურია, თუმცა მისი აღმოფხვრა რთულია ისევ ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე.
21:38 / 10-02-2019
qetutq
0
შოთა რუსთაველი დაგავიწყდა:ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია.
17:56 / 19-12-2014
myquiz
მსგავსი სიახლეები