"ბავშვიანი ოჯახები დაგვამარცხა ხელისუფლებამ! მშობლებს მოგვერივნენ, როგორც ყველაზე დაბალ ღობეს" - მეგი კავთუაშვილი
"ბავშვიანი ოჯახები დაგვამარცხა ხელისუფლებამ! მშობლებს მოგვერივნენ, როგორც ყველაზე დაბალ ღობეს" - მეგი კავთუაშვილი
მე ვარ მეგი კავთუაშვილი, ორი შვილის დედა. აგვისტოს ბოლოდან ყოველ საღამოს, როცა სახლში ვბრუნდებოდი, ჩემი შვილები მეკითხებოდნენ: - დე რამე ახალი არ არის სკოლაზე? მშობლების აქტივობას შედეგი არ მოყვა? თქვენი წერილი წაიკითხეს ნეტა, ვისაც მისწერეთ? როგორ ჩაიარა შეხვედრამ განათლების სამინისტროსთან, სკოლაში წავალთ? ისევ online უნდა ვისწავლოთ?

დღეს სწავლა დაიწყო, ორივე კომპიუტერს უზის და ეკრანს მისჩერებია. საზეიმო განწყობას მხოლოდ სახეზე ვინარჩუნებ, როგორც ადრე. ბავშვებმა რომ არ შემატყონ იმედგაცრუება. სინამდვილეში არ მეზეიმება, რადგან პანდემიის დაწყებიდან მესამე სასწავლო წელს სწავლის დისტანციურად დაწყება და
მთელი წელი ბავშვების ჩაბნელებულ ეკრანებთან
ჯდომის პერსპექტივა სიხარულის საფუძველს მაცლის. მთელი წელი-მეთქი ვამბობ, რადგან პანდემიის ამგვარი მართვის შემთხვევაში, დიდი შანსია დასახელებულ ერთადერთ კრიტერიუმს, ე.წ. 4%-ს დიდ ქალაქებში ვერც 4 ოქტომბრისთვის ჩამოვცდეთ.

ბავშვებთან ერთად ვზივარ მეც და იმის ნაცვლად, სამუშაო საათებში სამსახურის საქმეს ვაკეთებდე, ოჯახის და ქვეყნის დოვლათის შექმნაში შემქონდეს წვლილი, როგორც ეკონომიკურად აქტიურ მოქალაქეს, ვეხმარები შვილებს, სრულიად მარტონი რომ არ დარჩნენ, სახელმწიფოსგან მიტოვებული ბავშვები.

დღეს დარწმუნებით ვამბობ, რომ მშობლები და ბავშვები დავმარცხდით. ჩვენივე ხელისუფლებამ დაგვამარცხა. თან ისე დაგვამარცხა, ერთი სიტყვაც არ მოუგდია ჩვენთვის. ერთი სანუგეშო სიტყვა, რომ ესმით ჩვენი; იციან, რომ დისტანციურად მიღებული განათლება ის არ არის, რაც უნდა იყოს; ბავშვების სახლებში გამოკეტვა ძალიან ცუდი გა მოსავალია; მშობლების რესურსი ამოწურვადია, გვითანაგრძნობენ და ა.შ. არაფერი მსგავსი!

აი, ასე! ავტორიტარი მშობელი რომ უბრძანებს შვილს - შედი ოთახში და არ გამოხვიდე იქიდან, სანამ მე არ გეტყვი! ასეთივე ავტორიტარია დღეს ჩვენი ხელისუფლება. ერთხელ რომ გეტყვის უნდა გაიგო! აღარ არის საჭირო, შეკითხვების დასმა: რატომ მივედით აქამდე, როგორ ახერხებენ სკოლების გახსნას განვითარებული ქვეყნები? პასუხების გამოთხოვა: რა კეთდება იმისთვის, რომ ბავშვები სკოლებს დაუბრუნდნენ! შეკამათება - რეგულაციების დაცვით ბავშვებმა სკოლაში უნდა იარონ!

  • ბავშვიანი ოჯახები დაგვამარცხა განათლების სამინისტრომ!
  • დაგვამარცხა ჯანდაცვის სამინისტრომ!
  • დაგვამარცხა პრემიერ-მინისტრმა!
  • დაგვამარცხა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, საკოორდინაციო საბჭომ და მთლიანად ხელისუფლებამ!
მოგვერივნენ, როგორც ყველაზე დაბალ ღობეს. მშობლებს ხომ ყველაზე მეტი გვაქვს დასაკარგი, ჩვენს გაჩუმებას რა უნდა?! ბავშვებს კი არჩევნებში ხმის უფლებაც კი არ აქვთ, შესაბამისად არჩევნების წინ ვის ახსოვს ისინი?!
მე დღეს დამარცხებული მშობელი ვარ, რომელმაც ვერ დაიცვა თავისი შვილები. ვერ დაარწმუნა ხელისუფლება, რომ სკოლები პირველი უნდა გახსნას და ბოლო დახუროს, იმისთვის, რომ არ მივიღოთ ე.წ. კოვიდის დაკარგული თაობა.
ეს მარცხი მშობლებს აუცილებლად მოგვცემს ახალ ძალას, რათა განახლებული ენერგიით შევახსენოთ მთავრობას: #მშობლებთანერთად ბავშვის განვითარება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და თქვენს ანგარიშზე იყოს ის ზიანი, რაც ჩემ შვილებს და მათ თანატოლებს პანდემიის დაწყებიდან მესამე სასწავლო წელს ეკრანთან გაუთავებელი ჯდომისგან ადგებათ.

მეგი კავთუაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" დამფუძნებელი
22738
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (14)
მანანა
7
მეს ზუსტად ეგ საკითხი მაწუხებს, მეორე შვილის რომ გავჩინე სახლში დავჯექი და ველოდებოიდ როდის წამვზრდიდი რომ სამსახური მეშოვნა, 2 წლის გახდა და ვერ იარა 3 ის გახდა ვერ იარა ახლა 4 ის არის, ჩემი ხელფასს მთლიანად ვაძლევ ძიძას. ვერ ვხდები უბრალოდ თუ კერძო ბაღს შეუძლია იმუშაოს რატომ საჯაროს არა. ნუ სკოლებზე საერთდ აღარაფერს ვამბობ.
13:18 / 15-09-2021
მაკო
2
არავის არ სიამოვნებს ეს ონლაინ-განათლება, არ არის ეს ახალი ამბავი! სახელმწიფო ცოდავს, არც ეს არის ახალი - ვერ გაუძლო ბიზნესის, არჩევნების, დასვენებისმოყვარულთა და ა.შ. ზეწოლას, მაგრამ ჩვენ, საზოგაფოებამ, მოსწავლეებისა და სტუდენტების ოჯახებმა რა გავაკეთეთ, რომ ეს მოცემულობა აგვეცილებინა თავიდან? სადმე თავისით გაქრებოდა ეს ვირუსი სექტემბრამდე? ამიტომ ყველაფრის გადაბრალება სხვაზე არ არის სწორი! არც ისაა მაინცდამაიც დამაჯერებელი, რომ აცრილი პედაგოგი არის პანაცეა- კლასში საშუალოდ 7-10 პედაგოგი შედის, როცა 30 მოსწავლეა. ამ 30 მოსწავლეს ორჯერ მეტი მშობელი ჰყავს და აღარ გავაგრძელებ... ამიტომ ეს განგაში ადრე იყო დასაწყები, პრევენციაც - ადრე გასაკეთებელი, თორემ ახლა ეს უკვე მოცემულობაა და ვერცერთი სამინისტრო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, მინიმუმ, დღიური გარდაცვალების ასეთი მძიმე ნიშნულის ფონზე...
13:04 / 15-09-2021
მეგი კავთუაშვილი
12
წავიდა ის დრო, მშობლებს რომ ამუნათებდით, ბავშვის მოვლა ეზარებათო. ძალიან არ გვენაღვლება რას წერთ ბავშვზე რეალურად მზრუნველ მშობლებზე ტროლ-ბოტები და მათთან გათანაბერებულები. როგორღაც გადავიტანთ თქვენ დაცინვასაც, სადაც ამდენს ვუძლებთ.
12:46 / 15-09-2021
123
3
ეუფ, თან დამფუძნებელი ყოფილა... დღევანდელი სკოლა ბავშვს რომ სრულყოფილ ცოდნას ვერ აძლევს ცხადია და დროა რეალობას თვალი გავუსწოროთ, ამიტომ თუ მშობელი არ არის ჩართული ბავშვის განათლების საქმეში , იქ შედეგი ნულია. სკოლის როლის ასეთი გაიდეალება გადამეტებულია, თუ ვინმეს თავისი სამსახური და საერთო დოვლათის შექმნა ასე ადარდებს, კი ბატონო, მიუგდეთ ბავშვი მხოლოდ სკოლას, სადაც რეგულაციების დაცვა ძალიან რთულია - ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ ეს მოთქმა-გოდება რა უბედურებაა? ყველას აქვს არჩევანის უფლება და აირჩევს რაც მისი ბავშვისთვის არის უკეთესი, თუნდაც მასწავლებლის ფუნქციის აღება მოუწიოს....
12:12 / 15-09-2021
მსგავსი სიახლეები