4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და ბაღებში განახლდება
4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და ბაღებში განახლდება
4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა სრულად აღდგება. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა ასევე 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში განახლდება.

პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უფლება ეძლევათ სასწავლო პროცესი დასწრებულ ფორმატში განაახლონ. გადაწყვეტილებებს თავად მიიღებენ. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

"განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით დაცული იქნება. სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. ეს
დიდი მიღწევა უნდა შევინარჩუნით, ამისთვის აუცილებელია, რომ ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. იმისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა სწავლა საკლასო ოთახებში გააგრძელონ, ჯანსაღი გარემო არა მხოლოდ სკოლებში, არამედ სახლებშიც უნდა იყოს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, უმორჩილესად გთხოვთ ჩვენი ბავშვების მშობლებს, რომ აიცრან."- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, მშობლებს მაქსიმალურად მოქნილ სისტემას სთავაზობენ. კერძოდ, თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ ურჩევნია, მისმა შვილმა კვლავ ონლაინფორმატში გააგრძელოს მეცადინეობები, ამის უფლება ექნება და თავად გადაწყვეტს.

თამარ იაკობაშვილი

8277
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნინო
1
სად არის თქვენი 4%???? უკვე დაგავიწყდათ???
00:02 / 29-09-2021
მსგავსი სიახლეები