მათემატიკა წარმოუდგენლად პრაქტიკული და გამოყენებადი საგანია - უბრალოდ, უნდა დაეხმაროთ ბავშვს ამის გაგებაში. მაგალითად, კონკრეტულად ეს საგანი სხვადასხვა, მრავალფეროვანი პროფესიის არჩევის შესაძლებლობას იძლევა. ბუნებრივია, დაწყებით საფეხურზე ბავშვები სერიოზულად არ ფიქრობენ პროფესიის არჩევაზე, მაგრამ ისინი მთლიანად ისრუტავენ ინფორმაციას და ის, რაც "დაითესება", შედეგი შესაძლოა მოავალში გამოჩნდეს. ამიტომაც, მოუყევით თქვენს შვილებს მომავლის პროფესიებზე, რომლებიც მათემატიკის გარეშე წარმოუდგენელია.
სამყარო
ეს კი ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება. უახლოეს მომავალში ვირტუალური ურთიერთობები, 3D ბეჭდვა, თვითმართვადი ავტომობილები და რობოტები, გენური ინჟინერიის პროდუქტები ჩვეულებრივი რამ გახდება. ენერგიის განახლებისა და კლიმატის მართვის უფრო ეფექტური საშუალებები გველოდება. ამისთვის კი ახალი სპეციალისტები გვჭირდება.
მომავლის მრავალი პროფესია სწორედ მათემატიკის ცოდნას ეფუძნება. რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.

1.ურბანისტ-ეკოლოგი
სპეციალისტი, რომელიც ახალ ქალაქებს ეკოლოგიური ბიოტექნოლოგიის საფუძველზე დააპროექტებს. ერთი2. ბიოტექნოლოგი
ეს იქნება ექსპერტი ენერგიის ახალი წყაროების, ორგანული ელექტრონიკის, ბიოდეგრადირებადი მასალებისა და გენების რეპროგრამირების ძიების მიმართულებით. ბიოტექნოლოგს ენერგეტიკოსებთან ერთად შეუძლია ბიოსაწვავის შექმნაზე იმუშაოს. ან კიდევ ქირურგებთან ერთად ტრავმატოლოგიაში გადასანერგი მასალების შექმნა, გამოიგონოს ბიოსინთეზური პროდუქტები ღარიბი რეგიონებისთვის და მოძებნოს გზები დედამიწაზე ნაგვის შესამცირებლად.3. IT - მედიკოსი
ახლა მედიცინაში უზარმაზარი მონაცემებია და მეცნიერებს შეუძლიათ, შეაგროვონ და გაანალიზონ დიდი მოცულობის მასალა ონლაინ. ბაზებს სწორედ IT- მედიკოსი მართავს. ის საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტია. ქმნის და მართავს ფიზიოლოგიურ მონაცემთა ბაზებს, ასევე, ავითარებს პროგრამულ უზრუნველყოფას სამკურნალო თუ სადიაგნოსტიკო აღჭურვილობისთვის.