"არ არის სასურველი, ნებისმიერ ადამიანს მივცეთ ბავშვის ჩახუტების, მუხლებზე დასმის შესაძლებლობა ... ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სხეულის გარკვეული ადგილები ხელშეუხებელია"


ფსიქოლოგი, პროფესორი ნატა მეფარიშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რა უნდა იცოდეს ბავშვმა, როდესაც მას ეხებიან და რატომაა ბავშვის სხვების თვალწინ გაშიშვლება არასწორი საქციელი.

- ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სხეულის კონკრეტული ნაწილები ხელშეუხებელია. რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ნებისმიერს შეხება არ შეუძლია.

მარი მალაზონია: საჯაროდ ბავშვის გაშიშვლება, სასქესო ორგანოების დემონსტრაცია, თავის მოსაწონებლად, რომ "ოჯახში ვაჟკაცი იზრდება", ეს ძალიან საშიში და არასწორი გადაწყვეტილებაა.

ნატა მეფარიშვილი: ნამდვილად, ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობელსაც კი, ბებია-ბაბუასაც, ბიძას, ბიცოლას, მეზობელს და მით
უმეტეს, ვიღაცას, ნაკლებად ნაცნობს, არ აქვს უფლება, მისი სხეულის ნაწილების, რომლებსაც სასქესო ორგანოები და ინტიმური ზონები ჰქვია, მისი პირადი სივრცის შეხების. არ არის სასურველი, რომ ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, მჭიდროდ მიიკრას, ჩაიხუტოს, მუხლზე დაისვას და ასე შემდეგ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ მას არ უნდა, ეს არაფრით არ უნდა მოხდეს და ასევე, უნდა იცოდეს, რა ტიპის შეხებაა ნებადართული და ვისგან. არსებობს ადამიანების კატეგორია: დედა, მამა, ნდობით აღჭურვილი პირი, პირობითად, ძიძა, ახლობელი, რომელშიც დარწმუნებული ვართ, რომ შეიძლება ნდრობა, ექიმი - ბავშვმა ისიც უნდა იცოდ
ეს, რომ ამ ტიპის შეხება შესაძლებელია. მაგრამ, არის შეხებები, რომლებიც შეიძლება კარგი არ იყოს. ამაზე შვილს თუ არ დაველაპარაკებით, ცხადია, არ ეცოდინება. ბუნებრივია, ეს განათლებას უკავშირდება. ამ განათლებას თავისი ფორმები აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ 4 წლის ასაკის ბავშვი ისე ნათლდება სქესობრივი თვალსაზრისით, როგორც 12 წლის ასაკის. რას ვასწავლით, წინასწარ უნდა დაიგეგმოს პროფესიონალების მიერ, კონკრეტული საგანმანათლებლო გეგმა უნდა იყოს შედგენილი და შეტანილი წინასასკოლო დაწესებულებაში. რომ გაიზრდება, სკოლის დაწყებით საფეხურზე სხვა ინფორმაცია სჭირდება, გარდატეხის ასაკში სხვა და ასე შემდეგ, მანამ, სანამ თავად არ მიაგნებს სანდო წყაროს.

altროდის უნდა დაიწყოს ბავშვმა მარტო ბანაობა და რატომ არის მანკიერი ტრადიცია მის ინტიმურ ადგილებზე შეხება - ნევროლოგის განმარტებები ტაბუირებულ თემებზე


7313
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ი.ლ
0
როგორ არ იყვნენ ყოველთვის იყვნენ უბრალოდ ამაზე არავკნ ისაუბრებდა.აი ეხლა რომ ჩამოუარო ადამიანებს და სთხოვო რომ გაგესაუბრონ ყოველი მეორე გამოყყდება და გაიხსენებს რომ გადახდა თავს რათაც მსგავსი.მე პირადად უნივერსიტეტის ბაღში თამაშის დროს შევამჩნიე არასასიამოვნო ადამიანი.დედაჩემი მიხვდა და სასწრაფოდ გამომიყვანა და ჩქარი ნაბიჯებით წამიყვნა სახლში.ვერ მივხვდი რა ხდებოდა მაგრამ არასასიამოვნო და ფედაჩემის განგაში საკმარისი იყო ჩემითვის.ასე რომ ნუ გამოიდებთ თავს არ ხდებოდა მაშინ სხვა დრო იყოო
17:48 / 20-02-2022
ხალხი რას იტყვის ..მაგას ფასი ჰქონდა
0
ადრე არ იყვნენ პედოფილები (ან იყვნენ მაგრამ არ ტყდებოდნენ თავიანთ თავთანაც კი.იმიტომ რომ ეს საზიზღრიბა რომაა იცოდბენ და იყო სირცვილი რიდი)და იმიტომაც იყო ხალხი ლაღად ბავშვებზე .ვინ იფოქრებდა ასეთ ავხორცობას ნათესავისგან?? ეხლა ?!
20:10 / 19-02-2022
მსგავსი სიახლეები