ფსიქოლოგი, პროფესორი ნატა მეფარიშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რა უნდა იცოდეს ბავშვმა, როდესაც მას ეხებიან და რატომაა ბავშვის სხვების თვალწინ გაშიშვლება არასწორი საქციელი.
- ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სხეულის კონკრეტული ნაწილები ხელშეუხებელია. რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ნებისმიერს შეხება არ შეუძლია.
მარი მალაზონია: საჯაროდ ბავშვის გაშიშვლება, სასქესო ორგანოების დემონსტრაცია, თავის მოსაწონებლად, რომ "ოჯახში ვაჟკაცი იზრდება", ეს ძალიან საშიში და არასწორი გადაწყვეტილებაა.
ნატა მეფარიშვილი: ნამდვილად, ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობელსაც კი, ბებია-ბაბუასაც, ბიძას, ბიცოლას, მეზობელს და მით უმეტეს, ვიღაცას, ნაკლებად ნაცნობს, არ აქვს უფლება, მისი სხეულის ნაწილების, რომლებსაც სასქესო ორგანოები და ინტიმური ზონები ჰქვია, მისი პირადი სივრცის შეხების. არ არის სასურველი, რომ ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, მჭიდროდ მიიკრას, ჩაიხუტოს, მუხლზე დაისვას და ასე შემდეგ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ მას არ უნდა, ეს არაფრით არ უნდა მოხდეს და ასევე, უნდა იცოდეს, რა ტიპის შეხებაა ნებადართული და ვისგან. არსებობს ადამიანების კატეგორია: დედა, მამა, ნდობით აღჭურვილი პირი, პირობითად, ძიძა, ახლობელი, რომელშიც დარწმუნებული ვართ, რომ შეიძლება ნდრობა, ექიმი - ბავშვმა ისიც უნდა იცოდ