- ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ხარისხის გაუმჯობესებისა და ფასების დარეგულირების მიზნით მიიღეს. რეცეპტში ძირითადი, ანუ ჯენერიული დასახელება უნდა დაიწეროს და ამის მიხედვით, მომხმარებელი რომელ სააფთიაქო ქსელშიც სურს, ფასისა და მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით, თავად
- რომელი მედიკამენტებისთვის იქნება რეცეპტის გამოწერა საჭირო?
- რეცეპტი არ სჭირდება კომბინირებულ მედიკამენტებს. ასევე, ბიოლოგიურ მედიკამენტებს, ვიტამინებს, მარტივ ტკივილგამაყუჩებლებს, ფერმენტულ პრეპარატებს. მაგრამ, ჰორმონოთერაპიის, კორტიკოსტეროიდების, არტერიული ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა სისთემის პათოლოგიის, სხვადასხვა სახის რესპირატორული ტრაქტის პრობლემების, ანტიბიოტიკების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამის რეცეპტია საჭირო. როგორც გითხარით, ეს სტანდარტი ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაშია. ჩვენთან შესაძლოა თავიდან გარკვეულ დისკომფორტი შეიქმნას, თუმცა, მგონია, რომ ცვლილებას შევეჩვევით. კონკრეტული მედიკამენტის გამოწერა და ელექტრონულ სისტემაში გადაგზავნა პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, აქ კიდევ ერთი საკითხია. იმ მედიკამენტის დანიშვნა, რომელსაც რეცეპტი ესაჭიროება, დაკავშირებულია იმასთან, რომ ამა თუ იმ პაციენტს დადასტურებული უნდა ჰქონდეს ნამდვილად სჭირდება თუ არა კონკრეტული წამალი. უფრო ზუსტად, თითოეული პაციენტის მონაცემი ელექტრონულად უნდა აიტვირთოს და ექიმმა დაასაბუთოს, რომ მას ნამდვილად სჭირდება კონკრეტული მედიკამენტი. ეს კეთდება იმის გადასამოწმებლად, რამდენად სწორად შეაფასა ექიმმა პაციენტის მდგომარეობა და ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მიზანშეწონილია თუ არა კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნა. ექიმის ვალდებულებაა, რომ რეცეპტი ელექტრონულ სისტემაში გადააგზავნოს, რომ მონიტორინგი განხორციელდეს. გადაგზავნილი მონაცემების საფუძველზე, პაციენტს შეუძლია მივიდეს აფთიაქში, უთხრას საკუთარი სახელი, გვარი და პირადი ნომერი და მიიღოს ის მედიკამენტი, რაც ექიმმა დაუნიშნა. შეუძლია პაციენტს დაწერილიც გაატანოს, მაგრამ თუ ელექტრონულად არ იქნება გამოწერილი, მომხმარებელი მხოლოდ ფურცელზე გამოწერილი რეცეპტით მედიკამენტს ვერ მიიღებს. ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ეს ცუდი არ არის, თუმცა პირველ ეტაპზე, როგორც აღვნიშნე, შესაძლოა დაბნეულობა გამოიწვიოს. ადვილი შესასრულებელი არ არის და საკმაოდ დიდ ყურადღებას მოითხოვს.ასევე, ვიცით, რომ ბაზარზე თურქული მედიკამენტებიც შემოვიდა, რაც ნამდვილად სერიოზული შვებაა. მე ყოველთვის ვემხრობი, რომ მედიკამენტი უნდა ფლობდეს GMP სერთიფიკატს, უნდა იყოს მაღალი სტანდარტის, გავლილი ჰქონდეს კლინიკური კვლევები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზარზე ვერ შემოვა. რა თქმა უნდა, კარგი ხარისხისაა ევროპული პრეპარატებიც და არ უნდა დაგვავიწყდეს ქართული წარმოებაც. ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტების ბაზარზე შემოსვლის კონტროლს შესაბამისი უწყებები ახორციელებენ და თუ ისინი გარკვეულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, სააფთიაქო ქსელში ვერ მოხვდებიან. რაც შეეხება ელექტრონული რეცეპტთან დაკავშირებულ საკითხს, ეს ცვლილება ხარისხიანი მკურნალობისა და ზედმეტი მედიკამენტების დანიშვნის თავის არიდებისთვისაა განკუთვნილი.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, გამოწერილ რეცეპტს ვადა 10 დღე აქვს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია პირდაპირ მივიდეს სააფთიქო ქსელში, ფარმაცევტს უთხრას სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ის შეამოწმებს, რომელი ჯგუფის მედიკამენტი აქვს გამოწერილი, ამის შემდეგ კი რამდენიმე ვარიანტს შესთავაზებს, ფასისა და მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით. რა თქმა უნდა, მომხმარებელი პრეპარატს საკუთარი სურვილის მიხედვით აარჩევს.
აღსანიშნავია, რომ რეცეპტის გამოწერა მეორე ჯგუფის მედიკამენტებისთვისაა სავალდებულო. პრეპარატების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:
თამარ იაკობაშვილი