- როცა მოზარდი არ სწავლობს... ეს არის შეკითხვა, რომელსაც მოზარდის მშობლები ძალიან ხშირად სვამენ - რა ვქნათ, სწავლა ხომ მნიშვნელოვანია, აუცილებლად ხომ უნდა დააგროვოს რაღაც ცოდნა და ასე შემდეგ.
მშობელი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს იმასთან მიმართებაში, თუ რა აკადემიური ან ნებისმიერი სხვა უნარი აქვს მის შვილს. მას
და მაინც, როდესაც ბავშვი არ სწავლობს... როდესაც არ სწავლობს, ისევ დავუბრუნდები იმ ძირითად საკითხს, რომელსაც მშობელსა და შვილს შორის ეფექტური, პოზიტიური კომუნიკაცია ჰქვია. თუ ეს ყველაფერი გავაკეთე და მგონია, რომ ასპარეზი მომზადებულია იმისთვის, რომ ბავშვმა უნდა ისწავლოს, მაგრამ მაინც არ სწავლობს, შეკითხვები უნდა დავსვა, რამ გამოიწვია ის, რომ არ სწავლობს? უნდა მახსოვდეს, რომ ეს გარდატეხის ასაკია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მოცემულობას შეიძლება ბევრი ფაქტორი ცვლიდეს. ამას ყური უნდა ვუგდო და უნდა გავიგო, რაიმე ხომ არ მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი, რამაც შეიძლება სწავლის მოტივაცია შეცვალა. როგორც მიხვდით, ბევრი ფაქტორია საჭირო იმისათვის, რომ მე მივიღო განათლებული, სწავლაზე მოტივირებული და აქტიური მოზარდი და სულაც არ არის აუცილებელი აბსოლუტურად ყველა საგანს, ყველა იმ პირობას, რასაც მისთვის დავსახავ, ჩემი შვილი ასრულებდეს. მხოლოდ ამ დროს არ უნდა ვიღებდე მას წარმატებულად და იდეალურად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი ამბავი, რაც მარტივი არ გახლავთ. ეს არ არის ერთი გასაუბრებით ან ერთი კონსულტაციით მოგვარებადი სიტუაცია. ეს გახლავთ პროცესი, რომელიც, როდესაც მშობლობას გადავწყვეტთ, იქიდანვე გაცნობიერებული უნდა გვქონდეს და რაღაცნაირად უნდა დავგეგმოთ - ჩვენი მშობლობის გეგმაში უნდა შევიტანოთ, ისევე, როგორც 10 წლამდე ასაკში უნდა მქონდეს დაგეგმილი, რას ვაქცევ ყურადღებას, როგორი აქტიური ვარ, როგორ ვიქცევი. მოგვიანებით, როცა იზრდება ჩემი შვილი, რა უნდა ვქნა? როგორ "ჩავიწიო" მისი ცხოვრებიდან - კი არ გავქრე, გვერდით ჩავიწიო, ჩავჩოჩდე, რომ მივცე არჩევანის საშუალება და თან ვიყო იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივაღებინო."