რომელ მოსწავლეებს გადაეცემათ ოქროსა და ვერცხლის მედლები და რა შეღავათით სარგებლობენ მათი მფლობელები
რომელ მოსწავლეებს გადაეცემათ ოქროსა და ვერცხლის მედლები და რა შეღავათით სარგებლობენ მათი მფლობელები


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს სწავლის დასრულების შემდეგ ოქროსა და ვერცხლის მედალს გადასცემს. წახალისების აღნიშნული პროგრამა 2009 წლიდან მოქმედებს და ითვალისწინებს მე-10, მე-11 და მე-12 კლასის წლიურ ნიშნებს.

მოსწავლე ოქროს მედალს მოიპოვებს თუ:

მის მიერ მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული მთელი საშუალო საფეხურის (X-XII კლ.) განმავლობაში დამრგვალების გარეშე არის 10 ქულა.

მოსწავლე ვერცხლის მედალს მოიპოვებს თუ:

მის მიერ მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული მთელი საშუალო საფეხურის (X-XII კლ.) განმავლობაში არის 9.8 ან მეტი.

საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნებულია ის პირობა, რომლის შემთხვევაშიც,
მოსწავლე ოქროს ან
ვერცხლის მედალს ვერ მიიღებს. მოცემული წესის მიხედვით, მის მოსწავლე ვერ მიიღებს მედალს, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები სახელმწიფო უნივერსიტეტებში დამატებითი პრივილეგიებით არ სარგებლობენ და არც გადასახადთან დაკავშირებითაა რაიმე შეღავათი. თუმცა, არის რამდენიმე კერძო უნივერსიტეტი, რომელიც დაფინანსების თვალსაზრისით სტუდენტის ოქროს ან ვერცხლის მედალს ითვალისწინებს. მაგალითად, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან სტუდენტებს სწავლის გადასახადთან დაკავშირებით დამატებით შეღავათებს სთავაზობს. ინფორმაციის გადასამოწმებლად კიდევ რამდენიმე კერძო უნივერსიტეტს მივმართეთ. საქართველოს უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტში განგვიცხადეს, რომ ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები რაიმე დამატებითი შეღავათებით არ სარგებლობენ. იგივე განგვიცხადეს კავკასიის უნივერსიტეტსა და სდასუში.

გარდა ამისა, სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ოქროსა და ვერცხლის მედალს კერძო სკოლის მოსწავლეებიც მიიღებენ, ხოლო სკოლას მედლის გაცემის რაოდენობაზე რაიმე ლიმიტი ან შეზღუდვა არ აქვს - გასცემს იმდენ მედალს, რამდენი მოსწავლეც დააკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, განურჩევლად იმისა, რამდენი ბავშვია კლასში. 

აღსანიშნავია, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც მე-7, მე-8 და მე-9 კლასში დამრგვალების გარეშე, წლიურ ქულად 10-ს მიიღებენ, სახელმწიფოსგან საჩუქრად ლეპტოპებს მიიღებენ.

თამარ იაკობაშვილი

alt ვის შეუძლია უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების გარეშე მოხვედრა და ვის დაუფინანსებს სწავლას სახელმწიფო


16636
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
!!!
0
სამინისტროს მივმართავ: იქნებ ოდნავ მეტი პატივი სცეთ წარმატებულ მოსწავლეებს და უკეთესი მონაცემების ლეპტოპები გადასცეთ, უმეტესი რაოდენობა პირველ 2 თვეში რომ ფუჭდება!
16:16 / 08-05-2022
გიორგი
0
ორი წელია ჩემი შვილი ელოდება კომპიუტერს. სწავლაზე გული აუცრუვდა, ამდენი ტყუილების მერე.
12:54 / 08-05-2022
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები