"ვერავინ გამოიცნობს, რომელი პროფესიები გაქრება და რა უნარები იქნება მომავალში აუცილებელი, ამიტომ ვასწავლიდი ხალხს, როგორ იცხოვროს უწყვეტი სწავლების და ცვლილებების რეჟიმში მთელი ცხოვრების განმავლობაში"
"ვერავინ გამოიცნობს, რომელი პროფესიები გაქრება და რა უნარები იქნება მომავალში აუცილებელი, ამიტომ ვასწავლიდი ხალხს, როგორ იცხოვროს უწყვეტი სწავლების და ცვლილებების რეჟიმში მთელი ცხოვრების განმავლობაში"
უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის შემდგომი მსოფლიო, განათლება, შრომის ბაზარი, მომავლის ადამიანი და საქართველოს პერსპექტივები. ასევე რჩევები ქართველი ახალგაზრდებისთვის, როგორ იყვნენ კონკურენტულები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში -ეს ის საკითხებია, რომელზეც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდ მოაზროვნეს, ავტორს საკულტო წიგნებისა: „საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია“, „ჰომო დეუსი - მომავლის მოკლე ისტორია“ და „21 გაკვეთილი 21-ე საუკუნისთვის“, პროფესორ იუველ ნოა ჰარარისს ვესაუბრეთ. 

- ხელოვნურ ინტელექტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე საუბრისას, თქვენ ხშირად მიანიშნებთ უთანასწორობის მზარდ საფრთხეზე, რომელიც თავს იჩენს მდიდარ და განვითარებულ და პატარა და ნაკლებად
განვითარებულ ქვეყნებს შორის. და ახლა,
სწორედ საქართველოზე საუბრის დროა. რა უნდა გააკეთოს საქართველომ და მისმა მსგავსმა ქვეყნებმა, რომ არა მხოლოდ გადარჩეს, არამედ წარმატებასაც მიაღწიოს ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში?


- უნდა აღინიშნოს, რომ ამ ახალ ეპოქაში პატარა ქვეყნები უსუსურები არ არიან. შეხედეთ ჩემს ქვეყანას, ისრაელს, შეხედეთ ესტონეთს, მაგალითად. მათ დიდ წარმატებებს მიაღწიეს. მაგრამ გასაღები არის სხვადასხვა ქვეყნების კოოპერაცია. მაგალითად, თუ თქვენ ადარებთ საქართველოს ან ესტონეთს აშშ-სა და ჩინეთს, რა თქმა უნდა, ბალანსზე საუბარი ვერ იქნება. მაგრამ თუ ყველა ევროპული ქვეყანა ერთად იმუშავებს, არა მხოლოდ რეგულაციებთან მიმართებაში საერთო პოლიტიკის გატარების კუთხით, მაგალითად, კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე, არამედ გადაწყვეტს ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ერთობლივ მშენებლობას, რომელიც კონკურენციას გაუწევს ჩინეთს და ამერიკას, განსხვავებული პრინციპების მიღების კუთხით, ეს უკვე შექმნის რეალურ ბალანსს და გააჩენს გენერალური კურსის ცვლილების შანსს ამ ტექნოლოგიების განვითარებაში. ვფიქრობ, ორი ძირითადი საკითხია: თანამშრომლობა, კოოპერაცია სხვა ქვეყნებთან და რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით საუკეთესო პოლიტიკის გატარება, თუ როგორ დაიცვა საქართველოს მოქალაქეების მონაცემების კონფიდენციალობა, რომ არ იქნეს მოპოვებულ-გამოყენებული ძლიერი ინტერეს-ჯგუფების მიერ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გარეთ. და ასევე, როგორ გაანათლო ახალი თაობები სრულიად ახალ სამყაროში, რადგან 21-ე საუკუნეში განათლების საკვანძო საკითხი არის ის, რომ არავის არ აქვს წარმოდგენა, როგორი იქნება მსოფლიო და დასაქმების ბაზარი 2040 წლისთვის. ჩვენ არ ვიცით ზუსტად, რა უნარები იქნება საჭირო, მაგრამ ჩვენ ვერ მოვიცდით 2040 წლამდე, ჩვენ დღეს უნდა მივცეთ განათლება ხალხს. მე აქცენტს გავაკეთებ არა კონკრეტული უნარის სწავლებაზე, რადგან არ ვიცი, იქნებ ეს უნარი 2040-ისთვის ავტომატიკით ჩანაცვლდება, არამედ ვასწავლიდი ხალხს როგორ იცხოვროს უწყვეტი სწავლების და ცვლილებების რეჟიმში მთელი ცხოვრების განმავლობაში, ისევ და ისევ ხელახლა აღმოაჩინონ საკუთარი თავი, რაც საკმაოდ სტრესულია, ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთული. მე ხაზს გავუსვამდი მოქნილი, ღია გონების, აზროვნების საჭიროებას ადრეული ასაკიდან, რათა გაუმკლავდე, მოერგო ახალი სამყაროს თანმდევ უსწრაფეს ცვლილებებს.

- და ისევ, რა იქნება თქვენი ყველაზე ღირებული რჩევა ქართველი ახალგაზრდებისადმი: რა უნდა გააკეთონ მათ, რომ იყვნენ კონკურენტულები განათლების და შრომის გლობალურ ბაზარზე?


- ვერავინ იწინასწარმეტყველებს როგორი იქნება გლობალური შრომის ბაზარი 2040 წელს, რომელი პროფესიები გაქრება და რომელი გაჩნდება და რა უნარები იქნება აუცილებელი. დღეს ბევრი ცდილობს ისწავლოს კოდირება, რადგან უზარმაზარია მასზე მოთხოვნა, მაგრამ იქნებ 20 წლის შუალედში კოდების წარმოება-შექმნა ავტომატიზებული გახდეს?! შეიძლება რაღაც უნარებზე, მაგალითად, ფსიქოლოგიურ უნარებზე გაჩნდეს მოთხოვნილება, რადგან ჩვენ ვხედავთ სულ უფრო მეტ კორპორაციებს, რომლებიც შეჭიდებულნი არიან ბევრ სოციოლოგიურ და ფსიქოლოგიურ საკითხებს, რომლებიც გადაწყვეტას საჭიროებენ, იმისთვის რომ კარგი პროდუქტი გამოუშვან. იმისათვის, რომ გააკეთო თვითმართვადი მანქანა, მძღოლის გარეშე, რომელმაც თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები გზაზე, შენ გჭირდება ინჟინრებისა და პროგრამისტების გარდა ფილოსოფოსებიც, რათა მანქანას ასწავლონ პასუხები და რეაგირება უძველეს კითხვებზე, მაგალითად როგორ მოიქცეს როცა ბავშვს ეჯახება და გვერდის აქცევის ერთადერთი გზა არის დაეჯახო კედელს ბავშვის მაგივრად და ამით შესაძლოა საფრთეში ჩააგდო და დააზიანო შენი საკუთარი მანქანის მგზავრი. ამ საკითხებზე ათასობით წელია მსჯელობენ ფილოსოფოსები, მაგრამ ახლა შენ გჭირდება რომ შეიმუშავო პროგრამა, რომელიც ამ კითხვას ალგორითმის დონეზე გასცემს პასუხს და შენ გჭირდება ფილოსოფოსები, რომლებიც ამ ალგორითმს ინჟინრებთან და პროგრამისტებთან ერთად გამართავენ. მეორე მაგალითი, მედიცინის სფეროდან: როგორც წესი, ხალხი ფიქრობს, რომ ექიმობა გაცილებით პრესტიჟულია, ვიდრე ექთნობა. მაგრამ ექიმი მხოლოდ დიაგონზს სვამს და მკურნალობას გინიშნავს. შენ მიდიხარ ექიმთან, იტარებ მის მიერ დანიშნულ ანალიზებს, რომელთა საფუძველზე ექიმი გისვამს დიაგნოზს და გინიშნავს მკურნალობას. ამ პროცესის ავტომატიზაცია ძალიან ადვილია, რადგან მარტივად: მონაცემები შემოდის და გადის. რაც შეეხება ექთანს, რომელმაც მაგალითად სახვევი უნდა გამოუცვალოს ატირებულ ბავშვს - ეს არ არის მონაცემი, მას სჭირდება კარგი ადამიანური და მოტორული თვისებები, კარგი ფსიქოლოგიური თვისებები, რათა მიხედოს მტირალ ბავშვს. გაცილებით უფრო რთულია ავტომატიკით ჩაანაცვლო ექთნის საქმიანობა, ვიდრე - ექიმისა. ასე რომ, არ არის მარტივი გაგება, რა უნარები, ცოდნები და თვისებები იქნება საჭირო მომავალში.
ხათუნა ლაგაზიძე, "პალიტრანიუსი"
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

altრომელი თვისებები მიგანიშნებთ, რომ თქვენს შვილს, მომავალში, შესაძლოა, სამსახურის შოვნა გაუჭირდეს - რა უნდა გამოასწოროთ აქედანვე


915
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები