"ჯერჯერობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის განხილვა არ მიმდინარეობს და
აღსანიშნავია, რომ საქართველო 12-წლიან სწავლებაზე 2008 წლიდან გადავიდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგი განმარტებაა:
"მე-12 კლასის შემოღებით საქართველოს სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი უფრო ხარისხიანი, ევროპულ სივრცეში მეტად ინტეგრირებული, ეკონომიკის ზრდაზე, ეროვნული მთლიანობის განმტკიცებაზე ორიენტირებული განათლების სისტემისკენ. საქართველოს სკოლადამთავრებულს უნდა შეეძლოს კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სკოლადამთავრებულს. საქართველოს სკოლადამთავრებულების სულ უფრო მეტი ნაწილი აგრძელებს განათლებას ევროპის უმაღლესებში. იმის გამო, რომ ევროპული უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა მინიმუმ 12-წლიან განათლებას ითხოვს, ქართველ ახალგაზრდებს პრობლემები ექმნებოდათ." - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამიისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
თამარ იაკობაშვილი