როცა ბავშვს არ აქვს სწავლის მოტივაცია - მიზეზები და მშობლის 10 შეცდომა
როცა ბავშვს არ აქვს სწავლის მოტივაცია - მიზეზები და მშობლის 10 შეცდომა
1 / 2
Next
ბევრი მშობელი, რომელსაც სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვი ჰყავს, ეჯახება პრობლემას, რომელსაც სწავლის მიმართ მოტივაციის არარსებობა ჰქვია. თანამედროვე პედაგოგიკის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა - სწავლის მიმართ ინტერესის არარსებობაა. მოდით, ერთად გავერკვეთ, თუ რატომ ხდება ასე და ვინ არის ამაში დამნაშავე.
სწავლის მოტივაცია დაპროგრამებული გვაქვს ბუნებიდან: თუ მოსწავლემ კარგად მოინდომა, ისწავლა და მოსალოდნელი ქება არ მიიღო მშობლისა თუ მასწავლებლისგან, მაშინ უკეთესად სწავლის ყველანაირი სურვილი ეკარგება, და ეს ლოგიკურიცაა.

მშობლის შეცდომა №1
მშობელი
თვლის, რომ მისი შვილი მზად არის სკოლაში წასასვლელად იმიტომ, რომ მან ბევრი რამ იცის თავის ასაკთან შედარებით. მაგრამ ინტელექტუალური მზადყოფნა - ეს არ არის სინონიმი ფსიქოლოგიური მზადყოფნისა. ბავშვი კი არ ექვემდებარება გარკვეულ წესებს, არამედ აკეთებს იმას, რაც მას სურს. აქ აუცილებელია განუვითაროთ ბავშვს უნარი - სძლიოს საკუთარ თავს. ვასწავლოთ პატარას არა მხოლოდ იმის კეთება, რაც მას უნდა, არამედ იმისაც, რაც აუცილებელია.
მშობლის შეცდომა №2
ბავშვი ადრე მიჰყავთ სკოლაში. არ შეიძლება ბავშვის სკოლაში მიყვანა მის ბიოლოგიურ ჩამოყალიბებამდე (ძვლების და კბილების სრულფასოვნად ჩამოყალიბებამდე). ბიოლოგიურად ჩამოუყალიბებელი ბავშვი უმჯობესია ავარიდოთ სკოლას იქამდე, ვიდრე მას ბოლომდე არ განუვითარდება ხელი და მისი ფორმა. ამის შემოწმება შემდეგნაირად შეიძლება: ვთხოვოთ ბავშვს
დასვას წერტილები უჯრიან რვეულში.

ნორმის ფარგლებში ბავშვი წუთში 70 წერტილს სვამს. თუ ამ შედეგზე დაბალ მაჩვენებელს მივიღებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვის ხელი ჯერაც არ გაძვალებულა.

რაც შეეხება კბილებს, ბავშვს სკოლაში მიყვანამდე უნდა ჰქონდეს გამოცვლილი ოთხი წინა კბილი, ასევე ორი ზედა და ორი ქვედა კბილი. თუ ბავშვი ბიოლოგიურ ჩამოყალიბებამდე მიჰყავთ სკოლაში, ის მალე იღლება და მინიმალური დატვირთვაც სკოლისადმი უინტერესო და ცუდ ასოციაციას უქმნის.

შეცდომა №3.
როცა ბავშვი არ დადის საბავშვო ბაღში. თანატოლებთან კონტაქტის არქონა იწვევს თვითნებური ქცევების გაიშვიათებას, როდესაც ბავშვი იძულებულია ეთამაშოს სხვებს, დაემორჩილოს წესებს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას ეს არ სურს, გაითვალისწინოს სხვისი აზრი და იცხოვროს კოლექტივში.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
51783
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (15)
mala-ს
0
ქალბატონო (რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ბრძანდებით), როცა თქვენი შვილი გაიზრდება და ასეთივე სიტყვებით მოგმართავთ, მერწმუნეთ, გეწყინებათ. შვილის აღზრდა ოჯახში იწყება და მშობლის საქციელი შვილისთვის მისაბაძია, ასევე ლექსიკაც. მშობლისგან რასაც მოისმენს, იმასვე გაიმეორებს. მენდეთ, გთხოვთ.
02:28 / 28-01-2018
nini
0
სრულიად ვეთანხმები მარის და მაკას
11:54 / 26-01-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```